BDSM

BDSM (ინგლ. BDSM –   bondage, domination, sado-mazo – გაკოჭვა, დაბმა, დომინირება, სადო-მაზო) – ფსიქოსექსუალური სუბკულტურაა, რომელიც ეფუძნება ძალაუფლების ეროტიკულ გაცვლასა და სექსუალურ თამაშებში დამორჩილებისა და მოძალადის როლების მორგებას.

BDSM ფიზიოლოგიურ საფუძველს წარმოადგენს სექსუალური დაკმაყოფილების მიღება სოციო-დეტერმინირებული ნორმები დარღვევით, პარტნიორისთვის ტკივილის მიყენება-მიღებით. ამასთან BDSM შეიძლება იყოს დამოუკიდებელი პრაქტიკა და არ იყოს დაკავშირებული სექსთან, თუმცა უმთავრესად იგი წარმოადგენს სექსუალურ ქცევას.

BDSM განსხვავება სოციოალურად აგრესიული და დანაშაულებრივი ქმედებებისგან არის მკაცრად არსებული SSC ჩარჩოების დაცვა (ინგლ. Safe, sane, consensual) – უსაფრთხოების, გონივრულობისა და საკუთარი ნებით თანხმობის პრინციპების დაცვა. იქიდან გამომდინარე, რომ BDSM-პრაქტიკა არსებითად მოიცავს მორალურ და ფიზიკურ ზემოქმედებას, სექსუალური ქცევის ამ ფორმაში არსებობს წინასწარ შეთანხმებული სპეციალური სტოპ-სიტყვები, რომელთა წარმოთქმაც მომენტალურად წყვეტს ქმედებებს.

აბრევიატურა მოიცავს მასში შემავალ ელემენტებს:

  • BD (bondage & discipline – თავისუფლების შეზღუდვა და დისციპლინა, აღზრდა) – ბონდაჟი – გაკოჭვა, მოძრაობის უნარის შეზღუდვა), დისციპლინარული და როლური თამაშები, მორჩილება, დამცირება, დასჯა;
  • DS (domination & submission – დომინირება და დამორჩილება) – მბრძანებლობა და დამორჩილება, ურთიერთობა, რომელშც წინასწარ შეთანხმებული არათანაბარუფლებიანობა;
  • SM ( sadism & masochism – სადიზმი და მაზოხიზმი) – სადომაზოხიზმი, სექსუალური სიამოვნების მიღება ფიზიკური ტკივილის მიყენებისა და განცდის გზით.