საშოს ლუბრიკაცია

ვაგინალური ლუბრიკაცია არის ლორწოვანი სითხე, რომელიც ბუნებრივად გამომუშავდება და გამოიყოფა საშოდან. ვაგინალური ლუბრიკაცია აუცილებელია საშოში ნოტიო გარემოს შესანარჩუნებლად, შესაბამისად ლუბრიკანტი(ზეთოვანი სითხე)  გამოიყოფა ყოველთვის, თუმცა ძლიერდება გარკვეულ შემთხვევებში,  უპირატესად ეს ხდება სექსუალური აგზნების დროს, რადგან ლუბრიკაციის გარეშე სქესობრივი აქტი შესაძლებელია იყოს მტკივნეული. ამიტომ, თუ ბუნებრივი ლუბრიკაცია არ არის საკმარისი, ხმარობენ ხელოვნურ ლუბრიკანტებს სექსუალური.

ლუბრიკაციის მიზეზი არის საშოს კედლებიდან პლაზმის გამოჟონვა, ამას ემატება ბართოლინის ჯირკვლების(ვაგინის შესავლის ქვევით მარცხნივ და მარჯვნივ მდებარეობენ) მიერ გამომუშავებული სეკრეტი  და ხდება ბუნებრივი ვაგინალური სეკრეტის შექმნა.

თუ ვაგინის დატენიანება არ ხდება საკმარისათ, ამ მდგომარეობას ეძახიან ვაგინალურ სიმშრალეს.

საშოს ლუბრიკანტის შემადგენლობა შემდეგია: წყალი, პირიდინი, squalane.(არის ცხიმოვანი ბუნების, მონაწილეობს ქოლესტერინის და სტეროიდული ჰორმონების სინთეზში), ურეა, რძის მჟავა, ალკოჰოლი და გლიკოლი, კეტონები და ალდეჰიდები,  მისი შემადგენლობა, ფერი, კონსისტენცია, სუნი დამოკიდებულია სექსუალურ აგზნებაზე, მენსტრუალური ციკლის ფაზაზე,  ინფექციის არსებობა-არარსებობაზე, წამლებზე, გენეტიკურ ფაქტორებზე, კვებაზე.

ვაგინალური სეკრეტი(გამონადენი)  არის მცირედ მჟავე ბუნების, ხოლო სხვადასხვა სქესორივი გზით გადამდები ინფექციების არსებობისას ხდება უფრო მჟავე ბუნების. ვაგინალური სეკრეტის საშუალო pH არის 3,8-4,5 მაშინ როცა სპერმის pH არის 7,2-8,0 (ნეიტრალური ნივთიერების pH არის 7,0 )

საშოს სიმშრალე- მ შეიძლება გამოიწვიოს დისპარეუნია (ტკივილის სექსუალური აქტის დროს). საშოს სიმშრალე სექსუალური აგზნების დარღვერვის ერთ-ერთ ნიშნად არის მიჩნეული. საშოს სიმშრალე განსაკუთრებით გამოხატულია წინდაცვეთილ მამაკაცთან სექსუალური აქტის დროს.  სიმშრალე შესაძლებელია გამოწვეული იყოს არასაკმარისი აგზნებით, ჰორმონული მდგომარეობით, მაგ. ორსულობა, მენოპაუზა,  ძუძუთი კვება. საშოს კანის. სექსის მიმართ შიში და შფოთვა,   სხვადასხვა გამღიზიანებლებმა შეიძლება გამოიწვიონ საშოს სიმშრალე.

ლუბრიკაციას ამცირებენ: ანტიჰისტამინურები და კიდევ ზოგი  სხვა წამალი, ლაქტაცია, ორსულობა, მენოპაუზა, ასაკი. ანტიქოლინერგულებმა, სიმპატომიმეტურებმა, აგრეთვე ალერგიის , გულსისხლძარღვთა, ფსიქიატრიული  დაავადებების  სამკურნალო საშუალებებმა შეიძლება გამოიწვიონ საშოს ლორწოვანის სიმშრალე.

ორალურმა კონტრაცეპტივებმა შეიძლება გაზარდონ, ან შეამცირონ საშოს ლუბრიკაცია.

ასაკში ქალების ლუბრიკაცია უფრო მცირდება ეს დაკავშირებულია ესტროგენების დონის შემცირებასთან.