კამა-სუტრა

“კამა სუტრა” (სანსკრიტზე – कामसूत्र) – ძველი ინდური ტექსტია, რომელიც კამას  (მგრძნობელობის, ემოციური ცხოვრების, ვნებებისა და სიყვარულის სფეროს)  ეძღვნებოდა -. „კამასუტრა“ ეყრდნობა კამაშასტრის შრომებს, რომელიც სანსკრიტში კამის შესწავლის ფუძემდებლად ითვლებოდა. „კამა სუტრის“ ტექსტის ავტორი ვატსიანაა. წიგნის სრულყოფილი სახელია „ვატსიანას კამა სუტრა“ („სწავლება კამაზე, რომელიც ეკუთვნის ვატსიანას“). ვარაუდობენ, რომ ავტორი III-IV საუკუნეებში ცხოვრობდა.

„კამა სუტრას“ განყოფილებები – წიგნი შეიცავს 64 თავს შემდგარს 49 ნაწილისაგან, რომლებიც თავის მხრივ გაერთიანებულია 7 განყოფილებაში. „კამა სუტრის“ განყოფილებებია:

  1. ზოგადი (5 თავი) – სიყვარულზე ზოგადად, მის როლზე ადამიანის ცხოვრებაში;
  2. სიყვარულით შეერთებაზე (15 თავი) – კოცნის ღრმა ანალიზი, წინასწარი ალერსის სხვადასხა ტიპები, ორგაზმი, სექსუალური პოზიციების სია, ორალური სექსი, პარაფილიები, აგრეთვე სასიყვარულო სამკუთხედის სიტუაციები (ოჯახი ტრიოში – ცოლი, ქმარი და ქმრის საყვარელი);
  3. გოგონებთან მოპყრობა (9 თავი) – ზრუნვა და ქორწილი;
  4. გათხოვილი ქალების თაობაზე (8 თავი) – ოჯახში ცოლისა და ქმრის ურთიერთობა და როგორ უნდა მოიქცეს ქალი;
  5. სხვის ცოლებზე (10 თავი) – ძირითადად ცდუნებებზე;
  6. ჰეტერებზე (9 თავი) – ჰეტერებზე ანუ ძველ საბერძნეთში თავისუფალი ცხოვრების წესის მატარებელ ქალებზე;
  7. საიდუმლო სწავლება (6 თავი) -იმაზე, როგორ მოვაჯადოვოთ ირგვლივ მყოფები.

შინაარსი – „კამა სუტრა“ აღწერს მხოლოდ 64 სექსუალურ პოზას, უწოდებს რა მათ ხელოვნებას. ვატასიანა თვლიდა, რომ არსებობს სქესობრივი აქტის 8 ხერხი და თითოეულ ხერხში 8 პოზიცია. წიგნში ისინი „64 ხელოვნების“ სახელით არის მოხსენიებული. „სიყვარულით შეერთების“ განყოფილება, რომელიც განიხილავს სექსუალურ პრაქტიკას და პოზიციებს, ყველაზე მეტად ცნობილი და კითხვადია თანამდროვე საზოგადოებაში, უშირესად ისეთი ვერსიების სახით, რომლებიც ძალიან შორსაა ორიგინალისაგან. ზოგიერთი ადამიანი თვლის, რომ „კამასუტრა“ მხოლოდ ამ ნაწილისაგან შედგება.

ამასთან ერთად, სექსუალურ პრაქტიკას წიგნის სულ ხუთი ნაწილი ეძღვნება, ხოლო უშუალოდ სექსის პოზებს – სამი თავი. დანარჩენ თავებში საუბარია, როგორ უნდა იყო კარგი მოქალაქე და მოწოდებულია ცოლ-ქმრის ურთიერთობაზე შეხედულებები. „კამა სუტრა“ სექსს „ღვთაებრივ ერთიანობას“ უწოდებს. ვატსიანნა თვლიდა, რომ სექსში არსებითი განსაკითხავი არაფერია, მაგრამ სექსით დაკავება სულელური და შეცოდებაა.

დასავლეთის კულტურაში მეტნაკლები პოპულარობის გამო, „კამა სუტრასთან“ ხშირად ასოცირდება და არაიშვიათად ერევათ ინდური ტრაქტატები მგრძნობიარე ფიზიკურ სიყვარულზე – ისეთი როგორებიცაა კოკოშასტრას ტრაქტატი და მოგვიანებითი პოეტური ანანგა რანგა.

მნიშვნელობა – „კამა სუტრა“ დღესაც კი არის სექსთან დაკავშირებული სახელმძღვენელო და სექსოლოგიის ისტორიის სახსოვარი.

საინტერესო ფაქტები – ენის პოპულარიზაციის მიზნით, „კამასუტრა“ თავდაპირველად უდმურტულ ენაზე თარგმნეს. იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს ენა სექსუალური ლექსიკით ძალზე ღარიბია, ეს არ იყო ადვილი.

„კამა სუტრას“ პოზები – „კამა სუტრას“ ორიგინალი არ იყო ილუსტრირებული და პოზებიც ძალიან მოკლედ აღწერა ავტორმა (ზოგიერთის მხოლოდ სახელი მიუთითა), ეროტიული მინიატურები და, კერძოდ, XVI—XIXსაუკუნის ინდური სტილი კი აღწერილია, როგორც „კამასუტრას ილუსტრაციები“.