გახანგრძლივებული ეაკულაცია

ეაკულაციის დარღვევის პრობლემები მნიშნელოვანი პრობლემას დღესაც, იქიდან გამომდინარე რომ ქმნის პრობლემებსა ოჯახსა და ურთიერთობებში. ეაკულატორული დისფუნქცია ძალიან ბევრი კონფლიქტის მიზეზი ხდება და ხშირად კომპლექსშია ანორგაზმისა და ჰიპოლიბიდემიასთან. რეტარდული (გახანგრძლივებული) ეაკულაცია და შედარებით მძიმე ფორმა ანეაკულატორული სინდრომი ხშირად ვლინდება კომბინირებულად, ერექტიულ დისფუნქციასა და ჰიპოაქტიურ სექსუალურ ქცევასთან ერთად. ეს პრობლემა რეპროდუქციული ასაკის მამაკაცების 2-8% გვხვდება, თუმცა ბოლო 10 წლის განმავლობაში შეიმჩნევა ზრდის ტენდენცია.

ეაკულაციის გახანგრძლივებაზე საუბარია, როცა მამაკაცს სურვილის მიუხედავად არ შეუძლია ეაკულირება სქესობრივი აქტის 45 წუთის განმავლობაში მიმდინარეობის მიუხედავად. თუ ეაკულაცია საერთოდ არ ხდება, მაშინ სახეზეა ანეუაკულატორული სინდრომი.

მედიცინაში გახანგრძლივებული ეაკულაცია განიმარტება როგორც „ეაკულაციის რეფლექსის უნებლიე დათრგუნვა“ ან “რეტარდული ეაკულაცია“.

ბოლო პერიოდში პრობლემა გაახალგაზრდავდა და პაციენტების დიდი ნაწილი ახალგაზრდა ან გარდამავალი ასაკისაა. ეს აიხსნება პრობლემის კომპლექსურობით და მისი ფსიქოლოფიზილოგიური ხასიათით. ძირითადი განმაპირობებელი ფაქტორებია დაბინძრებული გარემო, სტრესი, არაჯანსაღი ცხოვრების წესი და ცუდი კვება, ფსიქოლოგიური კომპლექსები და ვენერიული დაავადებები.

ეაკულაციის გახანგრძივების მიზეზებს შორის საყურადღებოა:

  • ალკოჰოლის გამოყენება;
  • ნარკოტიკული საშუალებები: მარიხუანა, ჰაშიში და ა.შ.
  • ფსიქოლოგიური კომპლექსები;
  • აგზნებისა და ერექციის შემანარჩუნებელი პრეპარატების მიღება;
  • ზოგიერთი სამკურნალო საშუალების მიღება;
  • ჯანმრთელობის პრობლემები.

როგორც კი მამაკაცი ამჩნევს, რომ ეაკულაცია არ ხდება მისი სურვილის მიუხედავად და ეს ატარებს სისტემატურ ხასიათს, აუცილებლად უნდა მიმართოს პროფესიონალს.

გახანგრძლივებული ეაკულაციის მკურნალობა მდგომარეობს კომპლექსურ მიდგომაში:

  • ფსიქოთერაპია;
  • სექს-თერაპია;
  • მედიკამენტოზური კორექცია;
  • ფიზიოთერაპია.