სუნი ინტიმურ ადგილებში

neprijatnyj-zapah-u-zhenshchin
ვაგინალური გამონადენი ქალის რეპროდუქციული სისტემისთვის დიდი ფუნქციური დატვირთვა აქვს. საშვილოსნოს ყელისა და ვაგინალური ჯირკვლების სეკრეტს აქვს მკვდარი უჯრედების გარემოში გამოდევნის დატვირთვა. ეს განაპირობებს ვაგინალურ „სისუფთავეს“ და იცავს ინფექციებისგან.

ჯანმრთელ ქალში ვაგინალური გამონადენი არის ფიზიოლოგიური, რაოდენობა და ფერი (შეიძლება იყოს გამჭვირვალე ან მოთეთრო-რძისფერი) ვარიაბელურია მენსტრუალური ციკლის ფაზის მიხედვით. გამონადენი შედარებით მეტია ოვულაციის პერიოდში, ძუძუთი კვებისას და სექსუალური აგზნებისას. სუნი ახლავს ორსულობის, მენსტრუაციის დროს და ჰიგიენის სათანადოდ დაუცველობისას. ეს ცვლილებები არ არის საგანგაშო.

როცა გამონადენის მახასიათებლები იცვლება (სუნი, ფერი, რაოდენობა) და ამას ერთვის ქავილი და წვა, აუცილებელია გინეკოლოგის კონსულტაცია და ვაგინალური ნაცხის მიკროსკოპია.

საშოს მიკროფლორის ნებისმიერი დისბალანსი შეიძლება გახდეს გამონადენის ფერის, სუნის, კონსისტენციის და რაოდენობის ცვლილებების მიზეზი.

ქვემოთ მოყვანილია საშოში ბაქტერიული დისბალანსის გამომწვევი მიზეზები:

  • ანტიბიოტიკო და/ან სტეროიდული თერაპია;
  • ბაქტერიული ვაგინოზი, ინფექცია, რომელიც გვხვდება ორსულ ქალებში (საშოში ადგილობრივი იმუნიტეტის დაქვეითების გამო) და ქალებში, რომლებსაც ჰყავთ რამდენიმე პარტნიორი;
  • კომბინირებული ორალური კონტრაცეპტივების მიღება;
  • საშვილოსნოს ყელის კიბო;
  • ქლამიდია და გონორეა (სგგი);
  • შაქრიანი დიაბეტი;
  • საშოს გამორეცხვები ჰიგიენური საშუალებებით;
  • მენჯის ოპერაციის შემდგომი ინფექციები;
  • მენჯის ანთებითი დავადებები;
  • ტრიქომონიაზი, პარაზიტული ინფექცია, რომელიც გადადის დაუცველი სქესობრივი კონტაქტით;
  • ვაგინალური ატროფია – მენოპაუზის დროს საშოს კედლების გამოშრობა-გათხელება;
  • ვაგინიტები;
  • სოკოვანი დაავადებები.

ცხრილში მოყვანილია უფრო კონკრეტულად, როგორი ტიპის გამონადენი უპირატესად, რომელ დაავადებას ახასიათებს.

გამონადენის ტიპი რომელ დაავადებაზე მიუთითებს სხვა ნიშნები
სისხლიანი, ან ყავისფერი არარეგულარული მენსტრუალური ციკლი, ან მენოპაუზა; ცერვიკალური ან ენდომეტრიუმის კიბო ანომაური ვაგინალური სისხლდება, მენჯის ტკივილი
მღვრიე ან ყვითელი გონორეა პერიოდული გამონადენი, შარდის შეუკავებლობა, მენჯის ტკივილი
ქაფიანი, მოყვითალო-მომწვანო უსიამოვნო სუნით ტრიქომონიაზი წვა და ტკივილი შარდვის დროს
ვარდისფერი მშობიარობის შემდგომი გამონადენი (ლოქიები)
სქელი, თეთრი, ხაჭოსებრი სოკოვანი ინფექციები ვულვის სიწითლე და ქავილი, ტკივილი სექსის დროს
მონაცრისფრო-მოთეთრო-მოყვითალო თევზის სუნით ბაქტერიული ვაგინოზი გარეთა სასქესო ორგანოების ქავილი, წვა და შეშუპება

საშოდან პათოლოგიური გამონადენის დიაგნოსტიკა

დიაგნოზის დასასმელად საჭიროა ანამნეზის შეკრება:

  • როდის დაიწყო პათოლოგიური გამონადენი?
  • რა ფერისაა გამონადენი?
  • აქვს რაიმე სუნი?
  • აქვს თუ არა ქალს სხვა რაიმე ჩივილი: წვა, ქავილი, ტკივილი საშოს/ვულვის მიდამოში?
  • ჰყავს თუ არა ქალს რამდენიმე პარტნიორი?
  • მიმართავს თუ არა ქალი საშოს გამორეცხვებს?

ექიმი ნიშნავსს ან საშოს ნაცხის მიკროსკოპიას და/ან პაპ-ტესტს დიაგნოზის დაზუსტებისა და შემდგომი მკურნალობის მიზნით.

