კინსის შკალა

კინსის შკალა – ეს იყო მცდელობა შკალაზე 0-დან (მკაცრად ჰეტეროსექსუალური მდგომარეობა) 6-მდე (მკაცრად ჰომოსექსუალური მდგომარეობა) გაეზომა ადამიანის სექსუალობა. იგი პირველად გამოქვეყნდა 1948 წელს წიგნში „ მამრობითი სქესის ადამიანის სექსუალური ქცევა“, რომლის ავტორიც ზოოლოგი და სექსოლოგი ალფრედ კინსი იყო.

ამ შკალის აღწერისას კინსი წერდა: „მამაკაცები არ წარმოადგენენ ორ ცალკეულ სუბპოპულაციას – მკაცრად ჰეტერეოსექსუალი და მკაცრად ჰომოსექსუალი. ტაქსონომიის ძირითადი პრინციპია ის, რომ ბუნებაში იშვიათია დისკრეტული კატეგორიები. ცოცხალი ბუნება ყველგან და ყველა ასპექტში უწყვეტი და ერთიანია. ამის მიუხედავად, ჩვენ გადავწყვიტეთ შეგვემუშავებინა კლასიფიკაციის რაიმე საშუალება, რომელიც დაეფუძნებოდა ჰეტერო და ჰომოსექსუალური მდგომარეობის ფარდობითობას ადამიანში. ინდივიდს ცხოვრების ყველა პერიოდში შეიძლება მიეკუთვნოს ამ შკალაზე კონკრეტული წერტილი…“

ეს შკალა გამოიყურება ასე:

რეიტინგი აღწერა

0

მკაცრად ჰეტეროსექსუალი

1

უპირატესად ჰეტეროსექსუალი, მხოლოდ იშვიათად აქვს ჰომოსექსუალური კავშირები

2

უპრატესად ჰეტეროსექსუალი, მაგრამ ჰომოსექსუალური კავშირები აქვს ხშირად

3

თანაბარი რაოდენობით აქვს, როგორც ჰეტერო, ასევე ჰომოსექსუალური კავშირები

4

უპირატესად ჰომოსექსუალი, მაგრამ ჰეტეროსექსუალური კავშირები აქვს ხშირად

5

უპირატესად ჰომოსექსუალი, ჰეტეროსექსუალური კავშირები აქვს იშვიათად

6

მკაცრად ჰომოსექსუალი

1948 წელს გამოქვეყნებული „მამრობითი სქესის ადამიანის სექსუალური ქცევა“ და 1953 წელს გამოქვეყნებული „მდედრობითი სქესის ადამაინის სექსუალური ქცევა“ წარმოადგენს ალფრედ კინსისა და კიდევ რამდენიმე მეცნიერის მიერ დაწერილ ანგარიშს ადამიანის სექსუალური ქცევის შესახებ.

 

სურათზე წარმოდგენილია მამაკაცის სექსუალური ორიენტაციის განაწილების სქემა. ორდინატა არის მამაკაცების წილია, მოცემული ორიენტაციით, აბსცისა კი – სექსუალური ორიენტაცია კინსის მიხედვით.