სექს-ტრავმები

სექსის დროს ტრავმები ძალიან ხშირია. მსოფლიოს წყვილები სექსუალური ექსპერიმენტების დროს დაახლოებით 350 მილიონი დოლარის ზარალს აყენებენ.

მათი მესამედი სექსის დროს რაიმეს იტეხს, 10% კი სადაზღვევო კომპანიებს უყენებენ პრეტენზიებს ზარალის (ლარნაკების, სანათების, საწოლების და ა.შ. დამტვრევის გამო) ანაზღაურებაზე.

გამოუცდელობისა თუ მოჭარბებული ვნებების გამო ქალები და მამაკაცები საკუთარ თავს სხვადასხვა ხარისხის ზიანს აყენებენ: 41% ხალიჩაზე სექსის დროს იღებს დამწვრობას, 30% იზიანებს ზურგს, ხოლო 12% უვითარდება კოჭისა და მაჯის სახსრებში ამოვარდნილობა.

სექსუალური თავგადასავლების დროს მიღებული ტრავმების Top-10 ასე გამოიყურება:

  1. დამწვრობა ხალიჩაზე სექსის დროს;
  2. დაჭიმული ზურგი;
  3. მაჯის ამოვარდნილობა;
  4. კოჭის ამოვარდნილობა;
  5. სათესლე პარკების დაზიანება, სილურჯეების გაჩენით;
  6. ფეხების დაზიანება სილურჯეების გაჩენით;
  7. ნაკაწრები იდაყვზე;
  8. ნაკაწრები ზურგზე;
  9. თავზე კოპი;
  10. კიდურების მოტეხილობები