საშოს სიმშრალე

1113_17-340x252
ცხოვრებაში ერთხელ მაინც უწევს ისეთ ინტიმურ პრობლემასთან შეხება, როგორიცაა სიმშრალე. თუმცა ექიმს პრობლემის მოსაგვარებლად მეტწილად აკითხავენ ახალგაზრდები.

საშოს სიმშრალე, რომელიც მედიცინაში ცნობილია ატროფიული ვაგინიტის სახელით, გამოწვეულია საშოს ლორწოვანის გათხელებითა და ბუნებრივი სეკრეტის შემცირებით.

საშოს სიმშრალე იწვევს დისკომფორტს, რომელიც სექსის დროს ტკივილით გამოიხატება. შეიძლება გამოიხატოს მცირე სისხლდენით, რომელსაც იწვევს საშოს სეკრეტის დეფიციტით გამოწვეული ლორწოვანის მიკროტრავმები.

ქალებში საშოს ბუნებრივი სეკრეტის რაოდენობა ვარიაბელურია და მატულობს სექსუალური აგზნების დროს.

საშოს სიმშრალე მნიშვნელოვნად მოქმედებს სექსუალურ ცხოვრებაზე, რადგანაც სექსის დროს ქალს აქვს ტკივილი, დისკომფორტი, წვა და ეს ყველაფერი აქვეითებს ლიბიდოს.

ეს პრობლემა შეიძლება გაუჩნდეს ქალს ნებისმიერ ასაკში და სხვადასხვა მიზეზით. ყველაზე ხშირად ვლინდება 40-60 წლის ასაკში, მენოპაუზის დროს ესტროგენების დეფიციტის გამო.

ესტროგენები პასუხს აგებენ საშოში მჟავიანობასა და ტენიანობაზე. მათი დეფიციტის დროს ირღვევა საშოს ბუნებრივი ბარიერები, იცვლება მჟავიანობა და იმატებს ტუტე რეაქცია. ამ ეტაპზე ძალიან ადვილია რაიმე ინფექციის განვითარება, რადგანაც Ph მაღალია, ლორწოვანი კი გათხელებული.

ესტროგენების დონის დაქვეითებას იწვევს ზოგიერთი სამკურნალო საშუალებაც: ატროპინი, ჰიპოტენზიური მედიკამენტები, საშვილოსნოს მიომის სამკურნალო საშუალებები, ანტიდეპრესანტები, ანტიჰისტამინურები, მადესენსიბილიზებელი და შარდმდენი საშუალებები, აღმგზნები და საგულე საშუალებები. განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ორალურ კონტრაცეპტივებს.

სიმშრალე ხშირად არის ალერგიული რეაქციის გამოხატულება ჰიგიენურ საშუალებებზე: საპონი, ლოსიონი, გელები, პარფიუმი და ა. შ. ინტიმური ჰიგიენისთვის საშუალების შერჩევის დროს მნიშვნელოვანია ჰიპოალერგიული, საღებავები, არომატული დანამატების გარეშე და Ph 4-4,5 შემანარჩუნებელი პროდუქციის არჩევა. საპონი უნდა შეიცავდეს დიდი რაოდენობით ცხიმებს და იყოს საღებავებია და არომატიზატორების გარეშე.

საშოს სიმშრალის მიზეზებში ცალკე სახელდება მავნე ჩვევები: ალკოჰოლის და ნიკოტინის მოხმარება.

სიმშრალე შეიძლება იყოს ქიმიო და სხივური თერაპიის შედეგი, ხშირი და არამიზანმიმართული საშოს გამორეცხვების შედეგი, შეგრენის სინდრომის და კიდევ რიგი მიზეზების შედეგი:

  • საკვერცხეების ქირურგიული მოცილება;
  • ენდომეტრიოზი;
  • საშარდე სისტემის ინფექციები;
  • ვაგინიტი;
  • გენიტალური ჰერპესი;
  • იმუნიტეტის დაქვეითება;
  • სტრესები და დეპრესია;
  • ნერვული დაძაბულობა.

მკურნალობა მოიცავს ეტიოლოგიური კომპონენტის მოცილებას და სიმპტომურ მკურნალობას. პაციენტმა უნდა სვას მკურნალობის დროს დიდი როდენობით წყალი და გამოიყენოს ადგილობრივი საშუალებები.