პენისის გადიდების მეთოდები

პენისის გაზრდის მსურველი მამაკაცების რიცხვი ნამდვილად დიდია. მოთხოვნილების გათვალისწინებით პენისის დაგრძელების მეთოდები გამრავალფეროვნდა და დაიხვეწა. საერთო ჯამში არსებული მეთოდები შეიძლება დაიყოს სამ დიდ ჯგუფად: ვაკუუმ მეთოდები, ტრაქციული და ქირურგიული მეთოდები.
პენისის დაგრძელების ვაკუუმ მეთოდი – არაქირურგიული მეთოდია, რომელიც პენისის ხანგრძლივ და თანდათანობით დაგრძელებას გულისხმობს. ეს მეთოდი აგრეთვე ვაკუუმ ტუმბოსა და ჰიპერემიზაციის სახელით არის ცნობილი.

ვაკუუმ ტუმბო არის ხელისაც და კომპიუტერიზებულიც. ამ უკანასკნელის შემთხვევაში პენისი თავსება მილში, სადაც მის ირგვლივ იქმნება უარყოფითი წნევა. ვაკუუმ ტუმბოთი სასქესო ასოს დაგრძელება გათვლილია ერთ წელზე. პირველი 16 კვირა სეანსები ტარდება ყოველდღე, შემდეგ 3 დღეში ერთხელ. თითო სეანსი დაახლოებით 30 წუთი.
შედეგებმა აჩვენა, რომ პაციენტებს, რომლებმაც ზუსტად შეარულეს ინსტრუქცია და ექიმების რეკომენდაციები, პენისი დაუგრძელდათ დაახლოებით 3 სმ-ით 1 წელიწადში. ამასთან ერექციის ხარისხი უცვლელი დარჩა.

პენისის დაგრძელების ტრაქციული მეთოდი – არაინვაზიური და ქსოვილების გაჭიმვაზე დაფუძნებული მეთოდია.თუ ადამიანის სხეული გარკვეულ ნაწილებს (ხელებისა და ფეხების თითები, ყურის ნიჟარებს, ტუჩებს, კისერს და ა.შ) მუდმივად ვამყოფებთ გაჭიმვის მდგომარეობაში, მაშინ აქ არსებული უჯრედები გამრავლებას დაიწყებენ, რითიც გაზრდიან ამ ქსოვილს ზომაში.
არსებობს სპეციალური ხელსაწყოები – ექსტენდერები (ძირითადად სილიკონის), რომლებსაც დაახლოებით 900-1800გ აქვთ წონა. ექსტენდერები ადვილი გამოსაყენებელია და არ ჩანს ტანსაცმელში. იმისათვის, რომ მიღწეული იქნას ეფექტი, ტრაქცია უნდა განხორციელდეს ყოველდღიურად, დღეში 8 საათი, 12-20 კვირის განმავლობაში.
ექსტენდერის გამოყენების დროს შესაძლოა აღინიშნოს მტკივნეულობა. პენისის ზომის მაქსიმალური მატება ექსტენდერის გამოყენების შემდეგ, იყო 2,5-3 სმ.
უნდა აღინიშნოს, რომ ექსტენდერებს მაღალი ეფექტურობა პენისის ქირურგიული დაგრძელების შემდეგ პოსტოპერაციულ პერიოდში გამოყენებისას აქვს.

პენისის დაგრძელების ქირურგიული მეთოდები – პენისი დაგრძელების პირველი ოპერაცია ჩატარდა 1990 წელს ჩინეთშიLong Daochao-ს მიერ. ეს ოპერაცია იყო ლიგამენტოტომია. ამ დროს იკვეთება საკიდი იოგი და  ხდება მღიმოვანის სხეულების მობილიზაცია ფიქსაციის წერტილების შეცვლით.ყველაზე ეფექტური ლიგამენტოტომიისა და ექსტენდერის კომბიაციაა (პოსტოპერაციულ პერიოდში). ამ მეთოდების კომბინირება იძლევა პენისის 2-5 სმ-მდე გადიდებას.
უკანასკნელ წლებში ლიგამენტოტომია დაიხვეწა და იგი ახლა სათესლე პარკის მხრიდან კეთდება. რაც საშუალებას იძლევა ოპერაციის ხანგრძლივობა 1-1,5 სთ-დან 10-15 წუთამდე შემცირდეს. გარდა ამისა, თავიდან აცილებული იქნას, ვინაიდან ბოქვენის მიდამო არ იკვეთება, სათესლე პარკზე განაკვეთი კი ადვილად ხორცდება