L არგინინი და სექსუალური ჯანმრთელობა

DETAIL_PICTURE__70149596

L არგინინი, ისევე როგორც სხვა ამინომჟავები, წარმოადგენს საშენ მასალას, რომლისგანაც ორგანიზმი ასინთეზებს ცილებს, ჰორმონებსა და ფერმენტებს. პირველ რიგში L არგინინი ხელს უწყობს სექსის შემდგომი მიკროტრავმების რენეგერაციას, რადგანაც მოქმედებს რა ადგილლობრივად აძლიერებს უჯრედების აღდგენასა და ჭრილობების შეხორცებას. ორგანიზმში მოხვედრილი L არგინინი გადადის სისხლში და მისგან სითეზდება ფერმენტი (აზოტის მონოოქსისინთეტაზა) და უჯრედებს შიგნით წარმოიქმნედა აზოტის მომოოქსიდი (NO) – არამდგრადი შენაერთი, რომელიც ორგანიზმში არსებობს დაახლოებით 2 საათი.  NO ორგანიზმში ცირკულირების პროცესში ხდება სისხლძარღვების გლუვკუნთოვანი მუსკულატურის მოდუნება, რაც აუმჯობესებს სისხლისა და ლიმფის მიმოქცევას. NO მონაწილეობს როგორც უჯრედშიდა, ასევე უჯრედშორის პროცესებში. იგი აჩქარებს ნერვული იმპულსების გადაცემას ნერვულ სინაფსებში.

L არგინინი უფრო აზგნებადს ხდის ეროგენულ ზონებს და აგზნების სიგნალი უფრო სწრაფად გადაეცემა ჰიპოთალამუსს. დაღმავალი რეაქცია აგზნებაზე ვრცელდება აგრეთვე ადვილად.

L არგინინი ხელს უწყობს ისეთი პრობლემების მოგვარებას, როგორიცაა სქესობრივი განვითარების შეფერხება, მენსტრუალური ციკლის დარღვევები, მტკივნეული მენსტრუაცია, უშვილობის ზოგიერთი ფორმა და სპერმატოგენეზის დარღვევები. სათესლე სითხე ძალიან მდიდარია L არგინინით. ბავშვების კვების რაციონში L არგინინის უკმარისობით ფერხდება მათი სქესობრი განვითარება. L არგინინი აუცილებელია სპერმატოგენეზის ინტენსიფიკაციისთვის, რაც ეფექტურად გამოყენება უშვილობის მკურნალობაში. L არგინინი ზრდის ქალებსა და მამაკაცებში გენიტალიებისკენ სისხლის მოდინებას, ახანგრძლივებს სქესობრივ აქტს, აძლიერებს სექსუალურ შეგრძნებებს და ორგაზმს ხდის უფრო ხანგრძლივსა და ღრმას.

L არგინინი აძლიერებს რა ადგილობრივ იმუნიტეტს, ნაკლებას მოწყვლად ხდის ქალსა და მამაკაცს ინფექციების მიმართ.

L არგინინის ეფექტი ქალებში

L არგინინი არის ძირითად კომპონენტი, რომლისგანაც სინთეზდება სასქესო ჰორმონები. მისი დეფიციტი სერიოზულ ჰორმონალურ დისბალანსს იწვევს.

L არგინინი ქალებში იწვევს რიგი დაავადებების პროფილაქტიკას: საშილოსნოს ფიბრომიომა, მასტოპათია, საკვერცეების პოლიკისტოზი, მკერდის კიბო, საშვილოსნოს კიბო, საშვილოსნოს ყელის ეროზიები, პოლიპები, კისტები, უშვილობის ზოგიერთი ფორმა, სქესობრივი მომწიფების შეფერხება. ხელს უშლის ნაადრევი კლიმაქსის დადგომას, ამსუბუქებს უკვე დამდგარი კლიმაქსის სიმპტომებს, არეგულირებს მენსტრუალურ ციკლს, ზრდის ლიბიდოს და მგრძნობელობას ქალებში.

L არგინინი ხელს უწყობს ბართოლინის ჯირკვლების ფუნქციის ნორმალიზებას, რის გამოც რეგულირდება საშოს სეკრეტის სინთეზი და შესაბამისად იხსნება სიმშრალე და დისკომფორტი სექსის დროს. მეორეს მხრივ, საშოს სეკრეტის მუდმივი განახლება ხელს უშლის პათოლოგიური ბაქტერიების გამრავლებას საშოში.

L არგინინი განაპირობებს ეროგენული ზონების მგრძნობელობის მიმატებას, საშოს ლორწოვანის ინერვაციის გაზრდას და ორგაზმის დადგომას. აუმჯობესებს სისხლისა და ლიმფის მიმოქცევას ქალის გენიტალიებში, რაც თავის მხრივ ხელს უშლის მენჯის ღრუში შეგუბებით პროცესებს და ახდენს მენჯის ღრუს ქრონიკული და ონკოლოგიური დაავადებების პრევენციას.

L არგინინის ეფექტი მამაკაცებში

L არგინინი ძალიან მნიშვნელოვანი მამაკაცის სქესობრივი აქტივობისთვის.

L არგინინი აძლიერებს სპერმატოგენეზს და უშვილობის უმთავრესი პრობლემის პრევენტატორია.

L არგინინი ზრდის რა სისხლის ნაკადს პენისისკენ და NO სინთეზის გაძლიერების გზით იწვევს პენისის მღიმოვანი სხეულების გლუვკუნთოვანი მუსკულატურის მოდუნებას, ერექციას ხდის სრულფასოვანს, ახანგრძივებს სქესობრივ აქტს, აძლიერებს შეგრძნებებს და ორგაზმს ხდის უფრო ღრმას და მძაფრს.

L არგინინი აძლიერებს ლიბიდოს და სექსუალურ ლტოლვას.