კონტრაცეფცია

ინფორმირებულობა და სექსუალური განათლება

webmd_rf_graphic_of_most_fertile_days_of_month

სექსუალური განათლება და შესაბამისი ინფორმირებულობა, როგორც მას უწოდებენ ოჯახის დადეგმვა, გულისხმობს კონტრაცეფციის მეთოდებსა ქალის მენსტრუალური ციკლის შესახებ სრულფასოვანი ინფორმაციის ქონას და მის ადექვატურად გამოყენებას. მენსტრულური ციკლის ცოდნა გულისხმობს სექსისგან თავშეკავებას მაშინ, როცა ქალი შედარებით ნაყოფიერია, ანუ ოვულაციის პერიოდში – ბუნებრივი კონტრაცეფცია. ოვულაციისთვის თვალყურის დევნება ხდება ვაგინალური გამონადენის ტიპისა და ბაზალური ტემპერატური კონტროლით.

დადებითი მხარე: არ არის საჭირო მედიკამენტები და სხვა საშუალებები, იაფია.

უარყოფითი მხარე: შეზღუდულია სპონტანური სექსი, დაორსულების ალბათობა 25%.

სპერმიციდები

webmd_rf_photo_of_spermicide

სპერმიციდები შეიცავენ ქიმიურ ნაერთებს, რომლებიც კლავენ სპერმატოზოიდებს. წარმოდგენილია გელის, ქაფის, კრემის ან ფირფიტის სახით და თავსდება საშოში უშუალოდ სქესობრივი აქტის წინ. სპერმიციდების ზოგიერთი ფორმის მოხმარება უნდა მოხდეს აქტამდე 30 წუთით ადრე. მათი ხშირი გამოყენების გამო შეიძლება განვითარდეს ქსოვილების გაღიზიანება, იზრდება ინფექციებისა და ვენერიული დაავადებების განვითარების რისკი.

დადებითი მხარე: გამოყენების სიმარტივე, იაფია.

უარყოფითი მხარე: ვენერიული დაავადებების განვითარების რისკი იზრდება, არასასურველი ორსულობის ალბათობა 29%.

მამაკაცის პრეზერვატივი

webmd_rf_photo_of_condom_in_hand

არასასურველი ორსულობის თავიდან ასაცილებლად ყველაზე გავრცელებული საშუალება არის ლატექსის პრეზერვატივი. ის ხელს უშლის სპერმის მოხვედრას ქალის ორგანიზმში, იცავს არასასურველ ორსულობასთან ერთად ვენერიული დაავადებებისგანაც.

დადებითი მხარე: ხელისაწვდომობა, იაფია, იცავს ვენერიული დაავადებებისგან.

უარყოფითი მხარე: ეფექტურია მხოლოდ სწორად გამოყენებისას, ერთჯერადია.

ქალის პრეზერვატივი

webmd_rf_collage_of_female_condom_application

ქალის პრეზერვატივი წარმოადგენს თხელ ტომსიკას, რომელის ამოფენს საშოს და შეიძლება საშოში მოთავსდეს სქესობრივ აქტამდე 8 საათით ადრე. მოხმარებისას ხელი უნდა მოკიდოთ დახურულ მხარეს არსება პლასტიკურ რგოლს და მისცეთ საჭირო მდებარეობა. ქალის პრეზერვატივი მამაკაცის პრეზერვატივზე ნაკლებად ეფექტურად ითვლება.

დადებითი მხარე: ნაწილობრივი დაცვა ვენერიული დაავადებებისგან.

უარყოფითი მხარე: არ არის ადვილად ხელმისაწვდომი ჩვენი რეალობისთვის, სექსის დროს შესაძლოა უსიამოვნო ხმების მიზეზი გახდეს, არასასურველი ორსულობის ალბათობა 21%, ერთჯერადია, არ გამოიყენება მამაკაცის პრეზერვატივთან ერთად.

დიაფრაგმა

webmd_rm_collage_of_diaphragm_application

დიაფრაგმა არის რეზინი თაღი, რომელიც თავსდება საშილოსნოს ყელზე სექსის წინ. გამოიყენება სპერმიციდებთან ერთად.

დადებითი მხარე: ეფექტურობა უტოლდება მამაკაცის პრეზერვატივის ეფექტურობას, არის მრავალჯერადი.

