ასექსუალობა

ასექსუალობა ფართო ცნებაა, რომლელიც გულისხმობს ადამიანში სექსუალური სურვილის, ინტერესის და აქტივობის არარსებობას. ასექსუალობა საშუალოდ გავრცელებულია პოპულაციის 1%-ში. ასექსუალობის ცნება განსხვავებულია სექსისგან თავშეკავებისგან, რადგან სექსუალურ თავშეკავებას მრავალი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, ძირითადად რელიგიური, ხოლო იმ ადამიანებს რომლებიც მიმარავენ სექსუალურ თავშეკავებას (აბსტინენცია), უმრავლეს შემთხვევაში აქვთ სექსუალური ლტოლვა და ინტერესი საპირისპირო ან საკუთარი სქესის მიმართ, ხოლო ასექსუალებს არ აქვთ სქესობრივი აქტივობის სურვილი, თუმცა შეიძლება ჰქონდეს სექსუალური ქცევა (სურვილის საწინააღმდეგოდ).

სექსოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებლის ალფრედ კინსის მიხედვით, ასექსუალობა შეფასებულ იქნა, როგორც სექსუალური ორიენტაციის არქონა. თავის შკალაში ადამიანები დაჰყო კატეგორიებად 0-დან 6-მდე. 0-იყო აბსოლიტური ჰეტეროსექსუალი 6 -აბსოლიტური ჰომოსექსუალი, მათ შორის კომბინირებული ვარიანტები, მან X-ით აღნიშნა ასექსუალები და მისი კვლევების მიხედვით მამაკაცების 1,5 % ასექსუალი იყო, ხოლო ქალები შედარებით მეტი რაოდენობით. თუმცა არსებობს განსხვავებული კვლევები და განსხვავებული შედეგების ფართო ვარიაცია.

ასექსუალებს არ გააჩნიათ სექსუალური ლტოლვა, თუმცა შეიძლება ჰქონდეთ რომანტიული ურთიერთობები და შეეძლოთ მათგან სიამოვნების მიღება. რომანტიული ურთიერთობები შეიძლება იყოს შემდეგი სახეების:

არომანტიული: ასეთ შემთხვევებში ადამიანს არ აქვს რომანტიული ურთიერთობების სურვილი.

ბირომანტიული: როდესაც ადამიანს რომანტიული ურთიერთობები აქვს ორივე სქესთან.

ჰეტერორომანტიული: ურთიერთობა საწინააღმდეგო სქესთან.

ჰომორომანტიული : ურთიერთობა მსგავს სქესთან.

პანრომანტიული : ურთიერთბა ნებისმიერ სქესთან.

ტრანსრომანტიული: ურთიერთობა ინტერსექსუალ ადამიანებთან.

პოლირომანტიული: ურთიერთობა ერთზე მეტ სქესთან, ბირომანტიულისგან განსხვავდება იმით, რომ ასეთ ადამიანებს არ მიაჩნიათ, რომ მხოლოდ ორი სქესი არსებობს.

დემირომანტიული: ურთიერთობა ვითარდება მას შემდეგ, რაც ადამიანი დაამყარებს მეორე ადამიანთან მჭიდრო ემოციურ კავშირს.

უკანასკნელ პერიოდში ასექსუალთა საზოგადოებები გააქტიურდნენ, ძირითადად სოციალური ქსელებსის საშუალებებით, მათი მოქმედების ძირითადი მიზანია ასექსუალობა დამკვიდრდეს, როგორც ცალკეული სქესის იდენტურობა. აშშ- ში ასექსუალები „დაცულ კლასში“ შედიან, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მათ იცავს აშშ-ს ანტი-დისკრიმინაციული კანონი.

რელიგიური ხედვა

ქრისტიანული რელიგიის მიხედვით, სექსუალური თავშეკავება სულიერების მნიშვნელოვანი ელემენტია და ბევრი ქრისტიანი მიმართავს მას. რელიგიური ხედვით მნიშვნელოვანია, როგორც სექსუალური ქცევის ასევე სექსუალური სურვილების და ყველანაირი სექსუალური აქტივობის აკრძელვა. ამ ხედვის გასამართლებლად ქრისტიანები იყენებენ არგუმენტად ახალ აღთქმას მათეს სახარება 19:12, სადაც წერია, რომ არსებობენ ბუნებით საჭურისები, ადამიანების მიერ დასაჭურისებულები და ისეთები, რომელთაც სასუფევლისთვის დაისაჭურისეს თავი. თუმცა ნაწილი უწევს ამ აზრს წინააღმდეგობას ისევ სახარების მიხედვით მარკოზი 10:6-9 და მათე 19:1-10, სადაც ქრისტე ამბობს, რომ ღმერთმა ადამიანი შექმნა ქალად და კაცად, კაცი განშორდება მის მამას და ოჯახს და იქნება ქალთან, და იქნებიან ისინი ერთ სულ და ერთ ხორც, ხოლო რაც ღმერთმა შეაერთა კაცმა ნუ განაშოროს. შესაბამისად ეს იდეა უარჰყოფს ასექსუალიზმის გამოწვევას ძალით, რელიგიური მიზნებისთვის.

ისლამი ცნობს ასექსუალიზმს, თუმცა მას არ აქვს სპეციფიური სახელი. იქ ადამიანის სქესობრივ ცხოვრებას განსაზღვრავს ქორწინების წესი, რომლის მიხედვითაც ადამიანი არ უნდა დაქორწინდეს, თუ არ შეუძლია ოჯახის და ცოლის შენახვა, რჩენა და შენარჩუნება. თუ არ აქვს სექსუალური ლტოლვა ან არ მოსწონს (არ უნდა) ბავშვები. არ უნდა დაქორწინდეს თუ თვლის, რომ ქორწინება უარყოფით გავლენას იქონიებს მის რელიგიურ ცხოვრებაზე. არ უნდა დაქორწინდეს თუ იცის ის მიზეზები, რომლის შედეგადაც მისი მომავალი მეუღლე ვერ შეძლებს ცოლის მოვალეობების შესრულებას. ისლამი უკრძალავს მის მიმდევრებს ქორწინების შედეგად მიღებული უფლება მოვალეობების არ შესრულებას. შესაბამისად ისლამის მიხედვით თუ ადამიანმა იცის, რომ ასექსუალია, იგი არ უნდა დაქორწინდეს, რადგან ვერ შეძლებს „ცოლ-ქმრული“ მოვალეობის შესრულებას.