იმპოტენცია

ერექცია სასქესო ასოს ზომაში მომატება და გამკვრივებაა მღიმოვანი სხეულების ღრუების სისხლით ავსების გამო. ერექტიული დისფუნქცია, ანუ იმპოტენცია არის ერქციის წარმოშობის, ან მისი შენარჩუნების უნარის არქონა.

სანამ იმპოტენციის მიზეზებს და მკურნალობას განვიხილავთ დეტალურად უპრიანი იქნება ერექციის მექანზმის გავხადოთ ნათელი.

პარასიმპათიკური ნერვული იმპულსების გავლენით კავერნოზული გლუვი მუსკულატურის მოდუნება ხდება, რის გამოც იზრდება არტერიული ნაკადი. ამის შედეგად იმატებს ინტრაკავერნოზული წნევა, რაც იწვევს ვენური წნულების მიჭყლეტას და ვენური უკუდინების შეჩერებას. ეს მექანიზმი განაპირობებს პენისის მაქსიმალურ სიმკვრივეს. უშუალოდ ორგაზმის წინ დამატებით იკუმშება შორისის კუნთები და მიიღწევა სრული ორგაზმი.

პენისის მოდუნებას დეტუმესცენცია ეწოდება. იგი ეფუძნება სიმპათიკური ნერვული სისტემის გავლენას, რომელსაც ვაზოკონსტრიქტორული (სისიხლძარღვების შემავიწროვებელი) ეფექტი აქვს. დეტუმესცენცია ხდება ორგაზმისა და ეაკულაციის შემდეგ, ან სქესობრივი აქტის დროს რაიმე ხელისშემშლელი ფაქტორის არსებობისას.

ერექციის არქონას იმპოპტენცია ეწოდება, როგორც აღვნიშნეთ. იმპოტენცია ფართოდ გავრცელებული მდგომარეობაა, რომელიც ყოველთვის არ გულისმობს სასქესო ფუნქციის სრულ დაკარგვას, მაგრამ ყოველთვის გულისხმობს სექსუალური კუთხით პაციენტის ცხოვრების ხარისხის დაქვეითებას.

სტატისტიკურად ევროპის მოსახლეობასა და აშშ-ში ერექტიული დისფუნქციის გავრცელების სურათი ასე გამოიყურება:

არსებობს მოსაზრება, რომ იმპოტენცია მამაკაცის დაბერების გარდაუვალი მოვლენაა და მასთან ბრძოლად აზრი არა აქვს, მაგრამ ეს მოსაზრება, რა თქმა უნდა, მცდარია. იმპოტენცია უხშირესად ისეთი სისტემური დაავადებების შედეგი ან გამოვლინებაა, როგორრიცაა შაქრიანი დიაბეტი, ჰიპერტონული დაავადება, დეპრესია და ა.შ.

იმპოტენციის მიზეზი შეიძლება იყოს:

  1. ფსიქოგენური (65%);
  2. ორგანული (34%);
  3. ნეიოგენული (26%);
  4. ენდოკრინული (25%);
  5. სისხლძარღვოვანი (21%);
  6. ტრავმული (20%).

როგორც ნათლად ჩანს ყველაზე ხშირი ორგანული და ფსიქოგენური იმპოტენცია, დანარჩენი მიზეზები დამოუკიდებლად იშვიათად იწვევენ ამ დაავადებას, უხშირესად ხდება რამოდნიმე მიზეზის თანხვედრა.

ორგანულ და ფსიქოგენურ იმპოტენციას შორის არის არსებითი სხვაობა:

ფსიქოგენური

ორგანული

უეცარი დაწყება თანდათანობითი დაწყება
ღამის სპონტანური ერექციები აღინიშნება ღამის სპონტანური ერექციები არ აღინიშნება
პრობლემა ურთიერთობებში ლიბიდო და ეაკულაცია შენახულია
პრობლემები გარკვეული სიტუაციის დროს პრობლემები ნებისმიერი სიტუაციის დროს

გამომწვევი მიზეზის დამოუკიდებლად იმპოტენციის დაიგნოსტირება ხდება სამ ეტაპად:

  1. ანამნეზი;
  2. ლაბორატორიული გამოკვლევა;
  3. ინსტრუმენტული ტესტები.

საერთო ჯამში დიაგნოსტირება მოიცავს – ანამნეზის გულდასმით შეგროვებას, ლაბორატორიულად: სისხლის საერთო ანალიზი, სისხლის ბიოქიმიური ანალიზი (გლუკოზა, ქოლესტერინი, ტრიგლიცერიდები), ჰორმონალური სკრინინგი, PSA (პროსტატსპეციფიურიანტიგერნი)  განსაზღვრა 45 წელს ზევით.

იმპოტენციის მკურნალობა მოიცავს სამ ხაზს:

  • პირველი ხაზი: მედიკამენტოზური თერაპია, ვაკუუმ-კონსტრიქტორული ხელსაწყოები (პომპები);
  • მეორე ხაზი: ინტრაკავერცნოზული ინექციები, ინტრაურეთრალური თერაპია;
  • მესამე ხაზი: სისხლძარღვების ქირურგია, სასქესო ასოს პროტეზირება.

*** მკურნალობის მეთოდების დეტალურ დახასიათებას შემოგთავაზებთ უახლოეს სტატიებში.