მასტურბაცია

მასტურბაცია (ონანიზმი) – პიროვნების სასქესო ორგანოების სექსუალური სტიმულაციაა, რომელიც მიზნად ისახავს სტიმულაციის შედეგად ორგაზმს. სექსუალური სტიმულაცია შეიძლება შესრულდეს თვითონ ადამიანის მიერ ხელით, სხვადასხვა ნივთებით, სხვა ადამიანის, ან ადამიანების დახმარებით. თვითმასტურბაცია მასტურბაციის ყველაზე გავრცელებული ფორმაა და აუტოეროტიციზმის ნაწილია. სიხშირით აგრეთვე ძალზედ გავრცელებულია ორმხრივი მასტურბაცია, რომელიც ხდება პარტნიორებს შორის და არაპენეტრირებადი სექსის ფორმას წარმოადგენს.
კვლევებმა ცხადჰყო, რომ მასტურბაცია ძალზედ გავრცელებულია ორივე რეპროდუქციული ასაკის ფარგლბში. ცნობილია მასტურბაციის გარკვეული დადებითი მახასიათებლები და უცნობია მისი კავშირი რომელიმე ფიზიკურ ან ფსიქოლოგიურ აშლილობასთან. მასტურბაციის ტექნიკა და მახასიათებლები ქალში და მამაკაცში მსგავსია, თუმცა მასტურბაციის სპეციფიკა არის ნაწილობრივ განსხვავებული.

მასტურბაციის სურათები პრეისტორიული ხანიდანაა შემორჩენილი. 18-20 საუკუნეებში მასტურბაცია სამედიცინო ცენზურის და სოციალური კონსერვატიზმის წნეხის ქვეშ იმყოფებოდა. დღეს კი მასტურბაცია ნორმალური სქესობრივი ცხოვრების ნაწილია. დღესდღეობით ხშირია სხვადასხვა სახის პროპაგანდა მასტურბაციისა ტელე-რადიო მაუწყებლობებში (მასტურბ-ა-თონი და ა.შ) აგრეთვე ხშირია სლოგანები: „ერთი ორგაზმი დღეში და გაატარეთ ცხოვრება ექიმის გარეშე“ . არსებობს მასტურბაცია ცხოველებშიც, თუმცა ამ სტატიაში მასტურბაციას განვიხილავთ ადამიანთან მიმართებაში.
ეტიმოლოგია – სავარაუდოა, რომ სიტყვა მასტურბაცია ბერძნული წარმოშობისაა და mézea (μέζεα, “genitals”)- გენიტალიებს ნიშნავს, ან ლათინურიდან მომდინარეობს manus (“hand”)-ხელი turbare (“to disturb”)- შეწუხება, შერყევა. აგრეთვე არსებობს მეორე მოსაზრება ლათინურთან დაკავშირებით manu stuprare (“to defile with the hand”)- რაც ნიშნავს, ხელით „წაბილწვას“.
მასტურბაციას სხვანაირად ონანიზმსაც უწოდებენ. ონანი ბიბლიური პერსონაჟი იყო, რომელსაც წესის მიხედვით საკუთარი მკვდარი ძმის ცოლი უნდა მოეყვანა ცოლად და შთამომავლობა უნდა გაეგრძელებინა. როდესაც ონანს სექსი ჰქონდა ქვრივად დარჩენილ ქალთან მან უარჰყო წესი იმით, რომ ორგაზმის დადგომამდე შეწყვიტა სექსი და სპერმა მიწაზე გადმოანთხია. ეს რამოდენიმეჯერ გააკეთა, ამიტომ ღმერთმა დასაჯა და მას სიცოხცლე წაართვა.
