ჰემატოსპერმია – სისხლი სპერმაში

ჰემატოსპერმია – სისხლი სპერმაში. სიმპტომი ხშირად ვლინდება შეუმჩნევლად, რადგანაც არის თავიდან უმნიშნელო და სპემის არამკეთრი შეფერილობა არ იქცევს ყურადღებას. გარდა ამისა, ეაკულაცია უმეტესად ხდება საშოში, რაც ართულებს მის შემჩნევას. ჰემატოსპერმია შეიძლება გმოვლინდეს მამაკაცის ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე. 40 წლამდე ასაკში გამოვლენილი ჰემატოსპერმიის მიზეზები ძირითადად კეთილაიმედო პროგნოზისაა, ხანდახმულებში კი – უმეტესად სიმსივნურ პროცესებს უკავშირდება.

უხშირესად ჰემატოსპერმიის მიზეზის ანეთებითი პროცესები სათესლე ბუშტუკებსა და პროსტატაში. ჰემატოსპერმიის პროსტატასთან დაკავშირებული მიზეზები:

  • ქრონიკული პროსტატიტი;
  • პროსტატის კიბო;
  • ურეთრის პროსტატისეული ნაწილის ვენების ვრიკოზული გაგანიერება;
  • პროსტატის ქვები;
  • ურეთრის ბიოფსიისა და პროსტატის ტურ-ის შემდგომი პერიოდი;
  • ბრახილითერაპიის შემდგომი პერიოდი.

ჰემტოსპერმიის ურეთრისეული მიზეზები:

  • ურეთრიტი;
  • ურეთრის კისტა;
  • ურეთრის კონდილომები;
  • ურეთრის სტრიქტურები;
  • ურეთრის კიბო;
  • ურეთრის ტრავმები.

ჰემატოსპერმიის სათესლე ბუშტუკებისეული მიზეზები:

  • სათესლე ბუშტუკების თანდაყოლილი და შეძენილი კისტები;
  • სათესლე ბუშტუკების ამილიოდოზი.

დაავადებები, რომლებიც შესაძლოა გახდეს ჰემატოდპერმიის მიზეზი:

  • ტუბერკულოზი;
  • შიდსი;
  • ცოტომეგალოვირუსი;
  • სგგი;
  • შისტოსომოზი;
  • ექინოკოკოზი.

სისტემური დაავადებები, რომლებიც ხდებიან ჰემატოსპერმიის მიზეზი:

  • არტერიული ჰიპერტენზია;
  • თირკმელების ქრონიკული უკმარისობა;
  • ამილიოდოზი;
  • ლიმფომა;
  • ვილლენბრანდის დაავადება.

სპერმაში სისხლის არსებობის შემთხვევაში აუცილებელია უროლოგის კონსულტაცია და შემდგომი კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევები:

  • შარდის საერთო ანალიზი, შარდის ანალიზი 3 პორციაში და შარდის ბაქტერიოლოგია;
  • სპერმოგრამა და სპერმის ბაქტერიოლოგია;
  • პროსტატის ტრასრექტული ულტრაბგერითი გამოკვლევა;
  • 40 წელს ზევით მამაკაცებში სისხლში PSA განსაზღვრა;
  • კოაგულოგრამა;
  • ცისტროურეთროსკოპია.

ანალიზების სახეებსა და მათი გაკეთების თანმიმდევრობას შეკრებილი ანამნეზის მიხედვით ირჩევს ექიმი-უროლოგი!!!

ანალიზების და გამოკვლევების პასუხების მიხედვით ექიმი-უროლოგი აირჩევს მკურნალობის ტაქტიკას.