ერთგულების ქამარი

ერთგულების ქამარი, ვენეციური გისოსი – ხელსაწყო, რომელიც მექნიკურად წყვეტს სქესობრივ აქტს. ზოგიერთი სახის ქამარი მასტურბაცისაც კი უშლის ხელს.

ისტორიები გმირებზე, რომლებიც ომში მიდიოდნენ და ერთგულების ქამარს უკეთდებდნენ ცოლს, ან შეყვარებულს, მარალი ალბათობით გამოგონილია. მსგავსი ქამრების შეუა საუკუნეებში გამოყენების არანაირი დასტური არ არსებობს. გარდა ამისა, ამ ქამრის ტარება რამდენიმე დღეზე მეტხანს წარმოუდგენელია: მეტალის ხახუნი კანსა და სასირცხვო ბაგეებზე, ამას ემატება არაგიგიენური გარემო შიგ არსებული დაბინძურების გამო, გამოიწვევდა ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს.

ერთგულების ქამრები პირველად ნახსენებია სიმღერებსა და პოემებში დაახლოებით XII საუკუნეში. თუმცა ეს ყველაფერი უფრო მეტაფორაა პოეზიაში გამოყენებული, ვიდრე სიმართლე.

პირველი სერიოზული წყარო, სადაც ერთგულების ქამარია ნახსენები, თარიღდება XV საუკუნით. კონრად კიეზერ ეიხშტეტის წიგნში „Bellifortis“ (1405 წ. 24 აგვისტო წიგნის დასრულების თარიღი) ნაჩვენების ილუსტრაციები კომენტარით: „ეს არის მძიმე რკინის ქამარი, რომელიც უკეთიათ ფლორენციელ ქალებს“. ტექსტში მოხსენიებულია აგრეთვე სხვა იტალიური ქალაქები – რომი, ვენეცია, მილანი, ბერგამო – ადგილები, სადაც წარმოებენ ერთგულების ქამრებს. თუმცა ეს ინფორმაცია ჭეშმარიტებაა თუ ავტორის გამოგონილი, არ არის ცნობილი. არ არის გამორიცხული, რომ სახლს გარეთ ერთგულების ქამარი ქალებს იცავდა გაუპატიურებისგან.

ჩვენამდე მოღწეული პირველი ქამარი თარიღდება XVI საუკუნით, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, არის აღმოჩენილი XVI საუკუნის ქალის საფლავი, რომელსაც უკეთია ერთგულების ქამარი. სწორედ ამ საუკუნეში დაიწყო მათი მასიური წარმოება.

ვიქტორიანულ ინგლისში პირველად გამოიგონეს ერთგულების ქამარი მამაკაცებისთვის. ისინი გამოიყენებოდა იმისთვის, რომ ვაჟებისთვის ხელი შეეშალათ მასტურბაციაში. მაშინ სამედიცინო ცოდნის დეფიციტის გამო ითვლებოდა, რომ ონანიზმი იწვევს სიბრმავეს, სიგიჟეს, უეცარ სიკვდილს, ხელისგულებზე თმის ზრდას და ა.შ.

XX საუკუნეში გამოჩნდა უჟანგავი ლითონის ქამრები, რომელთა ტარება შესაძლებელი იყო შედარებით მეტხანს.

დღეს ერთგულების ქამრები ორივე სქესისთვის გამოიყენება როგორც ფეტიშის საგანი ბდსმ საზოგადოებაში.