მასტურბაციის ტექნიკა – მასტურბაცია ორივე სქესის წარმომადგენელს შორის ხდება გენიტალიების სტიმულაციით, ხელის გადასმით, ხახუნით, ან ზეწოლით. შეიძლება იგივეს გაკეთება სხვადასხვა საგნების გამოყენებით, თითების ან სხვადასხვა საგნების შეყოფა საშოში ან ანუსში (ანალური მასტურბაცია). ორივე სქესის წარმომადგენლებს მასტურბაციის დროს შეიძლება სიამოვნებდეთ სხვადასხვა ეროგენულ ზონებზე შეხება (მაგ.სარძევე ჯირკვლის დვრილებზე). სიამოვნების გაძლიერებისთვის ზოგჯერ იყენებენ ლუბრიკანტებს (ზეთოვანი სითხე) .

მასტურბაციის თანმხლებია ხშირად პორნოგრაფიის ყურება, კითხვა, ან სექსუალური ფანტაზიების წარმოსახვა, მასტურბაციას ხშირად რიტუალური ხასიათი აქვს. მასტურბაციის დროს მნიშვნელოვანია პარაფილიების და ფეტიშიზმის როლიც. ადამიანი მასტურბაციის დროს შეიძლება იყენებდეს სხვადასხვა ნივთებს მაგალითად საპირისპირო სქესის ტრუსს, ლიფს, ფეხსაცმელს და ა.შ.
პარაფილიას კი შეიძლება მიეცეს გასაქანი მასტურბაციის დროს სექსუალურ ფანტაზიებში. მაგ. ზოოფილია, პედოფილია, ნეკროფილია და ა.შ.
ადამიანების ნაწილი მასტურბაციის დროს ასფიქსიას (autoerotic asphyxiation – ბალიშის სახეზე დაფარება, პირსახოცის ყელზე შემოხვევა, ტომრის წამომხობა თავზე და ა.შ.) იყენებს, რათა სიამოვნება გაიძლიერონ, თუმცა ეს ძალიან საშიში მდგომარეობაა და ზოგჯერ ლეტალური გამოსავალიც აქვს.
ადამიანების ნაწილი სიამოვნებას შარდსადენში სხვადასხვა ნივთების შედებით იღებს. ასეთ მდგომარეობას „შარდსადენით „თამაშს“ უწოდებენ.
ქალებიც და კაცებიც როგორც წესი მასტურბირებენ მანამ, სანამ ძალიან ახლოს არ მივლენ ორგაზმთან, შემდეგ წყვეტენ მასტურბაციას დროებით, რათა აგზნება შემცირდეს, ორგაზმი არ დადგეს და სიამოვნება გაიხანგრძლივონ. როდესაც აგზნება შემცირდება, განაგრძობენ ისევ მასტურბაციას, სანამ იგივე არ მოხდება. ამ ხერხს ერთი მასტურბაციის დროს რამოდენიმეჯერ იმეორებენ. ბოლოს კი ასრულებენ მასტურბაციას ძლიერი ორგაზმით. იშვიათად ადამიანები წყვეტენ მასტურბაციას უშუალოდ ორგაზმის წინ და ამით ასრულებენ მასტურბაციას, რათა დაზოგონ ენერგია და თავიდან აიცილონ ის სისუსტე და დაღლილობა, რომელიც ორგაზმს მოჰყვება.
ქალის მასტურბაცია – ხდება ძირითადად თითებით, ან სხვა საგნებით (ვიბრატორები, ბენ-ვას ბურთები და ა.შ.) მოძრაობით საშოში, მის წინა კედელზე (სადაც G-წერტილი მდებარეობს), საშოს გარშემო, კლიტორის მიმდებარედ ან კლიტორზე. ხშირად მასტურბაციის დროს ქალები, მეორე თავისუფალი ხელით ახდენენ მკერდის, კერძოდ კერტების (ძუძუსთავების) სტიმულაციას. ზოგჯერ მიმართავენ ანალურ მასტურბაციას, შედარებით იშვიათ შემთხვევაში. აგრეთვე გამოიყენება ლუბრიკანტები მასტურბაციის დრო. განსაკუთრებით, როდესაც ხდება პენეტრაცია, თუმცა ქალს ბუნებრივად ისედაც გამოეყოფა ლუბრიკანტები, რომლითაც ხდება საშოს გაცხიმოვნება და ხახუნის ძალის შემცირება.
