საყურადღებო ინფექციები

გენიტალური მეჭეჭები (HPV)

1სექსი არ არის აუცილებელი, რომ ადამიანის პაპილომავირუსი გადაეცეს. კანით კანზე კონტაქტი სრულებით საკმარისია ამისთვის. ამ ვირუსის გარკვეული ტიპები იწვევს მხოლოდ მეჭეჭებს და უვნებელია, მაგრამ ზოგიერთს შეუძია გამოიწვის საშილოსნოს ყელის და სწორი ნაწლავის კიბო. არსებობს ვაქცინაცია, რომელიც პაპილომავირუსის შედარებით სახიფათო ფორმებისგან იცავს.

ნიშნები: ვარდისფერი, ან კანისფერი ბრტყელი, წამოწეული, ყვავილოვანი კომბოსტოს ან სხვა ფორმის მეჭეჭი. ხშიარდ მიმდინარეობს უსიმპტომოდ.

პარაზიტები – ბოქვენის ტილი

2ბოქვენის ტილი მკვეთრად განსხვავდება გარეგნულად თავის ტილისგან. გადაეცემა ერთი ადამიანიდან მეორეს მჭიდრო კონტაქტის დროს.

სიმპტომები:  ძლიერი ქავილი, თმის ძირებში ტილის კვერცხები და ტილების მოძრაობა კანზე.

მუნი

3მუნი არის კანის მქავანა დაზიანება, გამოწვეული მცირე ზომის ტკიპით, რომელიც ბინადრობს ადამიანის კანში და დებს კვერცხებს. ეს არ არის მხოლოდ სგგი, გადადის კანის ნებისმიერი უბნის კონტაქტით.

სიმპტომები: ძლიერი ქავილი, განსაკუთრებით ღამე. ახასიათებს გამონაყარი.

გონორეა

4

გონორეა ადვილად გადაცემადი და საკმაოდ მძიმე სგგი, რომელსაც შეუძლია უშილობის გამოწვევა, როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში. მკურნალობა მოიცავს ანტიბიოტიკოთერაპიას.

სიმპტომები: ძლიერი წვა შარდვის დროს, ინფექცია გადადის კანზე, სახსრებსა და შესაბამისი სურათია სისხლში. მამაკაცებში ემატება გამონადენი პენისიდან და სათესლეების შეშუპება. ქალებში – ვაგინალური გამონადენი, მენჯის მიდამოში ლოკალიზებული ტკივილი.
სიფილისი

5ადამიანიანების უმრავლესობა ვერ ამჩნევს სიფილისის ადრეულ ნიშნებს. მკურნალობის გარეშე შეიძება გახდეს სიბრმავის, დამბლების და სიკვდილის მიზეზიც კი. მკურნალობა მოიცავს დროულად დაწყებულ ანტიბიოტიკოთერაპიას.

სიმპტომები: რგოორც წესი პირველი ნიშანი არის უმტკივნეულო ღია ჭრილობები გენიტალიების ან ანუსის მიდამოში. დაავადება გადაეცემა სწორედ ამ ჭრილობებთან კონტაქტით. შემდგომში გამონაყარი შეიძლება სხეულის სხვადასხვა უბანზე გაჩნდეს, თან დაერთოს ცხელება და ძლიერი სისუსტე. მოგვიანებით სტადიებზე ზიანდება გული, თავის ტვინი, ღვიძლი, ნერვები და თვალები.

ქლამიდია
6ქლამიდია არის სგგი, რომელიც იწვევს უშვილობას არანამკურნალევ შემთხვევაში. მკურნალობა ანტიბიოტიკოთერაპიაა. თუმცა ხშირად დაავადება მიმდინარეობს უსიმპტომოდ და მკურნალობაც გვიანდება.

სიმპტომები მამაკაცებში: წვა და ქავილი პენისის თავთან, გამონადენი და მტკივნული შარდვა.

სიმპტომები ქალებში: სუნიანი გამონადენი საშოდან, ტკივილი სექსის და შარდვის დროს.

1-ლი ტიპის ჰერპესის ვირუსი

7ტუჩის კუთხესთან არსებული მტკივნეული გამონაყარი გამოწვეული ჰერპესის 1-ლი ტიპის ვირუსით. ეს არ არის სგგი და გადადის უშუალო კონტაქტის, მაგ, კოცნის დროს. პროცესი შეიძლება გადავიდეს გენიტალიებზე ორალური სექსის დროს. მკურნალობა ანტივირუსული პრეპარატებით ხდება, რომლებიც ეპიზოდს ხსნიან და არ კურნავენ.

სიმპტომები: ტუჩის კუთხეში სახასიათო ბუშტუკოვანი მტკივნეული გამონაყარი. ასეთივე სახასიათო გამონაყარია გენიტალიებზეც.

