სგგი

სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები. მოიხსენიება აგრეთვე, როგორც სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები და ვენერიული დაავადებები.  აერთიანებს დაავადებებს რომლებიც ძირითადად ვრცელდება ადამიანებს შორის და გადაეცემა სქესობრივი გზით.  ინფიცირება შესაძლებელია ვაგინალური სექსის დროს, ანალური სექსის და ორალური სექსის დროსაც. ადრე ეს დაავადებები ძირითადად მოიხსენიობოდა, როგორც ვენერიული დაავადებები, თუმცა ახლა თანამდეროვე ტერმინოლოგიით უფრო მიღებულია სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები. რადგან ამ დაავადებების მთავარი მახასიათებელი, ის არის, რომ ყველა გამოწვეულია ინფექციით და ადამიანი შეიძლება იყოს ინფიცირებული, სხვებისთვისაც ქმნიდეს ინფიცირების საფრთხეს, მაგრამ დაავადება შეიძლება  თავად არ განუვითარდეს.  სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები შეიძლება გადაეცეს სისხლით,  მშობიარობისას, როდესაც ბავშვი გადის სამშობიარო გზებს, ძუძუთი კვებით. 1990 წლამდე სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები ცნობილი იყო ვენერიული დაავადებები სახელით, რომელიც რომაული სიყვარულის ღმერთის  ვენერას სახელს ატარებს. სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებს მიეკუთვნება ის ინფექციები, რომელთა ძირითადი გადადება ხდება სქესობრივი კონტაქტით, რადგან მრავალი ინფექცია არსებობს (გაციება, გრიპი, პნევმონიები) რომელიც შეიძლება გადაეცეს სქესობრივი კონტაქტითაც მაგრამ მათი გავრცელება ძირითადად სხვა გზებით ხდება. მაგ. აირწვეთოვანი გზით.მიზეზები ბაქტერიული:

სოკოვანი:

  • კანდიდოზი  (ძირითადად იწვევს კანდიდა ალბიკანსი)

ვირუსული:

  • ვირუსული ჰეპატიტები (B – ჰეპატიტი ხშირად გადაეცემა სქესობრივი გზით.  A და Eძირითადად გადაეცემა ფეკალურ ორალური გზით.  C – ჰეპატიტი იშვიათად გადაეცემა სქესობრივი გზით ხოლო D გადაცემის ზუსტი გზის დადგენა ძნელია, იგი აინფიცირებს მხოლოდ B– ჰეპატიტით ინფიცირებულებს. )
  • მარტივი ჰერპესი ( მარტივი ჰერპესი 1და 2 )  გადაცემა ხდება კანის და ლორწოვანი კონტაქტით, ხილული  ბლისტერებით ( ბუშტუკოვანი გამონაყარი) არსებობის თანმხლებით ან მის გარეშე.
  • აივ ინფექცია-  (ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი, შიდსი) – გადაეცემა, ვენერიული სითხეებით, სპერმით, მკერდის რძით, სისხლით.
  • ადამიანის პაპილომა ვირუსი – რისკ ფაქტორია სიმსივნეების განვითარების

( საშვილოსნოს ყელის კიბო თითქმის ყველა შემთხვევაში, პენისის, ვულვის  და ანუსის სიმსივნეები.). იწვევს გენიტალურ მეჭეჭებს.

  • კონტაგიოზური მოლუსკი – ისწვევს თანამოსახელე ვირუსი.

პარაზიტები :

  • მუნი
  • ბოქვენის ტილი

პროტოზოული:

ინფიცირებულ ადამიანთან სქესობრივი კავშირით ინფექციის გადაცემის შემთხვევები
  ცნობილი რისკები შესაძლო ან უცნობი რისკები
ორალური სექსი  „დონორი“ მამაკაცი  ქლამიდიაგონორეაჰერპესიპაპილომავირუსისიფილისი (1%) C -ჰეპატიტი ჰეპატიტი – ბაივ ინფექცია (ძალიან დაბალი რისკია 0,01%)C -ჰეპატიტი
ორალური სექსი „დონორი“ ქალი ჰერპესვირუსი (იშვიათად) პაპილომავირუსი
ვაგინალური სექსი კაცისთვის ქლამიდია (30-50%)ვოქვენის ტილიმუნი გონორეა (20%)B – ჰეპატიტი ჰერპეს ვირუსის აივ -ინფექაცია (0,05%) პაპილომა ვირუსი (> 5% ) სხვადასხვა ურეთრიტები( არაგონოკოკური) სიფილისიტრიქომონიაზი ჰეპატიტი C
ვაგინალური სექსი ქალისთვის ქლამიდია (30-50%)ბოქვენის ტილიგონორეა 50-90 % B –ჰეპატიტი ჰერპეს ვირუსის აივ -ინფექაცია (0.1%) პაპილომა ვირუსი (> 5% ) სხვადასხვა ურეთრიტები( არაგონოკოკური) სიფილისიტრიქომონიაზი ჰეპატიტი C ჰეპატიტი C
ანალური სექსი  დონორისთვის ქლამიდიაბოქვენის ტილიმუნიგონორეა ჰეპატიტი ბ ჰერპესი აივპაპილომა ვირუსი არაგონოკოკური ურეთრიტი სიფილისი (1,4 %) ჰეპატიტი ც
ანალური სექსი – რეციპიენტისთვის ქლამიდიაბოქვენის ტილიმუნიგონორეა ჰეპატიტი ბ ჰერპესი აივპაპილომა ვირუსი არაგონოკოკური ურეთრიტი სიფილისი (1,4 %)ჰეპატიტი C ჰეპატიტი ც

dT1hSFIwY0Rvdkx6TmpMVzFoYVd4amIyMHRiSGhoTG5ObGNuWmxjaTVzWVc0dmJXRnBiQzlqYkdsbGJuUXZhVzUwWlhKdVlXd3ZZWFIwWVdOb2JXVnVkQzlrYjNkdWJHOWhaQzkwWVhSME1GOHhMUzB0ZEcxaGFURTBOV1k1TmpRek5EQmhPV000WkRJN2FuTmxjM05wYjI1cFpEMUZPRFEwTnpFMU