მენჯის ანთებითი დაავადებები (მად)

bolit_jivot_vo_vremya_mesyachnih

მენჯის ანთებითი დაავადებები (მად) – ეს არის ქალის რეპროდუქციული სისტემის ანთებითი დაავადებები. მად სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების (სგგი) ყველაზე ხშირი გართულებაა: შეიძლება გამოიწვიოს საშვილოსნოს, საკვერცხეების, ფალოპის მილების ან ქალის რეპროდუქციული სისტემის სხვა ორგანოების შეუქცევადი დაზიანებები.

რამდენად ხშირია მად?

ყოველ წელს ამერიკაში 1 მლნ ქალს აღენიშნება მად სიმპტომები. სწორედ ამ მიზეზით ყოველწლიურად აქ 100,000 ქალი ხდება უშვილო. გარდა ამისა, საშვილოსნოს გარე ორსულობების უმრავლესობა სწორედ მად მიზეზით ხდება.

მად მიზეზები

როგორ წესი, საშვილოსნოს ყელი ასრულებს დამცველობით ფუნქციას და საშოში არსებული ფლორის გავრცელება არ ხდება შიგნითა სასქესო ორგანოებზე. სგგი დროს ყელი თვითონ ინფივირებულია და კარგავს დამცველობით ფუნქციას, რის გამოც ინფექცია ვრცელდება აღმავალი გზით. არანამკურნალევი ქლამიდია და გონორეა წარმოადგენს მად მიზეზების 90%. დანარჩენი 10% მოდის აბორტზე, მშობიარობას და საშვილოსნოსშიდა პროცედურებზე.

მად სიმპტომები

  • ყრუ ტკივილის და დისკომფორტის შეგრძნება კუჭის მიდამოში, ან მუცლის ქვემო ნაწილში;
  • პათოლოგიური გამონადენი საშოდან: მოყვითალო-მომწვანო, უსიამოვნო სუნით;
  • მტკივნეული შარდვა;
  • ცხელება;
  • გულისრევა-ღებინება;
  • ტკივილი სექსის დროს.

მად რისკები

  • ქალები სგგი-ით, განსაკუთრებით ქლამიდიოზითა და გონორეით;
  • ქალები ანამნეზში არსებული მად ნიშნებით;
  • სქესობრივად აქტიური თინეიჯერები მეტად მიდრეკილები არიან მად მიმართ, ვიდრე ზარდასრული ქალბატონები;
  • ქალები რამდენიმე სექსუალური პარტნიორით.

კვლევებმა აჩვენა, რომ საშოს გამორეცხვები ხელს უწყობს მად განვითარებას, რადგანაც განაპირობებს ბაქტერიების გავრცელებას აღმავალი გზით.

მად დიაგნოსტირება

დიაგნოსტიკა იწყება ანამნეზის დეტალური შეკრებით. აუცილებელია გამოირიცხოს სგგი. აუცილებელია ვაგინალური ნაცხის მიკროსკპია, თუ ექიმი საჭიროდ ჩათვლის გაკეთდება პაპ-ტესტიც. შესაძლოა საჭირო გახდეს:

  • სისხლის ანალიზი ინფექციებზე;
  • სასქესო სისტემის ექოსკოპია.

შედარებით იშვიათად ტარდება:

  • ენდომეტრიუმის ბიოფსია – პროცედურის დროს საშვისნოს ამომფენი ლორწოვანი გარსის მცირე ნაწილი იგზავნება შემდგომი კვლევისთვის;
  • ლაპაროსკოპია – მენჯის ღრუს ორგანოების დათვალიერება ინსტრუმენტული გზით.

მად მკურნალობა

მად დიაგნოსტირებისთანავე დაუყოვნებლივ იწყება მკურნალობა:

  • ანტიბიოტიკები – შესაძლოა საჭირო გახდეს ინტრავენური და ორალური ფორმის კომიბინირება, გააჩნია დაავადების მიმდინარეობას. ქალთან მად დიაგნოსტირებისას აუცილებელია პარტნიორის მკურნალობა, სიმტომების ქონა-არქონის მიუხედავად. წინააღმდეგ შემთხვევაში პირველივე სქესობრივი კონტაქტისას მოხდება რეინფექცია;
  • ქირურგიული ჩარევა – მად შეიძლება გახდეს პროცესის აბსცედირების მიზეზი, რაცა ანტიბიოტიკოთერაპია ვერ მოერევა, თუ არ მოხდა აბსცესის დრენირება. ჩარევა შეიძლება იყოს ლაპაროსკოპიული ან ოპერაცია ღია წესით.

როცა აბსცედირებულია საშვილოსნო ან საკვერცხეები, შეიძლება ქირურგმა გადაწყვიტოს ჰისტერექტომია, ან ოოფორექტომია.

მად პროფილაქტიკა

მად პრიფილაქტიკა შესაძლებელია. პირველ რიგში პრევენცია გულისხმობს სგგი დროულ დიაგნოსტიკასა და მკურნლობას.

  • მხოლოდ ერთი სექსუალური პატრნიორის ყოლა;
  • შემთხვევითი სქესობრი კავშრებისას გამოიყენეთ ბარიერული თავდაცვის საშუალებები, მიუხედავად იმისა კოკ იღებთ თუ არა!!!
  • გამორიცხეთ საშვილოსნოსშიდა სპირალის გაკეთება, თუკი რამდენიმე სექსუალური პარტნიორი გყავთ;
  • სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს, თუკი აღგენიშებათ რაიმე პათოლოგიური გამონადენი საშოდან, მად რაიმე სიმპტომი, სგგ, ან სისხლდენები მენტრუაციებს შორის პერიოდში;
  • იყოლიეთ პირადი გინეკოლოგი და მუდმივად აწარმოეთ სკრინინგული გინეკოლოგირუი გამოკვლევები.