ვერტენბერგის ბორბალი

ნევროლოგების პრაქტიკაში უძველესი დროიდან გამოიყენება ნემსი ტკივილის, ტაქტილური მგრძნობელობის და ზოგიერთი პათოლოგიური რეფლექსის შესამოწმებლად (მაგ, ბაბინსკის რეფლექსის). შედარებით ახალი, მაგრამ მთელს ნევროლოგიაში ბოლომდე დაუნერგავია ვერტენბერგის ნემსებიანი ბორბალი.

ვერტენბერგის ბორბალი ნევროლოგებისთვის შემუშავებული იქნა ექიმი რობერტ ვერტენბერგის მიერ ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის დასაწყისში. ეს არის ტაქტილური და ტკივილის მგრძნობელობის შესამოწმებლად მოწოდებული ხელსაწყო, რომელიც წარმოადგენს მეტალის ტარზე წამოცმულ ერთმანეთისგან თანაბარი მანძილით დაშორებულ ნემსებიან ბორბალს.

ბორბლის გამოყენება ძალიან ხელსაყრელია, რადგანაც გამოკვლევისთვის იხარჯება მცირე დრო – ბორბალი ძალიან მცირე მანძლზე აკეთებს „ნაბიჯებს“ – 3 მმ, განმეორები ჩხვლეტებისთის კი არ იხარჯება დამატებითი დრო. პაციენტი სუბიექტურად აფასებს ტკივილის შეგრძნებას და საკმაოდ ზუსტად შეიძლება განისაზღვროს მომატებული ან დაქვეითებული მგრძნობელობის ზონები.

ვერტენბერგის ბორბალი ხშირად გამოიყენება BDSM-პრაქტიკაში.