2-ე ტიპის მარტივი ჰერპესის ვირუსი

8.jpgგენიტალური ჰერპესის გამომწვევია 2-ე ტიპის მარტივი ჰერპესის ვირუსი. ახასიათებს მაღალი კონტაგიოზურობა და გადადის გამონაყართან კონტაქტით. მკურნალობა აგრეთვე სიმპტომურია, თუმცა ანტივირუსული მკურნალობა ხელს უწყობს რეციდივების გაიშვიათებას და სიმპტომების სწრაფ ალაგებას.

სიმპტომები: სითხით სავსე მტკივნეული ბუშტუკები, რომლებიც გენიტალიების, ანუსის, ბარძაყებისა და დუნდულების მიდამოში წარმოქმნიან წყლულებს. ორალური სექსის დროს შეიძლება გადავიდეს ტუჩებზე.

B ჰეპატიტი

9.jpgუსიმპტომოდ მიმდინარე ვირუსული ინფექცია, რომელიც შეიძლება ღვიძლის ძლიერი დაზიანების მიზეზი გახდეს. გადადის სისხლითა და სხვა ბიოლოგიურ სითხეებთან კონტაქტით. სრული განკურნება ვერ ხერხდება, მაგრამ დაავადების კონტროლი შესაძლებელია. ეფექტური B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინა.

სიმპტომები: გულისრევა-ღებინება, მუცლის ტკივილი, შარდის გამუქება, სკლერებისა და კანის საფარველის სიყვითლე. ქრონიკული ინფექცია შეიძება ღვიძის ციროზის და კიბოს მიზეზი გახდეს. ბევრ ადამიანს საერთოდ არანაირი სიმპტომი არა აქვს წლების განმავლობაში.

შიდსი (HIV/AIDS)

10.jpgაივ ასუსტებს ორგანიზმის მდგრადობას ინფექციების მიმართ. აივ გადადის დაუცველი სექსის დროს, სისხლთან უშუალო კონტაქტისას და დედიდან შვილზე მუცლადყოფნის პერიოდში. ინფექცია უსიმპტომოდ შეიძებლება არსებობდეს ორგანიზმში წლები, სისხლის ანალიზით ამ დროს ადვილად დგინდება ინფიცირებულია ადამიანი თუ არა. დროულად მკურნალობის ჩართვა მნიშვნელოვანია ლეტალური გამოსავლის თავიდან ასაცილებლად.

ადრეული ნიშნები: ინფიცირებულების ნაწილში დაავადება მიმდინარეობს უსიმპტომოდ, მაგრამ ნაწილში დაინფიცირებიდან 1-2 თვეში ვლინდება გრიპისმაგვარი მოვლენები: ლიმფური კვანძების გადიდება, ცხელაბა, თავის ტკივილი და დაღლილობა. აგრეთვე შეიძლება აღინიშნოს სტომატიტი.

ტრიქომონიაზი

11დაავადება გამოწვეული სქესობრივი კონტაქტის დროს გადამდები პარაზიტით. განკურნებადია.

სიმპტომები მამაკაცებში: ხშირად მამაკაცებში არის არასპეციფიური ნიშნები. შეიძლება აღინიშნოს გამონადენი ურეთრიდან და წვა შარდვის დროს.

სიმპტომები ქალებში: ქალებში აღინიშნება მოყვითალო-მომწვნო ძლიერი უსიამოვნო სუნით, ქავილი და ტკივილი სქესობრივი აქტის/შარდვის დროს. სიმტომები დაინფიცირებიდან დაახლოებით 28 დღის ვადაში ვლინდება.

რბილი შანკრი

12რბილი შანკრი არის ბაქტერიული ინფექცია, რომელიც სახასიათოა აფრიკისა და აზიისთის, იშვითად გვხვდება აშშ-შიც. იწვევს გენიტალურ წყლულებს და გადაეცემა უშუალოდ წულულთან კონტაქტისას. მკურნალობა მოიცავს შესაბამის ანტიბიოტიკოთერაპიას.

LGV (ვენერიული ლიმფოგრანულომა)

13გამოწვეული ქლამიდიის გარკვეული ტიპით, რომელიც საკმაოდ იშვიათია და ხშირია ანალური სქესობრივი კონტაქტით გადაცემა. ისევე როგორც სხვა ტიპის ქლამიდიოზის დროს, ანტიბიოტიკოთერაპია იწვევს გამოჯანმრთელებას.

სიმტომები: ღია წყლულები გენიტალიებსა და ანუსის მიდამოში, ცხელება, დაღლილობა და ლიმფური კვანძების გადიდება საზარდულის მიდამოში.

dT1hSFIwY0Rvdkx6TmpMVzFoYVd4amIyMHRiSGhoTG5ObGNuWmxjaTVzWVc0dmJXRnBiQzlqYkdsbGJuUXZhVzUwWlhKdVlXd3ZZWFIwWVdOb2JXVnVkQzlrYjNkdWJHOWhaQzkwWVhSME1GOHhMUzB0ZEcxaGFURTBOV1k1TmpRek5EQmhPV000WkRJN2FuTmxjM05wYjI1cFpEMUZPRFEwTnpFMU