საშოდან გამონადენის დიაგნოსტირება

ქალის საშოში არის მჟავა გარემო იმისთვის, რომ ამ გარემომ ხელი შეუშალოს ინფექციების განვითარებას. როცა ქალი ჯანმრთელია, მისი საშოდან გამოიყოფა ფიზიოლოგიური გამონადენი, რომელიც არის საშოში და მასთან ახლოს მდებარე ჯირკვლების სეკრეტი. ეს სეკრეტი ხელს უწყობს უკვე ჩამოფცქვნილი ეპითეილუმის უჯრედების გარემოში გამოტანას.

გარდა ფიზიოლოგიური გამონადენისა არსებობს პათოლოგიური გამონადენიც, რომელიც სხვადასხვა ინფექციის დროს განსხვავებულია. იმისთვის, რომ ფიზიოლოგია გავარჩიოთ პათოლოგიისგან, ქალმა უნდა იცოდეს რამდენიმე ნაბიჯიანი მიდგომა.

ნაბიჯი 1-ლი: როგორია ნორმალური გამონადენი?!

* ნორმალური გამონადენი არის გამჭვირვალე (ოდნავ მოთეთრო), ლორწოვანი და უსუნო;

* შეიძლება იყოს მოთეთრო ლაქების ან ბოჭკოების სახის.

ნაბიჯი მე-2: რა იწვევს პათოლოგიურ გამონადენს?

* ყველა ის გარემოება, რომელიც იწვევს საშოში pH ცვლილებას, იწვევს ინფექციებს;

* pH ცვლის: ანტიბიოტიკები, ინტიმ-გელები, შხაპის გელები, ორსულობა, შაქრიანი დიაბეტი და რიგი ინფექციები.

ნაბიჯი მე-3: განგაშის ზარი უნდა ჩამოიკრას, თუკი

* მნიშვნელოვნად მოიმატა ნორმალური გამონადენის რაოდენობამ;
* გამონადენს ურევია სისხლი;
* გამონადენი არის ხაჭოსებრი;
* გამონადენის ფერი, კონსისტენცია ან სუნი შეიცვალა;
* ქალს გარდა გამონადენისა აღენიშნება გამონაყარი, სიწითლე ან/და ქავილი;
* შარდვის დროს წვა;
* მძაფრი უსიამოვნო სუნი.
ნაბიჯი მე4 – ჭკვიანი ქალი ყველა საეჭვო შემთხვევაში მიმართავს სპეციალისტს!!!