ICD-10 სექსუალური დისფუნქციები

F-52 სექსუალური დისფუნქცია, რომელიც არ უკავშირდება ორგანულ დარღვევებსა და დაავადებებს

F-52.0 სექსუალური ლტოლვის არ არსებობა ან დაკარგვა

სექსუალური ლტოლვის დაკარგვა არის ძირითადი პრობლემა  და არ არის რაიმე სხვა სექსუალური პრობლემის (ერექტიული დისფუნქცია, ან დისპერუნია) შედეგი.

F-52.1 სექსუალური კავშირის მიმართ ზიზღი და სექსუალური სიამოვნების არქონა

სექსის ქონის პერსპექტივა იწვევს ისეთ შიში და განგაშს, რომ ადამიანი იძულებულია თავი აარიდოს ურთიერთობას; ან სექსუალური რეაქცია ნორმალურია და ადამიანი განიცდის ორგაზმს, მაგრამა ამას არ ახლავს შესაბამისი სასიამოვნო შეგრძნებები.

F-52.2 გენიტალური რეაქციის უკმარისობა

კაცებისთვის წამყვანი პრობლემა არის ერექციის დარღვევა (ერექციის წამოწყება და/ან მისი შენარჩუნება). ქალებში ძირითადად არის საშოს სიმშრალე.

F-52.3 ორგაზმული დისფუნქცია

ორგაზმი ან არ დგება, ან მნიშვნელოვნად გვიანდება.

F-52.4 ნაადრევი ეაკულაცია

ეაკულაციის კონტროლის შეუძლებლობა იმ ზომამდე, რომ დაკმაყოფილდეს პარტნიორი.

F-52.5 არაორგანული ვაგინიზმი

საშოსა და მენჯის ფსკერის კუნთების სპაზმი, რაც ხელს უშვლის პენისის საშოში შეღწევას, ან ეს პროცესი მტკივნეულია.

F-52.6 არაორგანული დისპარეუნია

ტკივილის შეგრძნება სექსუალური აქტის დროს, როდესაც გამორიცხულია ტკივილის ორგანული მიზეზი. ეს ქვეპუნქტი შეეხება როგორც ქალებს, ასევე მამაკაცებს.

F-52.7 მომატებული სექსუალური ლტოლვა

ნიმფომანია, სატირიაზი

F-52.8 სხვა არაორგანული სექსუალური დისფუნქცები

F-52.9 დაუზუსტებელი არაორგანული სექსუალური დისფუნქციები

 

F-64 სქესობრივი იდენტობის დარღვევა

F-64.0 ტრანსსექსუალიზმი

სურვილი იცხოვრონ და გარშემომყოფთაგან აღქმული იყოს საპირისპირო სქესის ადამიანად. დისკომფორტი თავისი ანატომიური სქესისგან, რასაც ახლავს სურვილი ქირურგიული ან ჰორმონალური მკურნალობით მიიღოს სასურველი სქესის გარეგნობა. დიაგნოზის დასმისთვის აუცილებელია მყარი ტრანსსექსუალიზმის არსებობა მინიმუმ 2 წლის მანძილზე.

F-64.1 ტრანსროლური ქცევა, ანუ ტრანსვსტიზმი ორმაგი როლით

პერიოდულად საპირისპირო სქესის ტანსაცმლის ტარება, რასაც არ ახლავს სქესის შეცვლის სურვილი. ტანსაცმლის ტარების დროს არ არის  სექსუალური აგზნება, რაც მას განასხვავებს ფეტიშიზმისგან.

F-64.2 სქესობრივი იდენტობის დარღვევა ბავშვებში

დიაგნოსტირდება პუბერტატულ ასაკამდე და მდგომარეობს სქესით უკმაყოფილებით გამოიხატება: მე არ ვარ გოგო, მე ვარ ბიჭი, ან პირიქით. რაც ატარებს მუდმივ ხასიათს.

F-64.8 სქესობრივი იდენტობის სხვა დარღვევები

F-64.9 სქესობრივი იდენტობის დარღვევები დაუზუსტებელი

F-65 პარაფილიები

F-65.0 ფეტიშიზმი

გარკვეულ უსულო საგნებსა და სტიმულატორებზე ორიენტირება სექსუალური აგზნებისა და სიამოვნების მისაღებად. მისი არ არსებობის პირობებში შეუძლებელია სიამოვნების განცდა.

