პრეეაკულატი

პრეეაკულატი (კუპერის სითხე) – გამჭვირვალე, უფერო, წებოვანი სითხეა, რომელიც გამოიყოფა მამაკაცის პენისიდან აგზნების დროს. პრეეაკულატის გამოყოფა გარდაუვალია მამაკაცის სექსუალურ აგზნებაზე პასუხის დროს. ეს სეკრეტი გამოიყოფა მასტურბაციის დროს, სექსის წინ პრელუდიისას, სექსის დროს და უშუალოდ ორგაზმის წინ.

პრეეაკულატი წარმოიქმნება უპირატესად ბულბუოურეთრული (კუპერის ) ჯირკვლების მიერ, ნაწილობრივი კი პარაურეთრული (ლიტრეს) ჯირკვლების მიერ.

მამკაცის მიერ გამოყოფილი პრეეაკულატის რაოდენობა მკვეთრად ინდივიდუალურია. ზოგიერთი მამაკაცის მიერ გამოყოფილი პრეეალუატი თუ ძლივს შესამჩნევია, ზოგიერთისა 5 მლ-ს აღწევს.

პრეეაკულატი სპერმის მსგავსად შეიცავს ტუტე ფოსფატაზას და მცირე რაოდენობით სპერმატოზოიდებს.

პრეეალუატის ფუნქცია მეტად მნიშვნელოვანია, რადგან მამაკაცის შარდსადენისა და ქალის საშოს მჟავა რეაქცია ძალინ უარყოფითად მოქმედებს სპერმაზე. პრეეაკულატი ანეიტრალებს ამ მჟავა რეაქციას და სპერმატოზოიდების გადაადგილებისათვის ხელშემწყობ პირობებს ქმნის. გარდა ამისა, პრეეაკულატი ასრულებს ლუბრიკანტის როლს.