ნაადრევი ეაკულაციის მართვა

461524583_XSმიუხედავად იმისა, რომ ნაადევი ეაკულაცია (ნე) მამაკაცების საკმაოდ ხშირი პრობლემაა, შესწავლილი შედარებით ცუდადაა. პაციენტებს არ სურთ სიმპტომებზე საუბარი და ექიმებმა არ იციან მკურნალობის ეფექტური მეთოდები. შედეგი არის ის, რომ ხშირად ხდება არასწორი დიაგნოსტიკა და მკურნალობა.

ნე (თანდაყოლილი და შეძენილი) წარმოადგენს მამაკაცის სექსუალურ დისფუნქციას და ხასიათდება:

  1. ეაკულაციით, რომლიც ყოველთის, ან თითმის ყოველთვის ხდება საშოში შეღწევიდან 1 წუთში, ან უფრო ადრე (თანდაყოლილი ნა) ან ეაკულაციის დადგომა კლინიკურად მნიშვნელოვან და შემაწუხებლად შემცირებულ დროში – დაახლოებით 3 წუთამდე ან ნაკლები (შეძენილი ნა);
  2. ეაკულაციის შეკავების შეუძლებლობა საშოში ყველა ან თითქმის ყველა შეღწევის დროს;
  3. ნეგატიური შედეგები – სტრესი, შფოთვა, მოუსვენრობა, იმედგაცრუება და/ან სექსუალური ცხოვრების შეწყვეტა.

დიაგნოსტიკური შეფასება

რეკომენდაციები ნე დიაგნოსტიკური შეფასებისას LE GR
სამედიცინო და სექუალური ცხოვრების ისტორიაზე დაფუძნებით ჩატარდეს ნე დიაგნოსტიკა და კლასიფიკაცია, რომელიც უნდა მოიცავდეს ინტრავაგინალურად ეაკულაციის შეკავების დრო (IELT),კონტროლის აღქმა, დისტრესი და ნაადრევ ეაკულაციასთან დაკავშირებული პატრნიორთშორისი სირთულეები. 1a A
კლინიკურ პრაქტიკაში არ გამოიყენება წამზომით გაზომილი IELT 2a B
კლინიკურ პრაქტიკაში არ გამოიყენება პაციენტის მიერ გადმოცემული შედეგები 3 C
ნაადრევ ეაკულაციასთან დაკავშირებული ანატომიური ანომალიების დადგენა/გამოსარიცხად უნდა ჩატარდეს ფიზიკური ექსპერტიზა 3 C
არ უნდა იქნას გამოყენებული რუტინული ლაბორატორიული და ნეიროფიზიოლოგიური ტესტები. გამოკვლევები მიმართული უნდა იყოს ანამნეზისა და ფიზიკალური კვლევების შედეგად გამოტანილი დასაკვნების დადგენა/გამოსარიცხად 3 C

LE – მტკიცებულებათა დონე; GR  რეკომენდაციის ხარისხი.

image066დაავადების მართვა

რეკომენდაციები ნე მკურნალობისას LE GR
ერექტიული დისფუნქციის, სხვა სექსუალური დისფუნქციებისა და საშარდე სისტემის ინფექციების მკურნალობა, თუ ზემოხსენებულები აღინიშნება (მაგ, პროსტატიტი) 2a B
ნაადრევი ეაკულაციის მკურნალობის პირველი ხაზი არის ფარმაკოთერაპია მთელი ცხოვრების მანძილზე 1a A
სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორებით პერორალური თერაპიის სუსტ ალტერნატივად გამოიყენეთ ადგილობრივი ანესთეტიკები 1b

 

A
გამოიყენეთ ტრამადოლი სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორებით პერორალური თერაპიის სუსტ ალტერნატივად 2a B
არ გამოიყენოთ ნა მქონე პაციენტებში ფოსფოდიესთერაზა5-ის ინჰიბოტორები, თუ თანდართული ერექტიული დისფუნქცია არ არის. 3 C
ნა მართვისას გამოიყენეთ ფსიქოლოგიურ-ქცევითი თერაპიის კომბინაცია ფარმაკოლოგიურ მკურნალობასთან. 3 C