მასტურბაციის დროს ძირითადი პოზებია ზურგზე მწოლიარე თავი ზევით და ფეხები გაშლილი, ან მჯდომიარე, გაშლილი ფეხებით, თუმცა ყველა ადამიანისთვის სასურველი პოზა ინდივიდუალურია.
მასტურბაცია შესაძლებელია, როგორც შიშველი სხეულით, ისე ტანსაცმლის გარედან. თითქმის ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას (საწოლში, სააბაზანოში, შხაპის ქვეშ).
მასტურბაციის დროს ორგაზმის მისაღწევად ქალებს სხვადასხვა დრო სჭირდებათ, ზოგისთვის საკმარისია ძლიერი სურვილი და მცირე შეხება, ზოგისთვის ხანგრძლივი და ინტენსიური სტიმულაცია. 1920s, Havelock Ellis – მოხსენებით, გამოკითხულ მკერავ ქალებს შორის ბევრს შეეძლო ორგაზმის მიღწევა კერვის დროს, თუ ისინი სკამის კიდეზე დაჯდებოდნენ. სექსოლოგები ზოგჯერ ურჩევენ თავის პაციენტ ქალებს, მიმართონ მასტურბაციას და მისით ორგაზმი განიცადონ, განსაკუთრებით მაშინ თუ ეს მათ მანამდე გაკეთებული არ აქვთ.


კაცის მასტურბაცია – მამაკაცებში მასტურბაცია განსხვავებულია, უხეშად რომ დავყოთ შეგვიძლია ვთქვათ, რომ წინდაცვეთილი და წინდაუცვეთავი მამაკაცების მასტურბაციის ტექნიკის სპეციფიკა განსხვავებულია. ყველაზე გავრცელებულ ფორმას წარმოადგენს პენისის სხეულზე ხელის მოკიდება და მისი მოძრაობა სინქრონულად სხვადასხვა სისწრაფით. ასეთი ტიპის მოძრაობა საჭიროა ორგაზმის მისაღწევად და ეაკულაციისთვის, თუმცა მისი მიღწევა სხვაგვარი სტიმულაციითაც შესაძლებელია. კაცების გარკვეულ ნაწილს სიამოვნებს პენისის თავის სტიმულაცია, ზოგს პენისის სხეულის და ფუძის, გარკვეულ შემთხვევებში გამოიყენებენ ლუბრიკანტებს, რათა ხახუნის ძალა შემცირდეს. მასტუბაციის დროს კაცი შეიძლება გამოიყენებდეს სხვადასხვა საგნებს, მაგ. ხელოვნურ ვაგინას.


მრავალი მამაკაცისთვის სიამოვნების ძლიერ წყაროს წარმოადგენს პენისის ლაგამის (კანის ნაოჭი, რომელიც პენისის გარეთა კანს აკავშირებს პენისის თავთან) სტიმულაცია, აგრეთვე მასტურბციის დროს პარარელურად ეროგენული ზონების სტიმულაცია (სათესლე ჯირკვლები, კერტები და ა.შ.)
კაცების ძალიან იშვიათ რაოდენობას შეუძლია აუტოფელაციო („აუტომინეტი“).
ზოგი კაცი სიამოვნებას განიცდის პროსტატის სტიმულაციით, რომელსაც ანალური ხვრელიდან ახლორციელებენ.
ორმხრივი მასტურბაცია: არის სქესობრივი აქტი, სადაც ორი ადამიანი ახდენს საკუთარი ან ერთმანეთის სასქესო ორგანოების სტიმულაციას. ძირითადად ამას ახლორციელებენ ხელებით. ეს შეიძლება იყოს ნახმარი, როგორც მთლიანი სქესობრივი აქტის ნაწილი, ან სექსუალური თამაში, ინტერლლუდა და ა.შ. ზოგი ადამიანისთვის ორმხრივი მასტურბაცია ცხოვრების წესია და ასეთ სექსუალურ აქტს ყველა სხვაზე მაღლა აყენებენ. ორმხრივი მასტურბაცია გამოიყენება ნებისმიერი სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანებს შორის. ხშირ შემთხვევაში იხმარება პენისი-საშოს პენეტრაციის ალტერნატივად, არასასურველი ორსულობის თავიდან ასაცილებლად ან ქალიშვილობის შესანარჩუნებლად. ზოგი ადამიანისთივს მეგობართან ერთად მასტურბაცია სიამოვნების გაძლიერების და საკუთარ თავში არსებული სტიგმის დაძლევის საშუალებაა, რადგან ის თავს მარტო არ გრძნობს ამხანაგის გარემოცვაში. ორმხრივი მასტურბაცია შეიძლება იყოს წყვილს შორის და ჯგუფური.
