ის, რისი ცოდნაც აუცილებელია!!!

timthumb

სექსუალური განათლება გულისხმობს საგანმანათლებო პროგრამებს, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი ხდება მოზარდებისთვის (და არა მარტო), ცოდნის მიცემა ადამიანების სექსუალობის შესახებ. სექსუალური განათლების ძირითადი მიზნებია გაცნობა ადამიანის სასქესო ანატომიის, სქესობრივი რეპროდუქციული პრინციპების, რეპროდუქციული ჯანმრთელობა, ემოციური ასპექტები და რეპროდუქციული კანონების, პასუხისმგებლობების და კონტრაცეფციის ასპექტების განხილვა. ელემენტარული სექსუალური განათლება მოიცავს ზემოჩამოთვლილი  ასპექტების გამარტივებულ ვარიანტს.

ანატომიის რეპროდუქციის განხილვისას არსებობს ორი ძირითადი ორგანო: პენისი და საშო.

პენისი – მამაკაცის სასქესო ორგანoა, რომლის ძირითადი ფუნქციებია: სქესობრივ აქტში,  გამრავლებაში მონაწილეობა  და მოშარდვაში მონაწილეობა.

საშო – ქალის სასქესო ორგანო, რომელშიც ხდება პენისის მოთავსება სქესობრივი აქტის დროს, საშო დაკავშირებულია საშვილოსნოსთან, წარმოადგენს მშობიარობისას სამშობიარო გზას.

სქესობრივი აქტი –  ხასიათდება ძირითადად პენისის საშოში მოთავსებით, თუმცა არსებობს მისი სხვა ფორმები:

ანალური სექსი – პენისის მოთავსება ანალურ ხვრელში,

ორალური სექსი – პენისის მოთავსება პირში. არსებობს სექსის სხვა ფორმებიც, როდესაც პენისი თავსდება ბარძაყებს შორის, იღლიის ფოსოში და ა.შ.  სექსის ერთ-ერთ ფორმას წარმოადგენს მასტურბაციაც.

სექსის შემდგომ შეიძლება მოხდეს გარკვეული ცვლილებები ადამიანის ორგანიზმში:

1)      დაორსულება

2)      ემოციური ასპექტები (ხშირად დაკმაყოფილების, სიამოვნების  გრძნობა)

3)      სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებით ინფიცირება ძირითადად:

  • ქლამიდია;
  • გონორეა;
  • გენიტალური მეჭეჭები ( პაპილომა ვირუსით);
  • ჰერპესი;
  • აივ- ინფექცია;
  • სიფილისი და სხვა.

სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები, იგივე ვენერიული დაავადებები ინფექციებია, რომელთა გადადება ხდება ძირითადად სქესობრივი გზით ადამიანიდან ადამიანზე.

ყველაზე ხშირი სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებია ქლამიდია და გონორეა, რომლებიც ხშირ შემთხვევაში ერთად  კომბინაციაში გვხვდება. მნიშვნელობის მხრივ ყველაზე მნიშვნელოვანია აივ ინფექცია – რომლისგან განკურნება შეუძლებელია.

სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების ძირითადი სიმპტომები:

  • მრავალ შემთხვევაში უსიმპტომოდ მიმდინარეობა;
  • ტკივილი მოშარდვის დროს;
  • მუცლის ტკივილი;
  • სიწითლე;
  • მეჭეჭები (ძირითადად);
  • გენიტალური/ორალური/ანალური წყლულები;
  • ტკივილი სქესობრივი აქტის დროს;
  • გამონადენი პენისიდან;
  • გამონადენი საშოდან (ხშირად უსიამოვნო სუნით).

ადამიანს გარეგნული შეხედვით არ ემჩნევა, ის ინფიცირებულია თუ არა სქესობრივი გზით გადამდები ინფექციით.

თინეიჯერებში, სადაც გავრცელებულია თინეიჯერებს შორის სექსი, ხშირია სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები.

თუ არ მოხდა სქესობრივი გზით გადამდები ინფექციის დროული მკურნალობა, ამან შეიძლება გამოიწვიოს:

  • სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობები;
  • მუცლის ქრონიკული ტკივილი;
  • უნაყოფობა;
  • დაწყლულება;
  • ხანგრძლივი დროის განმავლობაში გენიტალური მეჭეჭები;
  • სიკვდილი!
  • პაპილომა ვირუსმა შეიძლება გამოიწვიო კიბო!

სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებს შორის ძალიან მნიშვნელოვანია შიდსი,  შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი, რომელსაც იწვევს აივ-ადამიანის იმუნო დეფიციტის ვირუსით ინფიცირება.

შიდსი –  შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი  ძირითადად ვითარდება ინფიცირებიდან 5-10 წლის შემდეგ.

შიდსის განკურნება არ არსებობს!

აივ -ინფექციის გადაცემა შესაძლებელია სისხლით, სპერმით, პრეეაკულაქტით, ვაგინალური გამონადენით, ქალის რძით,  სხეულის სხვა სითხეებით, რომლებიც შეიცავენ სისხლს.

სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების გადაცემა შესაძლებელია ვაგინალური, ანალური, ორალური სექსით, ნემსების საერთო მოხმარებით: ნარკომანებს შორის,  ტატუების, სხეულის პირსინგის დროს.

სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები არ გადაეცემა:

  • ხელის ჩამორთმევით;
  • ჩახუტებით;
  • კოცნით;
  • საერთო აბაზანით;
  • დასალევი ფანტანებით;
  • კარის სახელურით;
  • თეფშებით;
  • ცხოველებით;
  • მწერებით.

დაავადება ინფიცირებიდან შეიძლება აღმოცენდეს რამოდენიმე დღეშიც და რამოდენიმე თვეშიც.

სექსუალური აბსტინენცია – არის სექსისგან თავშეკავება, რომელიც უზრუნველყოფს 100% -ით თავის დაცვას სქესობრივი გზით გადამდები ინფექციისგან სხვა ნებისმიერ შემთხვევაში კი, აუცილებელია სექსის დროს ბარიერული კონტრაცეპტივების ხმარება.

სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების რისკ ფაქტორებს მიეკუთვნება ტატუ და პირსინგი, სისხლის გადასხმა და ნარკომანია.

დაუცველი სქესობრივი კავშირის საფრთხეა არასასურველი ორსულობაც. ორსულობა შესაძლებელია ვაგინალური სქესობრივი კავშირის შედეგად ნებისმიერ დროს, მათ შორის მენტრუაციის პერიოდშიც.

სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების და არასასურველი ორსულობების პრევენციისთვის მნიშვნელოვანია პრეზერვატივის ხმარება მაგრამ სრული დაცვისთვის მნიშვნელოვანია მისი სწორად გამოყენება.

ბარიერულ კონტრაცეპტივებს მიეკუთვნება:

  • მამაკაცის და ქალის კონდომები (პრეზერვატივი);
  • დიაფრაგმა (საშვილოსნოს ყელის საცობია, იცავს მხოლოდ არასასურველი ორსულობისგან);
  • კონტრაცეპტიული ღრუბელი ( იცავს მექანიკურადაც და შეიცავს სპერმიციდებს, ბიოქიმიური დაცვა);
  • საშვილოსნოს ყელის საცობი;
  • *   სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების პრევენციისთვის საუკეთესო საშუალება პრეზერვატივის გამოყენებაა!

არაბარიერულ კონტრაცეფციას წარმოადგენენ ორალური კონტრაცეპტივები და სპერმიციდები.