უარყოფითი მხარე: ჩვენი რეალობისთვის არ არის ადვილად ხელმისაწვდომი და იაფი, არ იცავს ვენერიული დაავადებებისგან, აუცილებელია ჩააყენოს სამედიცინო პერსონალმა, არ გამოიყენება მენსტრუაციის დროს.

FemCap

webmd_rf_collage_of_cervical_cap_application (1)

ეს არის საშვილოს ყელის „ქუდი“ – FemCap, ჰგავს დიაფრაგმას, მაგრამ ზომაში უფრო პატარაა. FemCap ხურავს საშვილოსნოს ყელის შესავალს. გამოიყენება სპერმიციდებთან ერთად.

დადებითი მხარე: შეიძლება საშოში დაყოვნდეს 48 სთ, იაფია.

უარყოფითი მხარე: უნდა ჩადგას სამედიცინო პერსონალმა, არ იცავს სგგი, არ გამოიყენება მენსტრუაციის დროს.

„ღრუბელი“

webmd_rf_collage_of_sponge_application

„დაორსულების მაკონტროლებელი ღრუბელი“ – Today Sponge-ს სახელწოდებით იყიდება, წარმოადგენს ღრუბელს და შეიცავს სპერმიციდებს. თავსდება საშვილოსნოს ყელთან სექსამდე 24 საათით ადრე.

დადებითი მხარე: არ საჭიროებს რეცეპტს. FemCap-სა და დიაფრაგმისგან განსხვავებით არ საჭიროებს სამედიცინო პერსონალის ჩარევას გამოყენებისას.

უარყოფითი მხარე: გამოყენების სირთულე, არ იცვას სგგი, არ გამოიყენება მენსტრუაციის დროს.

ჩასახვის საწინააღმდეგო აბები

photolibrary_rf_photo_of_birth_control_pills

შედარებით გავრცელებულია ჰორმონები: პროგესტერონი და ესტროგენები, ანოვულატორული მენსტრუალური ციკლის გამოსაწვევად. ამ ტაბლეტების გრაფიკით მიღება იძლევა მნიშვნელოვან ეფექტურობას.

დადებითი მხარე: ეფექტურობა.

უარყოფითი მხარე: ყოველდღიური მიღების აუცილებლობა, ფასი, გვერდითი ეფექტები, დაორსულების ალბათობა 8%-მდე.

ჰორმონალური პლასტირი

princ_rm_photo_of_birth_control_patch.jpg

მათთვის, ვისაც ყოველდღიურად კოკ მიღება უქმნის პრობლემას, არსებობს ჰორმონალური პლასტირები. მათი გამოცვლა საჭიროა კვირაში ერთხელ. პლასტირი აგრეთვე შეიცავს პროგესტერონსა და ესტროგენებს და ქმნის მათ მუდმივ კონცეტრაციას სისხლში.

დადებითი მხარე: გამოყენების სიმარტივე და ეფექტურობა.

უარყოფითი მხარე: ჩვენი რეალობისთის არ არის ხელმისაწვდომი, აღიზიანებს კანს, არ იცავს სგგი.

ვაგინალური რგოლი

photolibrary_rf_photo_of_birth_control_ring

NuvaRing –  ვაგინალური რგოლი რბილი პლასტიური რგოლია, რომელიც თავსდება საშოში. მის შემადგენლობაშიც ჰორმონებია, როგორც კომბინირებულ ორალურ კონტრაცეპტივებში. მისი გამოცვლა საჭიროა თვეში ერთხელ.

დადებითი მხარე: მოსახმარად მარტივი, ხელს არ უშლის სექსუალურ ცხოვრებას.

უარყოფითი მხარე: ძვირია, აღიზიანებს საშოს ლორწოვანს, აქვს იგივე გვერდითი მოვლენები, რაც კოკ. არ იცავს სგგი.

ჰორმონალური ინექცია Depo Provera

getty_rf_photo_of_birth_control_shot

Depo Provera არის ჰორმონალური ინექცია, რომლიც ორსულობისგან იცავს სამი თე. ოჯახური წყვილებისათვის უფრო ხელსაყრელია, ვიდე კოკ გამოყენება. არასასურველი ორსულობის ალბათობა მხოლოდ 3%.

დადებითი მხარე: წელიწადში მხოლოდ 4ჯერ არის მინი ინექცია საჭირო, არის ძალიან ეფეექტური.

უარყოფითი მხარე: ჩვენი რეალობისთის ხელმისაწვდომი არ არის, არ იცავს სსგი და შესაძლოა კანზე გამოიწვიოს პიგმენტაცია.

