ლაბიოპლასტიკა

მცირე სასირცხვო ბაგეების ზომაში შემცირებას ქირურგიული გზით ლაბიოპლასტიკა ეწოდება. ლაბიოპლატიკის ჩატარებისათვის საუკეთესო დროდ მენსტრუაციიდან 2-3 კვირის ვადა ითვლება. გაუტკივერბა ამ ოპერაციის დროს, ძირითადად, ინტრავენურია, იშვიათა კი ადგილობრივი ანესთეზია.

მცირე სასირცხვო ბაგეების შემცირების მეთოდი შეირჩევა ინდივიდუალურად თითოეული პაციენტისათვის, იმისადა მიხედვით, რა ზომაზეა გადიდებული სასირცხვო ბაგე. ლაბიოპლასტიკის დროს არ უნდა მოხდეს ბაგეების ჭარბი მოკვეთა, რათა თავიდან იქნას აცილებული საშოს კლარიბჭის სიმშრალე და საშოს მიკროფლორის ცვლილებები.

ძალიან გადიდებული სასირცხვო ბაბაგეების პლასტიკის შედარებით გავრცელებული ფორმაა ხაზოვანი ლაბიოპლასტიკა.

კლასიკური ლაბიოპლასტიკის დროს ჭარბი ქსოვილები მოიკვეთება კიდის გასწვრივ და ჭრილობა იკერება კანშიდა ნაკერებით.

მცირე სასირცხვო ბაგეების ლოკალური (ცენტრალურად, ზედა ან ქვედა კიდესთან) გადიდების დროს სრულდება სოლისებრი ლაბიოპლასტიკა (V-ს მაგვარი). ეს მეთოდი საშუალებას იძლევა სასირცხვო ბაგეები შემცირდეს მინიმალური განივი ნაწიბურით, ფერის, კონტურებისა და კიდის მთლიანობის შენარჩუნებით.

სურათზე ნაჩვენებია ცენტრალური ნაწილის ლაბიოპლასტიკა. ჭრილობა ამ შემთხვევაშიც კანშიდა ნაკერებით იკერება. თუკი გადიდებულია მცირე სასირცხვო ბაგის ზედა, ან ქვედა კიდე, მაშინ აგრეთვე სრულდება სოლისებრი ლაბიოპლასტიკა, მაგრამ ჭრილობა სხვა სტრუქტურებთან სიახლოვის გაცილებით უფრო მძიმეა და რთულად მოსავლელი.

ლაბიოპლასტიკიდან 3 კვირის მანძილზე იკრძალება სქესობრივი კონტაქტი (ვაგინალური სექსი). ტკივილი ლაბიოპლასტიკის შემდეგ გამოხატული არ არის, ამიტომ ოპერაციიდან ერთი დღის შემდეგ ტკივილგამაყუჩებლების ხმარება აღარ ხდება. ჰემატომები და სილურჯეები ქრება 1-2 კვირაში.

აღსანიშნავია, რომ ლაბიოპლასტიკის შემდგომ შესაძლებელია მგრძნობელობის შეცვა (კერძოდ, დაქვეითება), რაც ხშირად ხდება ამ ქირურგიული ჩარევისგან თავშეკავებისა.

საერთო ჯამში, ლაბიოპლასტიკა მცირედტრავმული ოპერაციია, შედეგი კი ძალიან კარგი აქვს.