სგგი – კლასიფიკაცია

thumbnail_2სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების (სგგი) კლასიფიკაციამ ბევრჯერ იცვალა სახე და დღესდღეობით მოიცავს რამდენიმე ისეთ დაავადებას, რომელიც კლასიკურად ვენერიულად არ ითვლება.

ინფორმაციის გასამარტივებლად შეგვიძლია, სგგი დავყოთ ჯგუფებად:

  1. ბაქტერიული გენეზის 5 ვენერიული დაავადება – სიფილისი, გონორეა, რბილი შანკრი, საზარდულის ლიმფოგრანულომატოზი და დონოვანოზი.
  2. ვირუსული ინფექციები, რომლებიც აზიანებენ სხვა ორგანოთა სისტემებსაც და აქვთ გადაცემის სხვა გზებიც:
    * აივ ინფექცია;
    * B და C ჰეპატიტები;
    * მე-2 ტიპის მარტივი ჰერპესვირუსი;
    * ადამიანის პაპილომავირუსი;
    * ციტომეგალოვირუსი.
  3. პროტოზოული ინფექციები:
    * ტრიქომონიაზი.
  4. სხვა ბაქტერიული ინფექციები:
    * ქლამიდიოზი;
    * ურეაოლაზმოზი და მიკოპლაზმოზი.
  5. პარაზიტული დაავადებები:
    * მუნი;
    * ბოქვენის ტილი.
  6. პირობით პათოგენური ფლორით გამოწვეული:
    * გარდნერელოზი;
    * კანდიდოზი.