სექსის შემდეგ

პოსკოიტალური (სექსის შემდგომი) ქცევა სქესობრივ ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანია. ქალი კოიტუსის შემდეგ გრძნობს სიამოვნებას, რომლის ინტენსივობა ნელ-ნელა კლებულობს, ამიტომ იგი საჭიროებს ამ დროს სითბოს და საშინელი გაცდა აქვს, თუკი ამ დროს მის პარტნიორს სძინავს.

კოიტუსის შემდეგ ალერსზე უარის თქმა, პრაქტიკულად ნიშნავს, რომ მას არც ქალის ბუნებაზე აქვს წარმოდგენა და არც ტაქტიანი პიროვნებაა. მან არ იცის, რომ სქესობრივი დაკმაყოფილება ქალში იწვევს სულიერი ემოციების ნაკადსა და ჩნდება დამატებითი ალერსის მოთხოვნილება.

ქალს ორგაზმის შემდეგ უჩნდება ალერსის ზღვა პარტნიორი მამაკაცისადმი, რომელიც ვალდებულია (სექსოლოგია ამას მკაცრად უსვამს ხაზს!) უპასუხოს მას იგივე გრძნობით, თუკი მას უყვარს ქალი. იმ მამაკაცთათვის, რომლებიც არ იქცევიან ასე, ქალი დახურული და იდუმალებით მოცული წიგნია.

კოიტუსის შემდგომი ქცევით ადვილია, დადგინდეს ქალი მართლა ძვირფასი და საყვარელია კაცისთვის, თუ მათ ურთიერთობის საფუძველი მხოლოდ ვნებაა.

მამაკაცმა კოიტუსის შემდგომ საყვარელი ქალის მიმართ უნდა გამოიჩინოს დიდი სითბო, ბევრჯერ უნდა გაუმეოროს, რომ უყვარს, რომ ყველაფერი კარგად იქნება.  თუკი ქალი იგზნება პარტნიორის ასეთ ალერსზე, მამაკაცი უნდა მოემზედოს ხელახელი სქესობრივი აქტისათვის. არ შეიძლებაქალს მოექცე, როგორც მხოლოდ სიამოვების მომტან „საგანს“!

სქესობრივი აქტის შემდეგ აუცილებელია სასქესო ორგანოები დაიბანოს წყვილმა. პირადი ჰიგიენის დაცვა სქესობრივ ცხოვრებაში ერთ-ერთ გადამწყვეტ ფაქტორად გვევლინება, ვინაიდან ქალებში ჰიგიენის დაუცველობა უამრავი დაავადების (მაგ, ბაქტერიული ვაგინოზის, სოკოვანი დაავადების და ა.შ.) მიზეზი ხდება, გარდა ამისა მამაკაცის შემთხვევეაში ჰიგიენის უგულებელყოფა იწვევს, აგრეთვე, სოკოვან დაავადებას, ანთებით პროცესებს სასქესო ასოს თავზე და ა.შ.

საყვარელი ქალის მიმართ გამოვლენილი სინაზე და ყურადღება მსუბუქად აღაგზნებს ქალს, ავიწყებს ყველა უსიამოვნებას და სქესობრივი კავშირი ხდება სასურველი.