კონტრაცეპტივების მიღების უარყოფითი მხარეები

  • არტერიული წნევა

ჰორმონალურ პრეპარატებს შეუძლიათ არტერიული წნევის დროებითი და ხანმოკლე აწევა 3-5% შემთხვევაში და აუარესებენ უკვე არსებული ჰიპერტონიის მიმდინარეობას;

  • ნაღველკენჭოვანი დაავადება

კონტრაცეპტივები არ იწვევენ ნაღვლის კენჭების დაგროვებას, მაგრამ აუარესებენ უკვე არსებული ნაღველკენჭოვანი დაავადების მიმდინარეობას, ნაღვლოვანი კოლიკის გახშირების გზით;

  • მენსტრუალური ციკლის დარღვევ

კონტრაცეპტივების მიღების დაწყებიდან რამდენიმე თვის განმავლობაში მენსტრუალური სისხლდენა შეიძლება მეტად ან ნაკლებად იყოს გამოხატული, ან საეერთოდ არ აღინიშნოს. ეს მოვლენები 2-3 თვის შემდეგ ალაგდება;

  • წონაში მატება

წონაში მატება ონტრაცეპტივების მიღების დროს განპირობებულია არასწორი კვებით. თანამედროვე ორალური კონტრაცეპტივები შეიცავს მინერალოკორტიკოსტეროდებს და გამორიცხავს ჰორმონების გავლენით წონაში მატებას;

  • უსიამოვნო შეგრძნებები მკერდის მიდამოში

ზოგიერთი კონტრაცეპტივის მიღება იწვევს დაჭიმულობის გრძნობასა სა მკერდის ელასტიურობის დაქვეითებას, რაც დაკავშირებულია პრეპარატების შემადგენლობასა და მათ მიმართ ინდივიდუალურ მგრძნობელობაზე;

  • თავის ტკივილი

სპაზმური ხასიათის განმეორებადი და ხშირი თავის ტკივილები, რომელსაც ახლავს მხედველობის დარღვევები, არის ჩვენება კონტრაცეპტივების შეწყვეტის;

  • გულისრევა-ღებინება

კონტრაცეპტივების მიღების დაწყებისას და ყოველი ახალი შეფუთვიდან პირველი რამდენიმე ტაბლეტის მიღებისას შეიძლება აღინიშნოს გულისრევა-ღებინება. ამის გამო რეკომენდებულია კონტრაცეპტივების მიღება ძილის წინ;

  • ხასიათის ცვლილება

განწყობის ცვლილებები, რომელიც ქალის აზრით უკავშირდება კონტრაცეპტივების მიღებას, შეიძლება გახდეს მათი მიღების შეწყვეტის მიზეზი;

  • სექსუალური ლტოლვის ცვლილება

ქალების უმრავლესობაში კონტრაცეპტივების მიღება აუმჯობესებს სექსუალურ ცხოვრებას, რადგანაც გვარდება არასასურველი ორსულობის პრობლემა. თუმცა ქალების ნაწილში აღინიშნება სქესობრივი ლტოლვის დაქვეითება;

  • კანის ფერის ცვლილება

კონტრაცეპტივების მიღების დროს შეიძლება განვითარდეს პიგმენტური ლაქები.