ახალი ურთიერთობის ენერგია

dosanddontsახალი ურთიერთობის ენერგია  არის  გონების მდგომარეობა, რომელიც ეუფლება ადამიანს თითქმის ყველა მნიშვნელოვანი სექსუალური და რომანტიული ურთიერთობების დაწყებისას.  ეს განცდებია: ამაღლებული ემოციები, სექსუალური აგზნებადობა და სისავსეობა. ახალი ურთიერთბის ენერგია  აღმოცენდება ურთიერთობის დაწყებისთანავე, თუმცა პიკს აღწევს  მაშინ, როცა ურთიერთბა თანაზიარი ხდება წყვილისთვის და გრძნობების ორმხრივობა იკვეთება.  ახალი ურთიერთობის ენერგია ქრება თვეებთან და/ან წლებთან ერთად.

„ახალი ურთიერთობის ენერგიის“ განცდა ხდება თითქმის ყველა ურთიერთობისას.  ამ ტერმინს განსაკუთრებით იყენებენ ის ადამიანები, ვინც პოლიამორიის მომხრეები არიან, თუმცა ეს განცდა თითქმის არცერთი ადამიანისთვის უცხო არ არის.

ადამიანების ნაწილი იღებს ახალი ურთიერთბებისგან ძლიერ ემოციებს და დადებით განცდებს, თუმცა ინარჩუნებს ძველ ურთიერთობასაც.  ახალი ურთიერთობის ენერგიის იდეა  იდეა და ტერმინი  ეკუთვნის  Zhahai Stewart – ს

ახალი ურთიერთობის ენერგია, როგორც წესი დადებითი  და სასურველი მოვლენაა,  ის  მნიშვნელოვანია შემდგომში ღრმა ემოციური კავშირების ფორმირებისთვის, თუმცა ეს გრძნობა შეიძლება იყოს ძალზედ ხანმოკლე და გარდამავალი.

ახალი ურთიერთობის ენერგიის სინონიმებია: გატაცება, ბრმა სიყვარული, Puppy lovekitten love, calf love . თუმცა ეს სინონიმები უმეტესად გამოიხატება ისეთი განცდების და გრძნობების გამოსახატავად, რომელიც ეუფლებათ უფრო მეტად ბავშვებს და ახალგაზრდებს.