ბართოლინიტი

ბართოლინიტი ბართოლინის ჯირკკვლების ანთებაა. იგი ვითარდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ჯირკვალში ხვდება რაიმე ინფექცია. გამომწვევი აგენტი ჯირკვალში ხვდება გამომტანი სადინრიდან. ხვდებიან რა მიკრობები ბართოლინის ჯირკვლებში, აქტიურად მრავლდებიან, რაც იწვევს ანთებას და ზოგჯერ დაჩირქებასაც კი.

ბართოლინიტი დაუყოვნებლივ ვითარდება შემდეგი დაავადებების დროს:

  • გონორეა;
  • ტრიქომონიაზი;
  • ქლამიდიოზი;
  • ინტიმური ჰიგიენის არასწორი დაცვით განვითარებული კანდიზოზი.

ბართოლინიტის სიმპტომები:

  • სასირცხვო ბაგეების ზომაში მატება და სიწითლე;
  • მტკივნეულობა შეწითლებულ უბანზე. ბართოლინიტის ადრეულ სტადიაზე ტკივილი არ არის გამოხატული, დაავადების პროგრესირებასთან ერთად ხდება ტკივილის გამკვეთრება;
  • სხეულის ტემპერატურის მატება. ეს სიმპტომი ვითარდება ჩირქოვანი ბართოლინიტის დროს, როცა ტკივილი ძალიან შემაწუხებელია;
  • აბსცესის (დაჩირქებული ჯირკვლის) გახსნის შემდეგ ჩირქოვანი გამონადენის არსებობა;
  • იმის გამო, რომ ბართოლინი უხშირესად ახლავს სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებს, შესაძლოა გამოხატული იყოს გამონადენი საშოდან, ქავილითა და სიწითლით გარეთა სასქესო ორგანოებზე.

თუკი ბართოლინიტი გადავიდა ქრონიკულ ფორმაში, ის მიმდინარეობს შეუმჩნევლად და მხოლოდ პერიოდულად აღინიშნება ჩირქიანი გამონადენი, ტკივილი და ტემპერატურის მატება ამ დროს არ აღინიშნება.

მკურნალობა

ამ დაავადების დიაგნოსტირებას მხოლოდ 5 წთ სჭირდება, თუმცა მისი მკურნალობა მოიცავს რიგ სირთულეებს, მათ შორის ანტიბიოტიკებისათვის ჯირვლის ცუდი მისაწვდომობა.

ბართოლინიტის სრული განკურნება საჭიროებს დროს და დაავადების სტადიაზე.

ბართოლინიტის მკურნალობის დროს გამოიყენება შემდეგი მეთოდები:

  • წოლითი რეჟიმის დაცვა;
  • სქესობრივი ცხოვრებისგან თავშეკავება;
  • ყინული ანთებად უბანზე;
  • ანტიბაქტერიული თერაპია ამა თუ იმ ჯგუფის პრეპარატებით (ცეფალოსპირინები, პენიცილინის ჯგუფი, ფტოექინოლონები, იმიდაზოლის ჯგუფი);
  • ანტიანთებითი ადგილობრივი თერაპია. ვიშნევსკის მალამოს, იქტიოლის მალამოს, ან ლევომიცეტინის მალამოს კომპრესები. გამოიყენება აგრეთვე ქლორჰექსიდონის ან მირამიცინის ხსნარებს.

ექიმისთვის გვიან მიმართვის, ან დაავადების სწრაფი პროგრესირების შემთხვევაში საჭირო ხდება ქირურგიული ჩარევა.

ბართოლინიის ქირურგიული მკურნალობა

ბართოლინის ჯირკვლის ანთებითი კისტის მკურნალობაში გამოიყენება ორი მეთოდი:

  1. მარსუპიალიზაცია – ჩირქით სავსე კისტის ღრუს გახსნა და ჭრილობის კიდეების კანისთვის მიკერება, ასე იქმნება გარეთა ხვრელი. შემდეგ იდგმება დრენაჟი, ან კათეტერი შიგთავსის გამოთავისუფლებისთვის. ბოლოს ვიწროვდება ფორმირებული გარეთა ხვრელი და კეთდება ახალი გამომტანი სადინარი;
  2. ექსტრიპაცია – დაავადების რეციდივის შემთხვევაშ ტარდება ბართოლინის ჯირკვლების ექსტრიპაცია, ანუ მოღება. მცირე სასირცხვო ბაგის შიგნითა ზედაპირზე კეთდება განაკვეთი და სკალპელით შორდება ბართოლინის ჯირკვლები. შემდეგ ედება კვანძოვანი ნაკერი კეტგუტის ძაფით.

ბართოლინიტის სრული განკურნებისთვის აუცილებელია სქესობრივი თავშეკავება, თანამდევი ინფექციების აღმოფხვრა, რომ არ მოხდეს დაავადების ხელახლა განვიტარება.

ოპერაციიდან 3-4 დღე პაციენტს ენიშნება ფიზოო და მაგნიტო თერაპუა, და ულტრაბგერითი დასხივება.