მკითხველებო…

ყველაფერი არ დაწყებულა ხალხის დახმარების სურვილით, ყველაფერი სექსოლოგიის ცოდნის სურვილით დაიწყო… ვკითხულობდი და წაკითხულს ქართულ ენაზე ვდებდი პოსტებად ბლოგზე, რომელის მაშინ sexmd.wordpress.com იყო.

ეს იყო ახალი თემა, ეს იყო გაბედული ნაბიჯი, ეს იყო “ქალისთვის შეუფერებელი” პროფესიის სიყვარული და სურვილი, მცოდნოდა მეტი…

მიყვარს ჩემი საიტი, მიყვარს ყველა მკითხველი და ვამაყობ ყველა “მადლობა, ქალბატონო ლიკათი”…

მიყვარს ის, რომ ამ პოსტის წერასაც კი ვერ ვახერხებ ისე, რომ რამდენიმეჯერ არ გამაწყვეტინონ ))

რაღაც სენტიმენტალური ვარ, მაგრამ დღეს მე და ჩემმა “შვილობილმა” მთელი დღე ერთად გავატარეთ, ცოტა დავლაგდით, სიახლეებს გავეცანით და ძველ პოსტებს გადავხედე… მეც გავიზარდე ამ საიტთან ერთად და მართლა ძალიან შემიყვარდა…

მადლობა ყველა მკითხველს, ვინც ჩვენთან ერთად განვითარდა, ვისაც მოსწონს ან არ მოსწონს https://geosexmd.com/, ვინც ლოიალურია ჩვენი შემოქმედების შეფასებისას, ან კრიტიკული, ყველა თქვენგანი ძვირფასია, ყველა თქვენგანს აქვს თავისი წვლილი საიტის და ჩემს განვითარებაში.

არასდროს არ მოგერიდოთ იმ საქმის კეთება, რომელიც მოგწონთ, არასდროს არ მოგერიდოთ შეკითხვის დასმა და თუ უცებ ვერ გპასუხობთ, არ იყოთ მკაცრები ))

პატივისცემით თქვენი LikaMD