ჯანმო (ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია)

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (ჯანმო, ინგლ. World Health Organization, WHO) – გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპეციალური დაწესებულება, რომლის ფუნქციასაც წარმოადგენს მსოფლიოს მოსახლეობის ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარება. ის დაარსდა 1984 წელს, სათავო ოფისით ჟენევაში.

ჯანმოს სტრუქტურა

  • ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეა;
  • აღმასრულებელი კომიტეტი;
  • სამდივნო.

ჯანმოს სათავო ოფისი არის ჟენევაში. მისი სტრუქტურა:

  • გენერალური დირექტორი;
  • გენერალური დირექტორის შემცვლელი;
  • გენერალური დირექტორის კანცელარია.

დეპარტამენტები

  • ქალების, ბავშვებისა და ოჯახის ჯანმრთელობა (FWC);
  • ჯანდაცვისა და ინოვაციების სისტემა (HIS);
  • ზოგადი ხელმძღვანელობა (GMG);
  • უსაფრთხოება ჯანდაცვის სფეროში და გარემო (HSE);
  • შიდსი, ტუბერკულოზი, მალარია და დავიწყებული ტროპიკული დაავადებები (HTM);
  • არაინფექციური დაავადებები და ფსიქიკური ჯანმრთელობა (NMH);
  • პოლიომიელიტი, საგანგებო სიტუაციები და ქვეყნებთან თანამშრომლობა (РЕС).

ჯანმოს მიზნები

  • ჯანდაცვის სფეროში საერთაშორისო რეკომენდაციების გავრცელება;
  • ჯანდაცვის სტანდარტების დადგენა;
  • ჯანდაცვის ნაციონალური პროგრამების კუთხით ქვეყნის მმართველობასთან თანამშრომლობა;
  • ჯანდაცვის შესაბამისი ტექნოლოგიების, ინფორმაციისა და სტანდარტების შემუშავება და გავრცელება.

ჯანმოს მოღვაწეობის სფეროები

  • ჯანდაცვის ნაციონალური სამსახურების განმტკიცება და სრულყოფა;
  • ინფექციური და არაინფექციური დაავადებების თავიდან აცილება და მათთან ბრძოლა;
  • გარემოს დაცვა და გაჯანსაღება;
  • დედისა და ბავშვის ჯანმრთელობა;
  • სამედიცინო კადრების მომზადება;
  • სამედიცინო-ბიოლოგიური კვლევების ჩატარება;
  • სანიტარული სტატისტიკა.

ჯანმოს რეგიონული ბიუროები

  • ევროპული რეგიონული ბიურო – კოპენჰაგენში (დანია);
  • რეგიონული ბიურო ამერიკის ქვეყნებისთვის – ვაშინგტონში (აშშ);
  • რეგიონული ბიურო აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთისთვის – ქაიროში (ეგვიპტე);
  • რეგიონული ბიურო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებისთვის – დელიში (ინდოეთი);
  • რეგიონული ბიურო წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილისთვის – მანილაში (ფილიპინები);
  • რეგიონული ბიურო აფრიკის ქვეყნებისთვის – ბრაზავილაში (კონგო).

სხვა ბიუროები

  • კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტო – ლიონში (საფრანგეთი);
  • ჯანმოს ცენტრი ჯანდაცვის განვითარებაში – კობეში (იაპონია);
  • ჯანმოს ბიურო ლიონში – ლიონი (საფრანგეთი);
  • ჯანმრთელობის რისკების შემცირების ხმელთაშუაზღვისპირეთის ჯანმოს ცენტრი – ტუნისი (ტუნისი);
  • ბიურო ევროპულ კავშირში – ბრიუსელი (ბელგია);
  • ჯანმოს ბიურო დსთ ქვეყნებში – მოსკოვი (რუსეთი);
  • ჯანმოს ბიურო გაეროში – ნიუ-იორკი (აშშ);
  • ჯანმოს ბიურო საერთაშორისო ბაკნსა და საერთაშორისო სავალუტო ბირჟაზე ვაშინგტონი (აშშ)

ჯანმოს საერთაშორისო დღეები

  • 4 თებერვალი – კიბოს წინაამდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე;
  • 24 მარტი – ტუბერკულოზის წინაადეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე;
  • 7 აპრილი – ჯანმრთელობის საერთაშორისო დღე;
  • 25 აპრილი – მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე;
  • 31 მაისი – თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე;
  • 14 ივნისი – სისხლის დონორების საერთაშორისო დღე;
  • 28 ივნისი – ჰეპატიტთან ბრძოლის საერთაშორისო დღე;
  • 10 სექტემბერი – თვითმკვლელობების თავიდან აცილების საერთაშორისო დღე;
  • 28 სექტემბერი – ცოფის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე;
  • 30 სექტემბერი – გულის საერთაშორისო დღე;
  • 10 ოქტომბერი – ფსიქიკური ჯანმრთელობის საერთაშორისო დღე;
  • 11 ოქტომბერი – მხედველობის საერთაშორისო დღე;
  • 14 ნოემბერი – დიაბეტთან ბრძოლის საერთაშორისო დღე;
  • 17 ნოემბერი – ფილტვების ქორნიკული ობსტრუქციული დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე;
  • 18 ნოემბერი – ავტოსაგზაო შემხვევებში დაღუპულთა ხსენების საერთაშორისო დღე.