F-65.1 ფეტიშური ტრანსვესტიზმი

საპირისპირო სქესის ტანსაცმლის ტარება კონკრეტულად სექსუალური სიამოვნების მიღების მიზნით, რის შემდეგაც ინდივიდ სუჩნდება სურვილი, გათავისუფლდეს ამ ტანსაცმლისგან. ეს დარღვევა შეიძლება განხილული იყოს, როგორც ტრანსვესტიზმის ადრეული სტადია.

F-65.2 ექსჰიბიოციონიზმი

ტენდენცია, საკუთარი გენიტალიები აჩვენოს ხალხს საზოგადოებრივ ადგილებში. ამ დროს არ არის გამოხატული სქეოსბრივ კონტაქტშჰი შესვლის დურვილი. ჩვეულებრივ, მაგრამ არა ყოველთვის გენიტალიების დემონსტრირების მომენში გამოხატულია აგზნება და თანხლებულია მასტურბაციით.

F-65.3 ვუაიერიზმი

ტენდენცია, ადევნოს თვალყური ადამიანების ქმედებებს სქესობრივი აქტის ან გახდის პროცესში. ეს ხდება ჩუმად და თან ახლავს სექსუალური აგზნება და მასტურბაცია.

F-65.4 პედოფილია

სექსუალური ლტოლვა პრეპუბერტატული ან ადრეული პუბერტატის ასაკის ბავშვების მიმართ.

F-65.5 სადომაზოხიზმი

სექსუალური ლტოლვა ტკივილის მიყენების ან მისი განცდის მიმართ. მოიცავს სადიზმსაც და მაზოხიზმსაც, თუმცა ხშირად ეს ორი მომენტი გამოხატულია ერთად.

F-65.6 მრავლობითი პარაფილიები

ზოგჯერ ერთ პაციენტს გამოხატული აქვს ერთდროულად რამდენი პარაფილია და მათი რანჟირება რთულია.

F-65.8 სხვა პარაფილიები

“ბინძური” სატელეფონო ზარები, საზოგადიებრი ტრანსპორტში ხახუნის სურვილი, ზოოფილია, მოგუდვის ან მოხრჩობის გამოყენება სექსუალური აგზნების გასაძლიერებლად და ა.შ.

F-65.9 სხვა დაუზუსტებელი პარაფილიები

 

F-66 ორიენტაციისა და სქესობრივი განვითარების ფსიქოლოგიური და ქცევითი დარღვევები

F-66.0 სქესობრივი მომწიფების დარღვევა

პაციენტი განიცდის გაურკვევლობას თავისი ორიენტაციისა და სქესის მიმართ, რაც ხდება დეპრესიისა და განგაშის მიზეზი. უხშირესად გამოხატულია მოზარდებში, რომლებიც ვერ გარკვეულად არიან ჰომოსექსუალები, ბისექსუალები, თუ ჰეტეროსექსუალები, ან პირებში, რომლებსაც გარკვეული ჰქონდათ ორიენტაცია, მაგრამ ხანგრძლივი ურთიერთობის პირობებში ორიენტაცია იცვლება.

F-66.1 ეგოდისტონიური სექსუალური ორიენტაცია

ორიენტაცია და სქესი გარკვეულია და არ იწვევს ეჭვს, მაგრამ ინდივიდს უნდა ამის შეცვლა თანდართული ქცევის ფსიქოლოგიური დარღვევების გამო. შესაძლოა, ამ დროს ინდივიდმა მიაღწიოს მკურნალობას.

F-66.2 სექსუალური კავშირების დარღვევა

სქესობრივი იდენტობა და/ან ორიენტაცია ქმნის პრობლემას და სირთულეს ურთიერთობის ფრომირება/შენარჩუნებაში.

F-66.8 ფსიქოლოგიური განვითარების სხვა დარღვევები

F-66.9 ფსიქოლოგიური განვითარების დაუზუსტებელი დარღვევები