სექსუალური აბსტინენცია (თავშეკავება)

სექსუალური აბსტინენცია (სექსუალური თაშეკავება, სექსუალური დეპრივაცია) – იძულებით, ან გაცნობიერებულად ინდივიდუალური (ასაკობრივი კონსტიტუციიის) მოთხოვნილების შესაბამისზე დაბალი აქტივობით სქესობრივი ცხოვრების ქონა.

არჩევენ სქესობრივი თავშეკავების ორ ფორმას. პირველი – ეს სქესობრივი აქტივობის არ ქონაა უშუალოდ სექსის შემდეგ (კოპულარული ციკლის რეფლექტორული პერიოდი). ჩვეულებრივ ადამიანის მხრიდან აღიქმება ნორმალურად, როგორც ჩვეულებრივი დასვენება ფსიქოფიზიკური დატვირთვის შემდეგ.

გამონაკლისი არის ასთენიური პიროვნებები, ვინაიდან მათ გამუდმებით აქვთ ადინამიის, მუდმივი დაღლილობის შეგრძნება, ემოციური ლაბილურობა საიმოვნების შეგრძნების მაგივრად სექსის შემდეგ.

ფსიქოლოგიური დისკომფორტი ვითარდება აგრეთვე მაშინ, როცა დაუკმაყოფილებლობის გრძნობაა სექსის შემდეგ, ნაადრევი ეაკულაციის, პარტნიორის მხრიდან გულგრილობის, პარტნიორის ანორგაზმიის გამო. პირველადი სექსუალური თავშეკავება გრძელდება არა უმეტეს ერთი დღე-ღამისა.

მეორე ფორმა – იძულებითი სექსუალური აბსტინენცია, როცა სექსუალური ლტოლვა ჩნდერბა სექსის შემდგომ პერიოდში,მაგრამ სექსის ქონას ხელს უშლის რაიმე ფაქტორი. ამის გამო ჩნდება ნევროტიული და შეკავებითი მოვლენები.

სექსუალური თავშეკავება მოზარდობის ასაკში, ახალგაზრდობაში, ან მთელი ცხოვრება აქტიური სქესობრივი ცხოვრების დაწყებამდე, არის სოციალური ნორმა. მოზარდობის ასაკში სექსუალური თავშეკავება არ იწვევს უარყოფით მოვლენებს და არანაირ გავლენას არ ახდენს ჯანმრთელობასა და სექსუალურ ფუნქციაზე, ვინაიდან სასქესო სისტემა ჯერ კიდევ არ ფუნქციონირებს სრულყოფილად.

დაახლოებით 16-20 წლის ასაკისთვის მასტურბაციაა სექსუალური თავშეკავებისგან თავის დაღწევის ყველაზე კარგი საშუალება.

ის ადამიანები, რომლებსაც მთელი ცხოვრება (ასაკის მიუხედავად) იძულებით, თუ საკუთარი სურვილით აქვთ სექსუალური თავშეკავება, თანდათან ხდებიან მკაცრები, კრიტიკულები, გაღიზიანებულები, ნერვიულები, არა აქვთ პირადი ცხოვრება, საზოგადოებათან კონტაქტი უჭირთ.

ფსიქოლოგიურ პრობლემებთან ერთად თავს იჩენს ფიზიოლოგიური პრობლემებიც.

მამაკაცებს სექსუალური თავშეკავების გამო ერღვევათ ერექცია,პრობლემები ჩნდება ეაკულაციის დროს. ამასთან შედეგები დამოკიდებულია მამაკაცის ასაკსა და თავშეკავების ხანგრძლივობაზე. 25 წლის ასაკის მაღალი ტემპერამენტის მქონე მამაკაცისთვის 2 კვირა სექსის გარეშე გაძლება ძლაინ დიდი სასჯელი იქნება. რაც შეეხება 30-35 წლის მამაკაცს, ამ ასაკში რამდენიმეთვიანი სექსუალური თავშეკავება უამრავ პრობლემას ქმნის: ნაადრევი ეაკულაცია, ერექციის პრობლემები. თუმცა სექსუალური კონტაქტების გახშირების შემდეგ პრობლემები ალაგდება. 40 წლის მამაკაცის შემთხვევაში, სქესობრივი ცხოვრების განახლების შემდეგ საჭირო გახდება სექსოლოგის ჩარევა, 50 წლის შემდეგ კი თავშეკავების შემთხვევაში სექსუალური ფუნქციის აღდგენა ხშირად საერთოს ვერ ხერხდება.

ქალებში სექსუალური თავშეკავება საწყის ეტაპზე აძიერებს სექსის სურვილს, ცოტა ხანში კი სექსის სურვილი მას საერთოდ უქრება. სექსუალური ცხოვრების განახლების შემთხვევაში კი ქალს შეიძლება აღენიშნოს უსიამოვნო შეგრძნება და ტკივილიც კი საშოში. ამასთან სექსუალური აგზნებაც გაძნელებული იქნბება, განცდილი ორგაზმი კი სუსტი და ხანმოკლე. ხშირად რამდენიმეთვიანი სექსუალური თავშეკავების შემდეგ ქალს 2-3 თვე სჭირდება აქტიური სქესობრივი ცხოვრებისა, რომ განიცადოს ორგაზმი.