კანქვეშა იმპლანტი Nexplanon

princ_rm_photo_of_birth_control_implant

Nexplanon არის ღეროსებრი კანქვეშა იმპლანტი, რომლიც თავსდება წინამხრის ზედაპირზე. იგი შეიცავს ჰორმონს და იცავს არასასურველი ორსულობისგან 3 წელი. დაორსულების ალბათობა შემცირებულია 1%-მდე.

დადებითი მხარე: არის ეფექტური 3 წელი.

უარყოფითი მხარე: ჩვენი რეალობისთვის ხელმისაწვდომი არ არის, ძვირია, საჭიროებს სამედიცინო პერსონალის მომსახურებას ჩაყენების პროცესში, აქვს გვერდითი მოვლენები, მათ შორის არარეგულარული სისხლიანი გამონადენი, არ იცავს სგგი.

საშვილოსნოშიდა სპირალი

webmd_rf_illustration_of_iud_application

სპირალი საშვილოსნო ღრუში თავსდება ექიმის მიერ. მოქმედების ხანგრძლივობა ინდივიდუალურია მწარმოებელი კომპანიების და შემადგენლობის მიხედვით – 6 თვიდან 5 წლამდე.

დადებითი მხარე: იაფი და ხელმისაწვდომი.

უარყოფითი მხარე: გვედრითი ეფექტები, საშვილოსნოს ღრუს ლორწოვანის გაღიზიანება.

ფალოპის მილების ლიგირება

webmd_rf_illustration_of_tubal_ligation_surgery

ფალოპის მილების ლიგირება (გადაკვანძვა), რაც გამორიცხავს სპერმატოზოიდების მოხვედრას ფალოპის მილში და განაყოფიერების პროცესს. არასასურველი ორსულობისგან თავის არიდება ხდება 100%.

დადებითი მხარე: 100% ეფექტი, პროცედურიდან მთელი რეპროდუქციული ცხოვრების მანძილზე.

უარყოფითი მხარე: პროცედურა შეუქცევად ცვლილებებს იწვევს, ფალოპის მილების ლიგირების შემდეგ ვერ მოხერხდება ბუნებრივი გზით დაორსულება ვერასდროს. არ იცავს სგგი.

ფალოპის მილების იმპლანტი

webmd_rf_illustration_of_tubal_implant_surgery

შედარებით ახალი მეთოდია. მცირე ზომის მეტალის ან სილიკონის იმპლანტები თავსდება ორივე ფალოპის მილში, შემაერთებელი ქსოვილი შემოფარგლავს იმპლანტებს, როგორც უცხო სხეულებს, და საბოლოო ჯამში ვითარდება ფალოპის მილების გამავლობის ბლოკი.

დადებითი მხარე: არ საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას, მუდმივია. არასასურველი ორსულობისგან დაცვა 100%.

უარყოფითი მხარე: სჭირდება რამდენიმე თვე, რომ მილების გამავლობის სრულად დახშობა მოხდება, შეიძლება გაზარდოს მცირე მენჯის ღრუს ინფექციების განვითარების რისკი, ჩვენი რეალობისთვის არ არის ხელმისაწვდომი, ძვირია, შეუქცევადია.

ვაზექტომია

webmd_rf_illustration_of_vasectomy_surgery

მამაკაცებისთვის არასასურველი ორსულობისთვის თავის არიდების სულ ორი მეთოდი არსებობს: პრეზერვატივი და ვაზექტომია. ეს უკანასკნელი გულისხმობს სათესლე სადინრის ლიგირებას (გადაკვანძვას), რაც გამორიცხავს სპერმატოზოიდების მოხვედრას საშოში.

დადებითი მხარე: არასასურველი ორსულობისგან დაცვა 100%, არის სამუდამო.

უარყოფითი მხარე: ინვაზიური მეთოდია, რადგანაც საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას, შეუქცევადია, ძვირია.

Emergency კონტრაცეფცია

princ_rm_photo_of_emergency_birth_control_pill

Emergency ანუ გადაუდებელი კონტრაცეფცია მუშაობს უშუალოდ სექსის შემდეგ და გულისხმობს ღონისძიებებს, რომლიც თავიდან აარიდებს ქალს დაორსულებას. ამ შემთხვევში გამოიყენება ჰორმონალური პრეპარატები ჰორმონების ძალიან მაღალი კონცენტრაციით. მათი გამოყენება ეფექტურია სექსიდან 72 საათის განმავლობაში.