ალკოჰოლი და პოტენცია

ალკოჰოლისა და სპირტიანი სასმელების თვისებები ჯერ კიდევ უძველესი დროიდან იყო ცნობილი. თანამედროვეობაშიც დღესასწაულები, ქორწილი, დაბადებიის დღეები ძნელი წარმოსადგენია ალკოჰოლური სასმელების გარეშე.

სტრესის, დაძაბულობის, ნერვიულობის მოსახსნელად, პოტენციის ასამაღლებლად კარგია ცოტა ალკოჰოლის მიღება. თუმცა ეს შეხედულება რამდენად მართალია, საკამათოა. ძველი ბერძენი ფილოსოფოსი ფალესი ამობდა: „ღვინო აღვიძებს სურვილებს, მაგრამ არ იძლევა მათი ასრულების საშუალებას“.

ალკოჰოლური სასმელები – არის პროდუქტები, რომლებიც შეიცავენ ეთილის სპირტს და სწორედ მისი დაშლის პროდუქტების მოქმედება განაპირობებს ალკოჰოლური სასმელების ეფექტებს.

მცირე რაოდეობით ალკოჰოლი ახდენს მასტიმულირებელ გავლენას პიტენციაზე. მაგრამ მასტიმულირებელი სტადიის შემდეგ დგება მამაკაცის ფიზიოლოგიური შესაძლებლობების შენელების ეტაპი. პირველი ორგანო, რომელსაც ალკოჰოლური ინტოქსიკაცია უტევს არის ღვიძლი. ღვიძლის დისფუნქციის დროს იკლებს  ჰორმონშემაკავშირებელი ჰორმონების დონე, რაც განაპირობებს ტეტსოსტერონის სინტეზის შემცირებასაც. ალკოჰოლის მაღალი დოზა ნეგატიურად მოქმედებს თავის ტვინზე, რომელიც არეგულირებს პოტენციასა და ერექციას. ასაკთან ერთად თავისთავად ხდება ტესტოსტერონის დონის დაქვეითება და თუ ამ ფაქტს დაემატება ძლიერი ალკოჰოლური სასმელები, შედეგი იქნება მძიმე. სასქესო ჯირკვლების დისფუნქცია განპირობებს სექსუალური ლტოლვის დაქვეითებას, ერექციის არ ქონასა და ნაადრევ ეაკულაციას. ალკოჰოლის მიღებით შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების (თირკმელზედა ჯირკვლები, ფარისებრი ჯიკრვალი, ჰიპოფიზი) ფუნქციის დარღვევით მეტად ღრმავდება ზემოთ ხსენებული პრობლემები. ალკოჰოლური სასმელები ხშირი მოხმარების დროს არის პროსტატის ანტების ხშირი მიზეზი, რაც აგრეთვე განაპირობებს პოტენციის დაქვეითებას. თუკი ალკოჰოლური სასმელების მოხმარებას ემატება მოწევა და კვების არასახარბიელო რაციონი, შედეგები მეტად დამღუპველია.

ყოველდღიურა 1- წლის განმავლობაში თითო ჭიქა ალკოჰოლის მიღება უკვე 30 წლისთვის იწვევს პოტენციის დაქვეითებას. ალკოჰოლის გავლენა მამაკაცის პოტენციაზე დამოკიდებულია რა რაოდენობით და რამდენად ხშირად იღებს ადამიანი ალკოჰოლურ სასმელებს. ალკოჰოლი იწვევს ფსიქოემოციური პროცესების დამიხრუჭებას. ადამიანი არის შებოჭილი, მისი ქმედებები მოუხერხებელი, პოტრენცია დაქვეიტებული, გუნება-განწყობა დაქვეითებული, ადამიანი გადაღლილია. მთვრალ მდგომარეობაში იცვლება შეგრძნებები და მამაკაცს ქალის მიმართ უჩნდება უარყოფითი დამოკიდებულება, სიამოვნებისა და სითბოს ნაცვლად.

უარყოფითის გარდა ალკოჰოლს დადებითი ეფექტებიც აქვთ პოტენციაზე მხოლოდ მცირე დოზებში. ასეთ შემთხვევაში ალკოჰოლი ეხმარება ადამიანს ფსიქოლოგიური ბარიერების დაძლევასა და მოდუნებაში. ამას გარდა იმატებს სექსუალური ლტოლვა. ამერიკელმა მწერალმა პატრიცია ბუშმა (ცნობილია ალკოჰოლის, ნარკოტიკებისადმი დამოკიდებულებისა და სექსის შემსახებ წიგნით 1980 წ. აშშ) შეადგინა საინტერესო ცხრილი ალკოჰოლის გავლენაზე მამაკაცის სექსუალურ აქტოვობასთან დაკავშირებით:

ალკოჰოლის მცირე დოზა ალკოჰოლის საშუალო დოზა ალკოჰოლის დიდი დოზა ალკოჰოლიზმი
სასაქესო შეგრძნებების შებოჭილობის მოხსნა პრელუდიას სჭირდება მეტი დრო არ არის ერექცია და ეაკულაცია სქესობრივი ლტოლვა არ აღინიშნება
სქესობრივი აქტივობის მატება ერექცია დგება მცირე დაყოვნებით ქცევები დაუფიქრებელია სქესობრივი სიამოვნება არ აღინიშნება
სქესობრივი აგზნების გაძლიერება ერექციის შენარჩუნების პრობლემები ეაკულაციის დროს უსიამოვნების შეგრძნება რეპროდუქციული ფუნქციების დარღვევა
ეაკულაციის სრული კონტროლი (ნაადრევია ეაკულაციის ჩათვლით), კარგი პოტენცია სასქესო ჯირკვლების უფუნქციობა

უკანასკნელ წლებში უამრავმა მეცნიერმა ჩაატარა კვლევები ალკოჰოლის გავლენაზე.

არყის რამდენიმე ჭიქის შემდეგ იწყება ნერვული დაბოლოებების მგრძნობელობის მნიშვნელოვანი დაქვეითება. რაც განაპირობებს თავის ტვინისკენ მიმავალი და თავიდან მომავალი იმპულსაციის შესუსტება-გაქრობას.

საინტერესო დაკვირვება გააკეთე ეპიდემიოლოგმა დასავლეთ ავსტრალიიდან კიუ-ჩიმ ჩიემ. ჩატარდა 1820 მამაკაცის ანონიმური გამოკითხვა ალკოჰოლის დამიანის პოტენციაზე გავლენის დასადგენად. კვლევამ აჩვენა, რომ იმ მამაკაცებში, რომლებიც დიდი თუ მცირე დოზით, მაგრამ მაინც მოიხმარენ ალკოჰოლს, პოტენცია 25-30% უფრო დაბალია, ვიდრე მათში, ვინმც არ მოიხმარს საერთოდ. ამ კვლევის შედეგები გამოქვეყნდა ჟურნალ „Journal of Sexual Medicine“-ში და დამტკიცდა, რომ ალკოჰოლს მცირე დოზებში აქვს დადებითი, მაგრამ ხანმოკლე ეფექტი.