რა იწვევს რეალურად ერექტიულ დისფუნქციას?

Untitled

ერექციის მექნიზმი ძალიან რთული და მრავალსაფეხურიანია. მარტივად რომ ავხსნათ, აგზნება ჯერ მიდის ტვინში, იქიდან დაღმავალი გზით ვრცელდება პენისისკენ, სადაც იწყება გლუვკუნთოვანი მუსკულატურის მოდულება და ძლიერდება სისხლის მიდინება მღიმოვან სხეულებში. როცა ყველა ეტაპი მიმდინარეობს შეუფერხებლად, მამაკაცი მზად არის სექსისთვის.

ზოგჯერ ყველაფერი სრულფასოვნად ვერ მიმდინარეობს. იქმნება პრობლემები, რომლებიც საჭიროებს მკურნალობას. ერექციის კუთხით ხშირი პრობლემების დროს საუბარია ერექტიულ დისფუნქციაზე.

ერექტიული დისფუნქციის გამომწვევი მიზეზებიდან ხაზგასმას მოითხოვს:

  • შაქრიანი დიაბეტი – დიაბეტის დროს ზიანდება სრულფასოვან ერექციაში მონაწილე ორი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი:  სისხლძარღვები და ნერვული ბოჭკოები. უმართავი და უკონტროლო შაქრიანი დიაბეტის დროს ერექტიული დისფუნქციის განვითარების შანსები ორმაგდება.
  • თირკმლის დაავადებები –თირკმლის დაავადებების დროს პრობლემურია არა მხოლოდ თვითონ ამ ორგანოს პათოლოგია, არამდედ ჰორმონალური დარღვევები, პენისისკენ სისხლის მიდინების პრობლემა, ნერვული სისტემის დაზიანება, რომელიც ხშირად ახლავს თან თირკმლის პათოლოგიებს.
  • ნერვული სისტემისა და თავის ტვინის პათოლოგიები – სრულფასოვანი ერექციის ქონა ნერვული სისტემის მხარდაჭერის გარეშე წარმოუდგენელია. ისეთი პათოლოგიები, როგორიცაა ინსულტი, გაფანტული სკლეროზი, ალცჰეიმერისა და პარკინსონის დაავადება არღვევენ ერექციის ბუნებრივ მექანიზმებს.
  • სისხლძარღვოვანი პათოლოგიები – სისხლძრაღვებთან ასოცირებულ პათოლოგიებს შეუძლიათ დაარღვიონ პენისისკენს მიმართული სისხლის მიდინება, რომელიც აუცილებელია სექსუალური აქტის განხორცილებისთვის. ორგანული ერექტიული დისფუნქციის მიზეზებში წამყვანია შევიწროვებული ან ბლოკირებული სისხლძარღვის სანთური, მაღალილი არტერიული წნევა და მაღალი ქოლესტეროლი სისხლში.

ერექტიული დისფუნქციის სხვა მიზეზებია:

  • ქირურგიული ჩარევა – შარდის ბუშტსა და პროსტატაზე ჩატარებული ქირურგიოული ჩარევების შედეგად დაზიანებული ის ნერვული ბოჭკოების და ქსოვილოვანი აპარატი, რომელიც აუცილებელია სრულფასოვანი ერექციისთვის. პრობლემა ხშირად ლაგდება, მაგრამ ამას შეიძლება დასჭირდეს თვეები. ზოგიერთ შემთხვევაში დაზიანება შეუქცევადია და მკურნალობა იწყება პრობლემის აღმოჩენისთანავე.
  • ტრავმა – თუკი მამაკაცს აქვს მენჯის, შარდის ბუშტის, ხერხემლის ან პენისის პათოლოგია და საჭიროებს ოპერაციას, ეს შეიძლება გახდეს ერექტიული დისფუნქციის მიზეზი.
  • ჰორმონალური დარღვევები –ჰორმონები არის სექსუალური ლტოლვისთვის საწვავი, მათი დისბალანსი შეიძლება გახდეს უამრავი პრობლემის მიზეზი. თუ პაციენტს აღენიშნება ჰიპოფიზის ადენომა, თირკმლის ან ღვიძის პათოლოგიები, დეპრესიამ ან უტარდება ჰორმონალური მკურნალობა პროსტატის კიბოს გამო, ამის შესახებ უნდა ეცნობოს ექიმს, რომელიც მართავს ამ პაციენტთან ერექტიული დისფქუნციას.
  • ვენური უკმარისობა – ერექციის დროს სისხლი გარკვეული დროის განმავლობაში რჩევა მღიმოვან სხეულებში და ვენური სისტემით არ გამოდის პენისიდან მალე. თუმცა ვენურ სისტემაში არსებული პათოლოგიების დროს ხდება სისხლის ნაადრევი გამოტანა პენისიდან და ერექციის არასრულფასოვნება.
  • თამბაქო, ალკოჰოლი, ნარკოტიკები – ყველა მათგანი აზიანებს სისხლძარღვებს. მძიმე და ხშირად შეუქცევად ერექტიულ დისფუნქციაზე ლაპარაკი ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებლებში.
  • დეპრესია – თავის ტვინი ერთგვარი “ეროგენული” ზონაა. სექსუალური აგზნება იწყევა აქ და დაღმავალი გზით ვრცელდება. დეპრესიას შეუძლია შეცვალოს მთელი რიგი პროცესები და გახდეს ერექტიული დისფუნქციის (ედ) მიზეზი. როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, დეპრესიის მკურნალობის მიზნით დანიშნული ზოგიერთი ანტიდეპრესანტი აგრეთვე ხშირადაა სექსუალური ლტოლვის დაქვეითების მიზეზი.
  • ალკოჰოლი – განწყობის ამაღლებისა თუ თავდაჯერებულობისთვის სქესობრივი აქტის წინ ხშირი ალკოჰოლის მიღება, თუმცა ეს შეიძლება გახდეს არასრულფასოვანი ერექციის და ეაკულაციის გართულების მიზეზი. ალკოჰოლს შეუძლია ერექტიული დისფუნქციის მიზეზი გახდეს, მაგრამ, როგორც წესი, დროებით.
  • მედიკამენტები – გავრცელებული და ხშირად მოხმარებადი თითქოს უწყინარი მედიკამენტები ნეგატიურად მოქმედებენ მამაკაცის შესაძლებლობებზე, მათ შორის ჰიპოტენზიური საშუალებები, ტკივილგამაყუჩებლები და ანტიდეპრესანტები. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი წამლის მიღების წინ აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.
  • სტრესი – სტრესი ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია. სხეულის სხვადასხვა სისტემაზე სტრესის გავლენა ნეგატიურია. ერექციის ხარისხს სტრესი მნიშვნელოვნად აქვეითებს. ამ ფაქტორთან ბრძოლის გზა არის ცხოვრების წესის შეცვლა, კარგი ძილი და კვება და საჭიროების შემთხვევაში პროფესიონალის დახმარება.
  • ბრაზი – ბრაზის დროს ხდება სისხლის გადანაწილება არა ერექციისთის საჭირო უბანში. შესაბამისად სექსუალური აქტის დროს ოარტნიორთან კონფლიქტების განხილვა და ბრაზი არ არის ხელსაყრელი. ინტიმურობის და სულიერი სიახლოვის პრობლემა უნდა მოგვარდეს საძინებელში შესვლამდე. გამოუხატავი პოზიციაც შეიძლება ერექციის დაქვეითების მიზეზი გახდეს.
  • შფოთვა – მუდმივი ფიქრი საკუთარ შესაძებლობებზე, პრობლემებსა თუ ჩავარდნებზე სექსუალურ სფეროში, ძალიან უარყოფითად მოქმედებს ერექციაზე. ამ განგაშის გრძნობამ შესაძლებელია მამაკაცს დაუქვეითოს სექსის სურვილი, პარტნიორთან სიახლოვის მომენტი და ერექციაც, რაც ხელს უწყობს ჩამოყალიბდეს მანკიერი წრე.
  • წონა – ჭარბი წონა ერექციის ხარისხს აქვეითებს არა მხოლოდ დაქვეითებული თვიშეფასების გამო. ჭარბი წონის მქონე მამაკაცის ცხიმოვან ქსოვილში ტესტოსტერონის გარდაიქმნება ქალის სასქესო ჰორმონად და დაქვეითებული ტესტოსტერონის დონე აქვეითებს ლიბიდოს და ერექციის ხარისხს. ჭარბი წონის დროს არტერიული წნევა მაღალ ციფრებზეა,  რის გამოც დაქვეითებულია სისხლის ნაკადი პენისისკენ.
  • დაბალი ლიბიდო – ლიბიდოს აქვეითებს დაბალი თვითშეფასება, სტრესი,  გადატვირთული დღის რეჟიმი, არასაკმარისი ძილი, შფოთვა და განგაში.
  • ჯანმრთელობა – საერთო ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მნიშვნელოვანია ერექციის ხარისხისთვის. ზოგადი მდგომარეობის სიმძიმე ხშირად არის ერექტიული დისფუნქციის მიზეზი.