პროსტატიტი

პროსტატიტი მოიცავს  პროსტატის, როგორც ინფქციურ, ასევე არაინფექციურ ანთებას.  ინფექცია შეიძლება იყოს, როგორც მწვავე, ასევე ქრონიკული.  პროსტატიტი უმეტეს შემთხვევაში ბაქტერიული ინფექციით არის გამოწვეული, იშვიათია არაინფექციური აგენტებით გამოწვეული ანთებები. ასეთ შემთხვევაში საქმე გვაქვს მენჯის ქრონიკული ტკივილის სინდრომთან (რომელსაც ზოგჯერ ქრონიკულ პროსტატიტს უწოდებენ).

პროსტატიტს ახასიათებს: დიზურია (ტკივილი მოშარდვის დროს),  ხშირი შარდვა,  ტკივილი პროსტატის, შორისის მიდამოში. პროსტატიტს ხშირად ახლავს თან ცხელება -ტემპერატურის მატება, შემცივნება-კანკალლი.  პროსტატიტის დროს ზოგჯერ ხდება შარდის ბუშტის შესავლის ობსტრუქცია.  ქრონიკული პროსტატიტი  უფრო მძიმე  მიმდინარეობით ხასიათდება, ვიდრე ქრონიკული ცისტიტი. მამაკაცები,  რომლებსაც აწუხებთ ქრონიკული ცისტიტი, უნდა იყვნენ ფოკუსირებული პროსტატიტის მიმართულებითაც.   პროსტატიტი შეიძლება ზოგ შემთხვევაში ასოცირებული იყო  ცისტიტთან, პიელონეფრიტთან და ზოგადად საშარდე გზების ინფექციასთან.  

თუ საშარდე გზების ანთების სიმპტომები გამოხატულია: დიზურია (მტკივნეული მოშარდვა), ხშირი შარდვა, ურგენტული შარდის მოთხოვნილება და მამაკაცს სტკივა შორისის მიდამო, მენჯი ან პროსტატა, მაშინ მიიჩნევა მდგომარეობა, როგორც მწვავე პროსტატიტი.  ამ შემთხვევაში შარდის ანალიზი და კულტურა საჭიროა.  ასევე აუცილებელია დამატებით უროლოგიური შეფასება.

თუ მამაკაცს აქვს საშარდე სიმპტომები რეკურენტულად და ხშირად მიიჩნევა, რომ არის ბაქტერიული ქრონიკული პროსტატიტი.

პროსტატიტები იყოფა 4 ძირითად კატეგორიად

  • მწვავე პროსტატიტი – ახასიათებს ტკივილი, ბაქტერიურია,  ლეიკოციტურია. ძირითადად არის ბაქტერიული ინფექცია, რომელიც საჭიროებს ანტიბიოტიკო თერაპიას
  • ქრონიკული პაქტერიული პროსტატიტი – ტკივილი შეიძლება იყოს, შეიძლება არა, ბაქტერიურია არის, ლეიკოციტურიაც არის,  ქრონიკული ბაქტერიული პროსტატიტი იშვიაშია და ხასიათდება რეკურენტული ინფექციებით.
  • ანთებითი ქრონიკული პროსტატიტი/ქრონიკული მენჯის ტკივილის სინდრომი – შეადგენს პროსტატიტის დიაგნოზის დიდ ნაწილს,    მიზეზები არ არის ბაქტერიული  ინფექციით გამოწვეული.
  • ასიმპტომატური ანთებითი პროსტატიტი – ტკივილი არ არის, ბაქტერიები არ არის (შარდში) ლეიკოციტები არის, საკმაოდ ხშირი მდგომარეობაა.

შარდის გამოკვლევა ბაქტერიებზე მნიშვნელოვანია, ვინაიდან  თუ შარდში არის ბაქტერიები მრავალ შემთხვევაში  მიუთითებს პროსტატიტზე  (ქრონიკულზე ან მწვავეზე), ხოლო თუ არ არის ბაქტერიები მაშინ შეიძლება სახეზე იყოს მენჯის ქრონიკული ტკივილის სინდრომი,მნიშვნელოვანია ის, რომ პროსტატიტისგან განსხვავებით ეს სინდრომი არ პასუხობს დადებითად ანტიბიოტიკოთერაპიაზე.

თუ დიაგნოზი მაინც სათუოა შარდის შეგროვება უნდა მოხდეს პროსტატის მასაჟის შემდგომ. პროსტატიტის დროს ხშირად არის სუბფებრილიტეტი(ტემპერატურის მომატება საშუალოდ), მომატებული პროსტატ-სპეციფიური ანტიგენი, მომატებულია პროსტატა ზომებში და სათესლე ბუშტუკები, ულტრა ბგერითი კვლევების შედეგად.  მამაკაცებს შორის საშარდე გზების ინფექციების დროს საჭიროა ბაქტერიების აღმოფხვრა, როგორც პროსტატიდან, ასევე შარდის ბუშტიდან. საშარდე გზების ინფექციების გაურთულებელ -შემთხვევაში  მკურნალობას წარმოადგენს 7-14 დღე ფტორქინოლონები, ან ტრიმეტოპრიმ-სულფამეტოქსაზოლი.  თუ მეატად სავარაუდოა პროსტატიტი, მაშინ  მკურნალობა შარდის და სისხლის კულტივირების შედეგად უნდა  განისაზღვროს.  დოკუმენტირებული ქრონიკული პროსტატიტის დროს ანტიბიოტიკოთერაპია შესაძლებელია გაგრძელდეს 4-6 კვირის განმავლობაში.  შესაძლებელია მკურნალობა 12 კვირაც კი გაგრძელდეს, ვინაიდან ქრონიკული პროსტატიტისთვის დამახასიათებელია რეკურენტობა.