ფერომონები

ფერომონი (ბერძნ. φέρω – მოტანა + ορμόνη – სიამოვნება) – ორგანიზმის მიერ გამოყოფილი ნივთიერებებია, რომლებიც იზიდავენ საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს. ბუნებრივი ფერომონების უმეტესი ნაწილი გამოიყოფა იღლიის ფოსოსა და ბოქვენის მიდამოში. ფერომენობი განაპირობებენ ყოველი ქალის ინდივიდუალურ სუნს, სუნს რომელიც მხოლოდ მის მამაკაცს იზიდავს.

მეცნიერები თვლიან, რომ ქალი მამაკაცისთვის მეტად მიმზიდველი ოვულაციის პერიოდშია, ანუ იმ პერიოდში, როცა ქალს აქვს დაორსულების მაქსიმალური შანსი.  მამაკაცებს გამომუშავებული აქვთ მექანიზმი, რომელიც საშუალებას აძლევს „იყნოსოს“ ქალის ნაყოფიერი პერიოდი, ანუ მამაკაცის ყნოსვის ორგანოები აღიქვამენ ქალის მიერ ჰორმონების (კერძოდ, ესტროგენების) შემცველობის პიკზე გამოთავისუფლებულ ფერომონებს.

ფერომონების დამათრობელი სურნელი მამაკაცებს ისევე იზიდავთ, როგორც პეპელას იზიდავს ფერადი ყვავილების სურნელი.  გარდა ამ სურნელისა მამაკაცებზე მოქმედებს ვიზუალური სტიმულები, რომლებიც ახლავს ოვულაციას. ეს სტიმულები – გაფართოებული გუგები და აგზნებული სახე – სიყვარულის ფერმენტის ფენილეთილამინითაა  განპირობებული.

მამაკაცის სურვილს აძლიერებს ადრენალინის გამოყოფა თირკმელზედა ჯირკვლის მიერ, რის გამოც კაცს მეტად ეხვევა თავბრუ. ჰორმონების გამოთავისუფლება გრძელდება. მამაკაცის ორგანიზმში იმატებს ტესტოსტერონის დონე, იგი ხდება უფრო თამამი და მხიარული. ქალში კი ამ დროს ესტროგენების გამო იზრდება პარტნიორის ალერსისადმი მგრძნობელობა. პროცესში ერთვებიან თავის ტვინის ნეირომედიატორები. სეროტონინის დონე ეცემა და იხსნება დაძაბულობა, ამასთან სისხლში გადმოდის დოფამინი, რომელიც აძლიერებს სექსუალურ ლტოლვას.

ამ ეტაპზე პროცესში ერთვება ფენილეთილამინი. მისი მოქმედებით არის განპირობებული შეყვარებულობის კლასიკური შეგრძნებები – შინაგანი აჟიტირება, სუნთქვის უკმარისობა, გახშირებული პულსი, პირის სიმშრალე, მადის დაქვეითება, აგზნებულობა, ეიფორია და გრძნობების მოზღვავება.

ფენილეთილამინი ამფეტამინების  მონათესავე ნივთიერებაა. ბუნებრივი სახით ეს ნივთიერება გვხვდება შოკოლადსა და ვარდში.

ბუნებრივი ფერომონები ნადგურდება დეზოდორანტების მიერ და იფარება ტანსაცმლის მიერ. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ „ცივილიზაციის მონაპოვარმა“ დეზოდორანტებმა თანდათან შეამცირეს ადამიანში ფერომონების გამომუშავების უნარი.

ქალის ცხოვრებაში არის პერიოდები, როცა იგი არათუ არ გამოიმუშავებს ფერომონებს, არამედ გამოყოფს საპირისპირო სუნს – რეპელენტებს, შიშის სუნს. ეს არის ორგანიზმის რეაქცია სტრესზე, დაძაბულობაზე, გონებრივი და ფიზიკური გადაღლაზე, კლიმატის შეცვლა, წამლების მიღებასა და ტემპერატურის ცვლილებებზე. ასეთ დროს ქალი ხდება შეუმჩნეველი, კარგავს მიმზიდველობასა და მომხიბლაობას.

ერთადერთი საშუალება ამ შემთხვევეში ფერომენების შემცველი სუნამოების ხმარებაა, რაც ნაწილობრივ შეავსებს დანაკლისს. ქალს გამოუკეთდება ხასიათი, თავს მხნედ და ლაღად იგრძნობს, შესაბამისად, ირგვლივყოფების ყურადღებასა და მოწონებასაც დაიმსახურებს.