მენსტრუალური ციკლის დარღვევები

მენსტრუალური ციკლი ქალის ორგანიზმში მიმდინარე ფიზიოლოგიური პროცესია, რომელის ხანგრძლივობა საშუალოდ 28 დღეა, ციკლის განმავლობაში ხდება ფოლიკულის მომწიფება, ოვულაცია, და მენსტრუაცია (ფიზიოლოგიური სისხლდენა).

მენსტრუალური ციკლი შეიძლება დაირღვეს სხვადასხვანაირად, შესაბამისად სიმპტომებიც და შედეგებიც განსხვავებული აქვს ყოველ დარღვევას:

ჰიპომენსტრუაციული სინდრომი მოიცავს შემდეგ მდგომარეობებს:

– ჰიპომენორეა – მენსტრუაციული სისხლის რაოდენობის შემცირება მისი

ყოველდღიური მოცულობის შემცირების ხარჯზე (10-50 მლ);

– ოლიგომენორეა – იშვიათი მენსტრუაციები (4-7 მენსტრუაცია წელიწადში);

– ოპსომენორეა – მენსტრუაციის ხანგრძლივობის შემცირება (1-2 დღე).

ჰიპერმენსტრუაციული სინდრომი – მოიცავს შემდგომ მდგომარეობებს:

– ჰიპერმენორეა – მენსტრუაციული სისხლის რაოდენობის მომატება (მისი ყოველდღიური მოცულობის გაზრდის ხარჯზე (200 მლ-ზე მეტი);
– პოლიმენორეა – ხშირი ციკლური სისხლისდენები 20 დღეზე ნაკლები ინტერვალებით ან საწყისზე ხშირი მენსტრუაციები;
– პროიმენორეა – გახანგრძლივებული მენსტრუაციები (7 დღეზე მეტი ან
საწყისზე უფრო ხანგრძლივი);

– მენორაგია – ციკლური ხასიათის ჭარბი, გახანგრძლივებული მენსტრუაციები;

– მეტრორაგია – აციკლური, მენსტრუაციისმსგავსი სისხლიანი გამონადენი საშვილოსნოდან, გარკვეული ინტერვალების გარეშე;
– ოვულაციური დარღვევები – დარღვევები, ოვულაციის ფონზე;
– ანოვულაციური დარღვევები – დარღვევები, რომელთაც ადგილი აქვს მაშინ, როდესაც არ ხდება ოვულაცია;

– დისმენორეა (ალგომენორეა, ალგოდისმენორეა) – მტკივნეული მენსტრუაცია;
– ამენორეა – მენსტრუაციის არარსებობა 6 თვის ან მეტი ხნის განმავლობაში.