ჰიპერპოლიმენორეა

ჰიპერპოლიმენორეა – მენსტრუალური ციკლის დარღვევათაგან ერთ ერთია, რომელიც სახიათდება მენსტრუაციის დროს სისხლდენის გაძლიერებითა და გახანგრძლივებით. ამ მდგომარეობის მიზეზი შეიძლება გახდეს ნებისმიერი პათოლოგიური პროცესი საშვილოსნოში, რომელიც განაპირობებს საშვილოსნოს კუმშვადუნარიანობის დაქვეითებას, აგრეთვე განაპირობებს საშვილოსნოს ფუნქციური შრის ზრდასა და ჩამოფცქვნას. მენსტრუაციათშორისი პერიოდი მოკლდება 14-20 დღემდე, მაშინ როცა ნორმაში 21-35 დღეა. საფრთხე ამ დროს არის სისხლის დიდი რაოდენობით დაკარგვის გამო ქალის ორგანიზმის დასუსტება და რკინადეფიციტური ანემიის განვითარება.

მენსტრუალურური სისხლდენის ხანგრძლივობის მატება შეიძლება გამოიწვიოს საკვერცხეების დისფუნქციამ, ადენომიოზმა, ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზიამ, საშვილოსნოს პოლიპებმა და სიმსივნეებმა, მათ შორის მიომამ, ქრონიკულმა ინფექციურმა პროცესებმა და რიგმა გინეკოლოგიურმა პრობლემებმა. ზოგჯერ პათოლოგიის მიზეზი შეიძლება გახდეს ჰორმონალური დისბალანსმა, რომერლთა მიზეზიც ხდება ჯირკვლოვანი პათოლოგიები. არც ისე იშვიათად ჰიპერპოლიმენორეა არის საშვილოსნოსშიდა სპირალის გამოყენების შედეგი. გარდა ზემოთ ცამოთვლილი მიზეზებისა ჰიპერპოლიმენორეას იწვევს ძლიერი ფსიქოლოგიური ტრავმები და ნერვული სტრესი.

ძლიერი და გახანგრძლივებული მენსტრუალური სისხლდენა გამოწვეულია ესგტროგენების მოჭარბებული გამოყოფით პროგესტერონის შემცირებული დონის ფონზე. პროგესტრეონის უკმარისობა იწვევს ენდომეტრიუმის ფუნქციური შრის აცლის პროცესის გაწელვას.

დიაგნოსტირებისთვის აუცილებელია კომპლექსური სამედიცინო გამოკვლევა (გინეკოლოგიური გამოკვლევ, მცირე მენჯის ღრუს ულტრაბგერითი კვლევა, ჰორმონებზე ლაორატორიული ანალიზი, საშვილოსნოს ფუნქციური შრის მდგომარეობის შემოწმება ჰისპეროსკოპიით, თურქული კეხის გინეკოლოგიური გამოკვლევა და ა.შ). გამოკლევების სქემას ადგენს ექიმი პაციენტის მდგომარეობის გათვალისწინებით.

ეს მდგომარეობა შეიძლება აღინიშოს მონოფაზური ან ორფაზიანი მენსტრუალური ციკლის დროს. უკანასკნელში, ერთი ფაზა შედარებით ხანგრძლივია ნორმასთან შედარებით. თუ დამოკლებულია პირველი ფაზა, მაშინ ესტროგენების დონე სისხლში იმატებს საჭირო დროზე რამდენიმე დღით ადრე. ფუნქციური დიაგნოსტიკის შედეგები აჩვენებენ ბაზალური ტემპერატურის ნაადრევად მატებას. თუმცა ჰიპერპოლიმენორეის დროს დამოკლებული ძირითადად მენსტრუაციის მეორე ფაზაა.

მკურნალობის ხასიათი დამოკიდებულია განვიტარებულ პათოლოგიაზე. როგორც წესი, ძირიტადი დაავადების მკურნალობა განაპირობებს რაღაც პერიოდის შემდეგ მენსტრუალური ციკლის დარეგულირებას. ძლიერი სისხლდანაკარგის კუთხით მნიშვნელოვანია ჰემოგლობინის დონის კონტროლი, რკინის შემცველი პროდუქტების მიღება, В და С ჯგუფის ვიტამინების მიღება.