ორმხრივი მასტურბაცია შეიძლება იყოს:
• არაკონტაქტური ორმხრივი მასტურბაცია – ორი ადამიანი მასტურბირებს ერთად, მაგრამ ერთმანეთს არ ეხებიან.
• კონტაქტური ორმხრივი მასტურბაცია – ერთი ადამიანი მასტურბირებს მეორეს, მეორე შეიძლება აკეთებდეს იგივეს პარალელურად ან შემდეგ.
• არაკონტაქტური ჯგუფური მასტურბაცია – ორზე მეტი ადამიანი არის ერთად მასტურბირებს, მაგრამ არ ეხებიან ერთმანეთს.
• კონტაქტური ჯგუფი – ორზე მეტი ადამიანი მასტურბირებს, ისე რომ ეხებიან ერთმანეთს.
• ორმხრივი მასტურბაცია, როგორც პრელუდია – ორმხრივ მასტურბაციას საბოლოოდ მოყვება სექსი.


მასტურბაციის სიხშირე, ასაკი, სქესი – მასტურბაციის სიხშირეს მრავალი კომპონენტი განაპირობებს: ასაკი, რასა, კულტურა, სექსუალური აგზნება, ჰორმონების მდგომარეობა, სექსუალური ჩვევები, გარშემომყოფი ადამიანების გავლენა, ჯანმრთელობის მდგომარეობა, სამედიცინო მდგომარეობა. Alfred Kinsey’s 1950- წლის კვლევის შედეგად მამაკაცების 92% და ქალების 62% ცხოვრებაში ერთხელ მაინც მიუმართავს მასტურბაციისთვის. ბრიტანეთში 2007-% წელში ჩატარებული კვლევის მიხედვით კი 95-% მამაკაცების და ქალების 73% მასტურბაციას მიმართავს გარკვეული სიხშირით. 2009 წელს ევროპის ქვეყნებისთვის ჩატარდა აქცია, სადაც მოუწოდებდნენ თინეიჯერებს, რომ დღეში ერთხელ მიემართათ მასტურბაციისთვის, რათა თავიდან აეცილებინათ და შეემცირებინათ ქვეყნებში არასასურველი ორსულობის რისკი, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების გავრცელება და საფუძველი დაედოთ ჯანმრთელი ცხოვრებისთვის. გავრცელებულია მოსაზრება, რომ ვისაც სექსუალური ცხოვრება აქვს (ჰყავს პარტნიორი), ის მასტურბირებს გაცილებით იშვიათად ვიდრე ის, ვისაც არ ჰყავს სექსუალური პარტნიორი, მცდარია რადგან მრავალი წყვილის სექსუალური ცხოვრების ნაწილს წარმოადგენს მასტურბაცია, რომელსაც ძირითადად ორმხრივი სახე აქვს.
ქალები, რომლებსაც ჰეტეროსექსუალური ურთიერთობები აქვთ ისინი შედარებით ნაკლები სიხშირით მასტურბირებენ, ვიდრე ჰომოსექსუალი ქალები.
მასტურბაციის გავლენა ორგანიმზე – გარკვეული კვლევებით მასტურბაცია მამაკაცის სპერმის ჯანმრთელობას ხელს უწყობს, ქალებში კი მასტურბაცია იცავს ქალს საშოს და საშვილოსნოს ყელის ინფექციებისგან. საშოში და საშვილოსნოს ყელთან მჟავე არეს გაზრდით და ფუნქციური ეპითელიუმის ხშირი ცვლით.
