რობოტული ფეტიშიზმი

რობოტული ფეტიშიზმი(ტექნოსექსუალობა), ფეტიშიზმის ერთ-ერთი სახეა, რომლის დროსაც ადამიანს აქვს სექსუალური აქტივობა, მიზიდულობა და სურვილები ჰუმანოიდი რობოტების მიმართ(რობოტების, რომლებიც ადამიანებს გვანან) ან მოქმედებენ როგორც რობოტები იცვამენ რობოტის კოსტუმებს და ზოგჯერ ფანტაზიებითაც კი ოცნებობენ რობოტად ტრანსფორმაციაზე. რობოტული ფეტიშიზმი წააგავს აგალმატოფილიას, რომლის დროსაც ადამიანებს სექსუალური ლტოლვა აქვთ სტატუეტების, მანეკენების, თოჯინების მიმართ ან სურთ ტრანსფორმირდნენ უზრავ სხეულებად.

მიჩნეულია, რომ რობოტული ფეტიშიზმი ანთროპომორფიზმის გამოვლინებაა,  ანუ ადამიანები საკუთარ ადამიანურ თვისებებს და მახასიათებლებს აწერენ  ცხოველებს, უსულო საგნებს და ა.შ.  აგრეთვე რობოტული ფეტიშიზმი, ზოგჯერ განიხილება, როგორც ეროტიული ობიექტიფიკაცია, რაც გულისხმობს სხვა ადამიანის ან საგნის გამოყენებას  მხოლოდ, როგორც ეროტიული  და სექსუალური სიამოვნების წყაროს სახით.

რობოტული ფეტიშიზმის  „მიმდევრებს“ ადამიანებს ზოგჯერ ტექნოსექსუალებსაც უწოდებენ, თუმცა ტექნოსექსუალობა უფრო ფართო ცნებაა და თავისთავში მოიცავს ესთეტიურ სიყვარულს  რობოტების მიმათ,  ზოგჯერ  ეს მდგომარეობა ასოცირებულია ტექნოფილიასთან.

ტექნოსექსუალების სექსუალური სურვილები და ფანტაზიები ძირითადად მიმართულია ანდროიდების მიმართ. ანდროიდები იმ რობოტების ზოგადი სახელია, რომელთაც აქვთ ადამიანის გარეგნობა და მასში მოისაზრება ორივე სქესი.

მსოფლიოში ტექნოლოგიურ მიღწევებთან ერთად იზრდება ტექნოსექსუალების რაოდენობაც, ამასთან იზრდება იმ ანდროიდების და გინოიდების (ქალი რობოტი) რაოდენობაც, რომლითაც მოხიბლულნი და აგზნებული რჩებიან ადამიანები. მაგალითად კორეაში  2003 წელს შეიქმნა მდედრობითი ანდროიდი (გინოიდი)   რომლის სახელი არის  ევა რ-1  მას აქვს ადამიანის გარეგნობა, შეუძლია სახის მუსკულატურით მიმიკების გამოხატვა და მის ლექსიკონში 400 სიტყვამდე შედის.  სიმაღლით 160 სმ-ია და წონა50კგ.

აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ ხშირად ტექნოსექსუალებს არ სურთ პარტნიორებათ სინთეზური პარტნიორები და ძირითადად პარტნიორებად ურჩევნიათ ყავდეთ ადამიანები რობოტების კოსტუმებში გამოწყობილი, რათა საკუთარი სექსუალური სურვილები დაიკმაყოფილონ.