ვაგინიზმი

ვაგინიზმი საშოსა და მცირე მენჯის ღრუს კუნთების კრუნჩხვითი შეკუმშვები, რაც ხელს უშლის სასქესო ასოს საშოში შეყვანას.

ზოგიერთ შემთხვევაში ვაგინიზმი წარმოიშობა ძალადობის, მტკივნეული დეფლორაციის, დეფლორაციის მცდელობის დროს პარტნიორის უხეში ქცევის შედეგად. თუმცა კი, უხშირესად ვაგინიზმის მიზეზი არის მამაკაცის არადამაჯერებელი ქცევისა და ცოლის ხასიათის თავისებურებების (ბუტიაობა, მუდმივად განგაშის შეგრძნება, ემოციური არადმგრადობა და ა.შ.) შედეგად. ამასთან პაციენტი ქალების უმრავლესობას ანამნეზში აღენიშნება ბავშვობაში რაღაცის შიში, მაგ, ტკივილის, სიბნელის, წყლის, სიმაღლის და ა.შ.

გარკვეულ პაციენტებს ვაგინიზმის კლინიკასთან ერთად აღენიშნებათ ძილის დარღვევები, დისმორფოფობია (სხეულის ერთიანობის დარღვევის შიში) და პერიოდული დეპრესია.

ქალები ვაგინიზმით საკუთარ სქესობრივ პარტნიორებს ახასიათებენ, როგორც იდელურებს, მზრუნველებს, მოსიყვარულეებს, ტაქტიანებს, დამთმობებსა და მორჩილებს.

ასეთ ქალებს ხშირად აქვთ ვირგოგამია, ანუ „ქალიშვილური ქორწინება“, ანუ ქალი ქორწინებიდან დიდი ხნის მანძილზე რჩებიან ქალიშვილებად, შესაძლოა, წლებიც.

ვაგინიზმი სქესობრივი ცხოვრების დასაწყისშივე იჩენს თავს. გარკვეულ შემთხვევაში ვითარდება მოულოდნელად, მტკივნეული დეფლორაციის მომენტში. შემდგომში ვაგინიზმი აღინიშნება გინეკოლოგიური გამოკვლევის დროს.

ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაში ვაგინიზმი უამრავ პრობლემას ქმნის. ამ დროს წყვილის სექსუალური ადაპტირება ხდება პეტინგის, ან ვესტიბულური კოიტუსის (სასქესო ასოს შეყვანა ხდება საშოს კარიბჭემდე)  დონეზე ხდება.

არ არის გამორიცხული, რომ ასეთმა ქალმა განიცადოს ორგაზმი (კლიტორული).

ვაგინიზმი განსხვავებული უნდა იქნას ფსევდოვაგინიზმისაგან , როცა საშოსა და მცირე მენჯის ღრუს კუნთების მტკივნეული შეკუმშვები ვითარდება სასქესო სისტემის ანომალიებისა და სხვადასხვა დაავადებების გამო (მაგ, განვითარების ანომალიები, კოლპიტი, ანთებითი და სხვა გინეკოლიგიური დაავადებების დროს, რომლებიც კოიტუსს მეტად მტკივნეულს ხდიან).

გარდა ამისა, ვაგინიზმი აუცილებლად უნდა განვასხვავოთ კოიტოფობიისაგან – სქესობრივი აქტის შიში, რაც შეუძლებელს ხდის ვაგინალურ სექსს და ვითარდება საშოსა და მცირე მენჯის ღრუს კუნთების კრუნჩხვითი შეკუმშვები.

ვაგინიზმის მოსაზღვრე მდგომარეობა ვითარდება ქალისა და მამაკაცის მხრიდან სასქესო ორგანოების ანატომიის უცოდინრობით გამოწვეული არასწორი მოპყრობა. ასეთ შემთხვევაში საკმარისია მედიკოსის ერთჯერადი ჩარევა, რაც სქესობრივ ფუნქციებს აღადგენს.

ვაგინიზმის მკურნალობა ექიმისგანაც მოითხოვს დიდ მოთმინებას. დაუშვებელია მკურნალობის მიზნით გამოყენებული იანას პრიმიტიული ფსიქოთერაპია მოწოდებებითა და დაცინვით. ამ დროს პაციენტს სჭირდება მხრდამჭერი ფსიქოთერაპია, შიშის დაძლევისათვის ინიშნება ტრანკვილიზატორები, მაგ, ფენაზეპამი. განსაკუთრებულ შემთხვევაში, მკვეთრად გამოხატული ვაგინიზმისა და კოიტოფობის დროს, საჭირო ხდება ქირურგიული გზით დეფლორაცია.

ფსიქოპათოლოგიური სიმპტომატიკის არსებობისას ინიშნება ნეიროლეპტიკები და ანტიდეპრესანტები 2-3 კვირის განმავლობაში დოზის შემცირებით. ამავდროულად საჭიროა ტკივილგამაყუჩებლის დანიშვნა ვაგინალური კრემებისა და მაზების სახით.