ზოგადად მიიჩნევა, რომ მასტურბაცია დეპრესიის მოხსნის და თვითშეფასების მომატების კარგი საშუალებაა. მასტურბაცია კარგი გამოსავალია, როდესაც პარტნიორების სექსუალურ მოთხოვნილებებს დისბალანსი არსებობს.
ორმხრივი მასტურბაცია აგრეთვე სასარგებლოა პარტნიორის „სხეულის რუქის“ შესასწავლად.
2003-ში The Cancer Council Australia-კვლევითმა ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ მასტურბაციის სიხშირე დადებითად კორელაციაშია პროსტატის კიბოს განვითარების რისკის შემცირებასთან. თუმცა ეს აღმოჩენა ასაკთან დაკავშირებულია, პროსტატის კიბოს რისკი ახალგაზრდა ასაკში მცირდება ხშირი მასტურბაციით, თუმცა 40-50 წლისთვის შეიძლება საწინააღმდეგო მოქმედება ჰქონდეს. ხშირი მასტურბაციით ორგაზმი ამცირებს სტენოკარდიის შეტევებს და მიოკარდიუმის ინფარქტს, სქესობრივი აქტივობის დროს წარმოქმნას.
Tabriz Medical University – კვლევებით ეაკულაცია ამცირებს ცხვირის სისხლძარღვების გაფართოებას და მისგან სისხლდენას და აუმჯობესებს სუნთქვას. ამის მიზეზებია, ის რომ ეაკულაცია და ორგაზმი იწვევს სიმპათიკური სისტემის გააქტივებას ხანგრძლივი დროით.
მასტურბაცია აგრეთვე ხელისშემწყობი ფაქტორია უძილობის მკურნალობაში და მიოკარდიუმის ინფარქტის შემდგომი აღდგენის პერიოდში ნელ-ნელა, ეტაპობრივად სასურველიც კი არის, რადგან მასტურბაცია ერთგვარი გულსისხლძარღვთა სისტემის გასავარჯიშებელი საშუალებაა.
რისკები – მასტურბაციის დროს საგნების გამოყენებით ტრავმები, ან უცხო სხეულები ღრუ ორგანოებში.
მასტურბაცია და სისხლის წნევა – სექსუალური აქტივობა და მათ შორის მასტურბაცია ამცირებს საშუალო სისხლის წნევას, აგრეთვე ამცირებს სისხლის წნევას სტერესულ სიტუაციებში.
მასტურბაცია და ორსულობა- ორმხრივ მასტურბაციას შეუძლია ორსულობის გამოწვევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სპერმა მოხვდება ქალის სასქესო არხში, ან გარედან. მაგ. მცირე სასირცხვო ბაგეებზე (თუმცა ასე დაორსულების შანსიც კი ძალზედ დაბალია).
მასტურბაცია გამოიყენება ხელოვნური განაყოფიერების დროს, დონორის სპერმის მისაღებად, რათა მოხდეს ამ სპერმის შემდგომი ხელოვნური ინსემინაცია საშოში.
კომპულსიური მასტურბაცია – (ჰიპერსექსუალობის და სექსუალური მიჩვევის გამოხატულებაა). ამ დროს ადამიანი ძალიან ხშირად მასტურბირებს და ეს ჩვევა უნებლიე ხასიათში გადადის, ანუ მისი შეგნებული სურვილის საწინააღმდეგოდ ხდება. რეალურად არსებობს თუ არა კომპულსიური მასტურბაცია, როგორც აშლილობა, დავის საგანს წარმოადგენს, რადგან არანაირი პათოლოგიური მდგომარეობა არ უკავშირდება მას, თუმცა კომპულსიური ხასიათის (გამუდმებული, გაუკონტროლებელი) მასტურბაცია ემოციური სფეპროს დარღვევაა და საჭიროა ფსიქიატრის კონსულტაცია , ისევე როგორც ნებისმიერი კომპულსიური ქცევის მიმართ რეაგირება.