სექსისთვის მზადყოფნა

tabletki-i-seks_1

სექსუალური ლტოლვა – საოცარია. სექსით შეისაძლებელია სიყვარულის გამოხატვა, სიამოვნების მიღება და ემოციების გაცემა, საკუთარი თავის და პარტნიორის უკეთ გაცნობა. ამას გარდა, სექსი ძალიან  პირადულია, მნიშვნელოვანი და შესაძლოა დატოვოს ძლიერი მოწყვლადობის შეგრძნება.

სექსუალური ლტოლვა არის ცალსახად თქვენი შეგრძნება და მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ განსაზღვროთ, როდის ხართ, მზად სექსისთვის. რაც უფრო მნიშვნელოვანია, არავის აქვს უფლება მოახდინოს ზეწოლა თქვენზე. თუ თქვენ არ ხართ მზად სექსისთვის, თუნდაც ამ კონკრეტულ ადამიანთან ადრე გქონოდათ ფიზიკური კავშირი, თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ, გამოხატოთ თქვენი პოზიცია და განაცხადოთ უარი. თქვენ ერთადერთი ადამიანი ხართ, ვისაც აქვს უფლება და შეუძლია მართოს საკუთარი სურვილები და ქცევები.

სექსისთვის მზადება მოიცავს პირველ რიგში პარტნიორთან საკუთარ სურვილებზე საუბარს. აუცილებელია, პარტნიორს ესმოდეს თქვენი, პატივს გცემდეთ და გქონდეთ სულიერი სიახლოვე (აუცილებელია პარტნიორი იყოს თქვენთან გულახდილი, გიყვებოდეთ თავის ცხოვრებასა და პრობლემებზე).

სულიერი სიახლოვე სექსამდე აუცილებელია, რადგანაც იძლევა საშაულებას გაარკვიოთ, ეს ნამდვილად ის ადამიანია, ვისთანაც ურთიერთობაში ფიზიკური კომპონენტიც უნდა გქონდეთ, თუ არა. თუკი ურთიერთობაში შეგიძლიათ გამოხატოთ ნებისიერი ემოცია შეუცვლელად, იტიროთ, როცა გტკივათ, ან გწყინთ, იცინოთ უკომპლექსოდ, როცა გიხარიათ და ხართ თქვენი პარნტიორის კომფორტის ზონის ნაწილი, მაშინ ეს სწორედ ის ურთიერთობაა.

სექსი ძლიერ ემოციებს იწვევს ადამიანში, მათ შორის ბევრ ახალს, ამიტომაც აუცილებელია სექსის შემდგომ მოსალოდნელ შედეგებზე, ემოციებზე, შეგრძნებებსა და შესაძლო რისკებზე დაფიქრება. გარდა ამისა საჭიროა, თავდაცვის საშუალების არჩევა.

როგორ იგრძნობთ თავს სექსის შემდეგ? რატომ არის ამ კონკრეტულ ადამიანთან ამ კონკრეტულ მომენტში სექსი კარგი იდეა? რას იგრძნობთ პარტნიორის მიმართ სექსის შემდეგ? რა დამოკიდებულება ექნება მას თქვენს მიმართ? ნაპოვნი გაქვთ თუ არა საშუალება, რომელიც დაგიცავთ სგგი და არასასურველი ორსულობისგან?

თქვენი ემოციები და სხეული გეკუთვნით თქვენ და თქვენი გადასაწყვეტია, როდის და ვისთან გექნება სექსი. აუცილებელია საკუთარ თავს მისცეთ დრო და საშუალება, რათა მიიღოთ საუკეთესო გადაწყვეტილება. არ მისცეთ პარტნიორს უფლება, უარის შემთხვევაში თავი დამნაშავედ გაგრძნობინოთ. თუ შინაგანად არ გინდა სექსი და პარტნიორის სურვილის გათვალისწინებით თანხმდებით, გაცილებით მეტ ზიანს აყენებთ საკუთარ თავს, ვიდრე წარმოგიდგენიათ.

არ დაგავიწყდეთ, ის სოციოკულტურული გარემო, რომელიც გვზღუდავს და გვაიძულებს, მისთვის მისაღები ნორმების შესაბამისად გადავწყვიტოთ. გახსოვდეთ, სექსი უნდა გქონდეთ თუ არა, საჭიროებს სერიოზულ დაფიქრებას, მაგრამ არა საზოგადოებრივი აზრის, არამდე იმ შედეგების გამო, რომელიც მოჰყვება არასწორად არჩეულ პარტნიორს და ურთიერთობას.

სანამ მიიღებთ გადაწყვეტილებას კარგად დაფიქრდით და გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნუ ინანებთ მას!!!