მამოპლასტიკა და სექსუალური ცხოვრება

გამოკითხვამ, რომელშიც ათასამდე ქალი მონაწილეობდა, აჩვენა, რომ მკერდის იმპლანტები არსებითად ცვლიან ქალების სექსუალურ ცხოვრებას. ქალების უმრავლესობას ცხოვრების ამა თუ იმ ეტაპზე აინტერესებს, როგორია იმპლანტების ქონა. საიტმა Realself.com-მა ჩაატარა გამოკითხვა: „აუმჯობესებენ თუ არა მკერდის იმპლანტები ქალის სექსუალრ ცხოვრებას?“. პასუხის მისაღებად მათ გამოკითხეს ქალები, რომლებმა გაიკეთეს მამოპლასტიკა და აღმოაჩინეს:

  • გამოკითხულთა 60% თქვა, რომ სექსი გაცილებით უფრო ხშირად აქვთ პლატიკის მერე და მხოლოდ 5% განაცხადა, რომ სექსის სიშხირე შემცირდა მის ცხოვრებაში;
  • გამოკითხულთა 70% თქვა, რომ იმპლანტების ჩადგმის შემდეგ სექსუალური სიამოვნების მიღება გაადვილდა;
  • 10 ბალიანი სისტემით ქალების 30% მამოპლასტიკის შემდეგ სექსით მიღებული სიამოვნება 4 ბალით მეტად შეაფასა;
  • 10-დან 8 ქალის აზრით, მკერდის გადიდება ნამდვილად ღირდა.

ქალების მხრიდან გამოხატული დამოკიდებულება მკაცრად სუბიექტურია, თუმცა სიამოვნების მიღებაც ხომ სუბიექტურია?!

ქალისთვის სიამოვნების მისაღებად აუცილებელია, რომ თავს სრულფასოვნად გრძნობდეს და სექსის დროს არ ჰქონდეს არანაირი კომპლექსი. შესაბამისად, მკერდის გადიდება ქალების დიდი ნაწილს სჭირდება თვითშეფასებისთვის, რაც თავის მხრივ განაპირობებს სექსში თავდაჯერებულობას და სიამოვნების მიღებას.

ამერიკის ესთეტიური პლასტიკური ქირურგიის საზოგადოების მონაცემებით 2011 წელს ამერიკაში გაკეთდა 315,000 მამოპლასტიკა, მაშინ როცა ეს მაჩვენებელი 1995 წელს 100,000 იყო.