ერექტიული დისფუნქცია და ონლაინ მედიკამენტები

7395478-1x1-700x700ერექტიული დისფუნქციის წამლების შეძენა უპრობლემოდ შეიძლება ინტერნეტით, ამისთვის მსოფლიო მასშტაბით არსებობს 22 მლნ საიტი. ასეთ საიტებზე სიალისი, ლევიტრა, ავანაფილი შეიძლება მომხმარებელმა ურეცეპტოდ იყიდოს.

მაგრამ უნდა იყიდებოდეს თუ არა მსგავსი წამლები ონლაინ რეჟიმში? ყიდვამდე მომხმარებელი უნდა დაფიქრდეს ძალიან კარგად.

ერექტიული დისფუნქციის სამკურნალო საშუალებები ძირითადად მცენარეულია და ყოველთვის არ არის ისეთი, როგორც არეკლამებენ. FDA მიერ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ონლაინ სერვისებში ხელმისაწვდომი საშუალებები შემადგენლობაში შეიცავდნენ იმ პრეპარატებს, რომლებიც საჭიროებენ რეცეპტს, მათ შორის სილდენაფილს, მეტრონიდაზოლს, ანტიბიოტიკებსა თუ კლიმიფენს.

შეიძლება პრეპარატი შეიცავდეს საჭირო ნივთიერებებს, მაგრამ არ იყოს სწორად შერჩეული დოზა. 100 მგ ვიაგრის ონლაინ გაყიდვადი ნიმუშების მხოლოდ 10% იყო მიახლოებული იმასთან, რაც მის ანოტაციაში ჰქონდათ მითითებული.

როცა მომხმარებელი ყიდულობს წამალს უცნობი კომპანიისგან, იზრდება არაეფექტური და ზოგჯერ საზიანო წამლის შეძენის რისკი. დაკვირვებით აღმოჩნდა, რომ ერექტიული დისფუნქციის სამკურნალო საშუალებების უდიდესი ნაწილი არაეფექტიანი. ზოგჯერ ეს წამლები შეიცავენ ნივთიერებებს, რომლებიც დამატებით მავნეა ორგანიზმისთვის, მაგ, საღებავები, მელანი და ა.შ.

FDA აფრთხილებს მომხმარებლებს და აწვდის სიას, იმ პოტენციურად საშიში პრეპარატებისა, რომელთა შემადგელობაც საზიანოს ჯანმრთელობისთის, ან ინგრედიენტები არ არის დეკლარირებული. მათ შორის:

4EVERON

Actra-Rx

Actra-Sx

Adam Free

Blue Steel

Energy Max

Erextra

Hero

HS Joy of Love

Lady Shangai

Libidus

Liviro3

Lycium Barbarum L.

Nasutra

Naturalë Super Plus

NaturalUp

Neophase

Rhino V Max

Shangai Regular, აგრეთვე იყიდება, როგორც Shangai Chaojimengnan

Shangai Ultra

Shangai Ultra X

Strong Testis

Super Shangai

True Man

V.Max

Vigor-25

Xiadafil VIP tablets (Lots 6K029 and 6K209-SEI only)

Yilishen

Zimaxx

ერექტიული დისფუნქციის სამკურნალო პრეპარატებს სიალისი, ლევიტრა, სტაქსინი, სტენდრა და ვიაგრა პრობლემას აგვარებენ პენისის სისხლსავსეობის გაზრდის გზით. ისევე როგორც ყველა მედიკამენტს, მათაც აქვთ გვერდითი ეფექტები.

ქიმიური საშუალებები, რომლებიც მასკირებულია მცენარეული პროფილით – შესაძლოა იყოს სიცოცხლისთვის საშიში. FDA ამტკიცებს, რომ ონლაინ გაყიდვადი პრეპარატები შეიცავენ სიალისს და მათი გამოყენება გულის იშემიური დაავადების მქონე ავადმყოფების საშიშია.

FDA ცდილობს საერთოდ აიკრძალოს არალეგალური ერექტიული დისფუნქციის სამკურნალო საშუალებების გაყიდვა, მაგრამ ამ ეტაპზე ვერ ხერხდება ამის მიღწევა და ეს მედიკამენტების თავისუფლად ცირკულირებს ინტერნეტ სივრცეში.