სექს-თერაპია

შეგრძნების ფოკუსირება ტერმინია, რომელიც გამოიყენება ფსიქოთერაპიაში, წყვილების ან ინდივიდუალური მკურნალობის დროს.  ტერმინი შემოიტანეს მასტერსმა და ჯონსონმა და მიზნად ისახავდა პერსონალური და ინტერპერსონალური ცნობიერების ამაღლებას საკუთარი და სხვისი საჭიროებების შესახებ. პაციენტებმა ამ დროს უნდა მოახდინონ ფოკუსირება განცდილს გრძნობებზე და გრძნობების განცდაზე და არა ორგაზმზე, როგორც სექსის მიზანზე.

სექს თერაპევტი მართავს დროს,  ტექნიკას და მიმართულებას გრძნობებზე ფოკუსირებისთვის.  პირველ ეტაპზე წყვილები ეხებიან ერთმანეთის სხეულს მათ შორის მკერდს და გენიტალიებზე შეზღუდვაა.  წყვილების ამოცანაა ფოკუსირება მოახდინონ ერთმანეთის სხეულზე, იმაზე როგორ ეხებიან და როგორი სასიამოვნოა.  უშუალოდ  კოიტუსი პირველ  ეტაპზე არ შედგება. ამ ეტაპზე გენიტალიზებზე ფოკუსირება არ შეიძლება. პირველ ეტაპზე აქცენტი კეთდება პარტნიორის სხეულის კანზე შეხებაზე.

მეორე ეტაპზე აქცენტი კეთდება პარტნიორის ეროგენულ ზონებზე მაგ. მკერდი, მაგრამ არა გენიტალიებზე და კოიტუსზე.  ამ დროს პარტნიორები ხელის ხელზე მოკიდებით აჩვენებენ და მიუთითებენ მოფერების  და სტიმულაციის ისეთ ფორმებზე, რომლებიც მათ სიამოვნებთ.  ამ ეტაპის მიზანი ისევ  პარტნიორების სხეულის შესწავლაა. შემდეგ ეტაპებზე საჭიროა ნელ-ნელა გაიცნონ  პარტნიორის გენიტალიები და შემდეგ გადაცვიდნენ უშუალოდ სქესობრივ აქტზე.  ორგაზმი ამ სწავლების  მიზანი არასდროს არაა.

ეს მეთოდი აგრეთვე გამოიყენება  იმპოტენციის  სამკურნალოდ. აგზნების  დარღვევების დროს. სადაც შფოთვს ელემენტები ჩართულია.   იმპოტენცია შეიძლება გამოიწვიოს მამაკაცის მხრიდან პენისზე ფოკუსირებამ.  ამ დროს სექს-თერაპევტი  განაწყობს მამაკაცს, რომ დაივიწყოს საკუთარი და პარტნიორის გენიტალიები და აქცენტი გადაიტანოს  პარტნიორის კანზე, სხეულზე, თმებზე, მკერდზე,  პენისთან კონტაქტი ამ დროს „აკრძალულია“ . ასეთ  დროს სექსუალური კავშირი უნდა შედგეს, შეხების, ჩახუტების, კოცნის დონეზე. პარტნიორები უნდა ესაუბრონ ერთმანეთს თავისუფლად ყველაფერზე, აუცილებელია გამოხატონ ემოციები თავისუფლად და ერთმანეთ გაამხნევონ.

ამ თერაპიების ძირითადი მიზანი არის ფოკუსირება შეგრძნებებზე და ის, რომ წყვილმა არ გააკეთოს კონცენტრირება პენისზე და მის დომინანტურ როლზე.