საშოდან პათოლოგიური გამონადენის მკურნალობა

მკურნალობა დამოკიდებულია დაავადების გამომწვევ მიზეზზე. მაგ, სოკოვანი ინფექციების დროს ინიშნება ანტიფუნგალური პრეპარატები ადგილობრივად (სანთლების ან გელების სახით). ბაქტერიული ვაგინოზი იკურნება ანტიობიოტიკებით. ტრიქომონიაზის დროს წამყვანია მეტრონიდაზოლი ან ტინიდაზოლი.

ვაგინალური ინფექციების პროფილაქტიკა:

  • დაიცავით სქესობრივი ჰიგიენა;
  • არ გამოიყენოთ საპონი და სხვა ჰიგიენური საშუალებები საშოს გამოირეცხვისთვის;
  • ტანის გამშრალებისას შორისის მიდამო მშრალდება პირსახორცის წინიდან უკანა მიმართულებით გადაადგილებით, რათა თავიდან იქნას აცილებული ანუსიდან საშოში სწორი ნაწლავის მიკროფლორის მოხვედრა;
  • ატარეთ 100% ბაბმის საცვლები და თავი მოარიდეთ ზედმეტად მჭიდრო ტანისამოსს.

სუპერმარკეტების თრაოები სავსეა ინტიმგელებითა და ინტიმური მიდამოებისთვის „სასიამოვნო სუნის“ მიმნიჭებელი საშუალებებით. ძალიან ბევრ ქალს ამ საინტერესოდ შეფუთული და მოწოდებული პროდუქციის გამო ეჭვი ეპარება საკუთარი  გენიტალიების ჰიგიენურობაში. ეს დამოკიდებულება არ არის სწორი!!! ქალის საშოს აქვს სახასიათო სუნი, რომელიც არის ბუნებრივი.

საშო წარმოდგენილია ძალიან კარგად დაბალანსებული მიკროფლორითა და ფიზიოლოგიური ვაგინალური გამონადენით. საშოში არის ჯანმრთელი გარემო, რომლის  рН ნორმაში 4,5. ყველა ამ კომპონენტის თანწყობით ყალიბდება საშოს ბუნებრივი სუნი. ქალის გინეკოლოგიური ჯანმრთლეობის პირობებში საშოს სუნი არ იგრძნობა ქალის სხეულიდან 1 ნაბიჯის მოშორებით. უფრო მკვეთრი სუნი ფასდება პათოლოგიურად და საჭიროებს კვლევას.

საშოდან პათოლოგიური სუნის მიზეზებია:

ბაქტერიული ვაგინოზი – იგივე გარდნერელოზი, რომელსაც თევზის სუნთან ერთად ახლავს ჭარბი გამონადენი.

კვება – ზოგიერთ პროდუქტს შეუძლის საშოს გამონადენს მიანიჭოს მკვეთრი სუნი, მაგ, ხახვი, ნიორი, კარე და ა.შ.

მედიკამენტები/ბიოდანამატები – ახდენენ რა გავლებას საშოს მიკროფლორის ბალანსზე, სამკურნალო საშუალებებს შეუძლიათ შეცვალოს საშოს სუნი.

ოფლი – ისევე როგორ იღლიებს, გენიტალიების მიდამოსაც ახასიათებს ჭარბი ოფლიანობა. ეს არის ბიოლოგიური სუნი, რომელიც ოფლის ჭარბად გამოყოფის პირობებში არის ძალიან უსიამოვნო. რეკომენდებულია ბუნებრივი ქსოვილებისგან შეკერილი საცვლების ტარება.

ჰიგიენური ტამპონი – ჰიგიენური ტამპონი ძალიან კომფორტულია ქალბატონებისთვის, მაგრამ მოითხოვს დიდ ყურადღებას სიფრთხილეს. ტამპონი გამოცვლილი უნდა იქნებს ყოველ 2-3 საათში და ამის მიუხედავად შეიძლება გახდეს ინფექციების მიზეზი. მისი დაყოვნება საშოში აღნიშნულზე მეტხანს იწვევს მკვეთრ უსიამოვნოს სუნს საშოდან.

საშოდან უსიამოვნო სუნის მკურნალობა არ არის საშოს გამორეცხვა სახლის პირობებში!!! ეს პროცედურა მხოლოდ აღრმავებს საშოს დისბაქტერიოზს და აძლიერებს სუნს. როცა ქალს აღენიშნება უსიამოვნო სუნი საშოდან, როგორც იზოლირებული სიმპტომი, საწყიოს ეტაპზე უნდა გაზარდოს მიღებული წყლის რაოდენობა და შეზღუდოს მკვეთრი სუნის მქონე პროდუქტების (ხახვი, ნიორი…) მოხმარება. სქესობრივი ჰიგიენა გულისხმობს ყოველ საღამოს თბილი წლით ჩაბანას, კვირაში ორჯერ კი თბილი საპნიანი წყლით ჩაბანას. როცა ზემოაღნიშნული ღონისძიებები უშედეგოა, რეკომენდებულია მიმართოთ გინეკოლოგს.

Untitled