CDC მონაცემები სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებზე

STD

CDC მონაცემებით აშშ-ში სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების (სგგი) სიხშირემ მნიშვნელოვნად იმატა.

2014 წელს ქლამიდიოზის ყველაზე მაღალი მაჩვენებლი დაფიქსირდა, ასევე იმატა გონორეისა და სიფილისის მაჩვენებლებმაც.

ინფექციების რიცხვის ასეთ ზრდას ვერ ხსნის CDC, მაგრამ მათი ეპიდემიოლოგი Sarah Kidd, M.D. აღნიშნავს, რომ ბოლო წლებში პრეზერვატივის გამოყენება მკვეთრად შემცირდა.

ვაშინგტონის უნივერსიტეტის პროფესორი Bradley Stoner, M.D., Ph.D. აცხადებს, რომ ადამიანები აღარ არიან დაუცველი სექსით ისეთი შეშინებულები, როგორც ეს იყო 80-იან წლებში შიდსის ეპიდემიის დროს.

აშშ-ში სგგი ეპიდემიოლოგიის შესახებ ინფორმაციას გვაძლევს ქვემო მოყვანილი გრაფიკები:

ქლამიდია

chlaymydia

ქლამიდიის დარეგისტრირებულ შემთხვევათა რაოდენობა 10 წლის განმავლობაში 1994 წლის 450 000 შემთხვევიდან 2014 წლის 1,5 მლნ შემთხვევამდე გაიზარდა.

დაავადება იწვევს წვას შარდვის და ეაკულაციის დროს, თუმცა შემთხვევათა დიდ ნაწილში მიმდინარეობს უსიმპტომოდ.

იქიდან გამომდინარე, რომ ეს ბაქტერიული ინფექციაა ის ემორჩილება ანტიბიოტიკოთერაპიას.

სიფილისი

syphilis

სიფილისის მაჩვენებლები უმნიშვნელოა მეორე მსოფლიო ომის დროს არსებულ ინფექციის პიკთან შედარებით. 2000 წელს ინფექციის რაოდენობამ რეკორდულ მინიმუმს მიაღწია.

თუმცა გადავხედოთ, რა მოხდა მას შემდეგ:

mh-syphilis-increase1_0

მაჩვენებლები გაორმაგდა.

ბაქტერიული ინფექცია იწვევს წყლულებს გენიტალიებსა და პირის ღრუში, გამონაყარს ხელებსა და ფეხებზე, ტკივილს ყელში და ცხელებას.

იკურნება ანტიბიოტიკოთერაპიით და არანამკურნალევ შემთხვევაში შესაძლოა, დასრულდეს ფატალურად.

გონორეა

gonorrhea

გონორეის შემთხვევების მისი 1978 წლის პიკის შემდეგ მკვეთრად შემცირდა, მაგრამ 2009 წლის შემდეგ ისევ დაიწყო მატება.

ინფექცია იწვევს დისკომფორტს შარდვის და ეაკულაციის დროს.

იკურნება ანტიბიოტიკო თერაპიით, თუ აღნიშნული შემთხვევა არ არის მედიკამენტ-რეზისტენტული სუპერგონორეა (თუმცა ეს შემთხვევაც ექვემდებარება რამდენიმე ანტიობიოტიკის კომბინაციას).

თავდაცვა

სგგი ეხება ყველას, არ მოტყუვდეთ და არ იფიქროთ, რომ ეს თქვენ არ გეხებათ!!!

პირველი ნაბიჯი: თუ არ ხართ ხანგრძლივ მონოგამიურ ურთიერთობაში, თან ატარეთ პრეზერვატივი!

დარწმუნდით, რომ სწორად იყენებთ პრეზერვატივს!

მიუხედავად პრეზერვატივის სწორად გამოყენებისა, ეპიდემიოლოგი Sarah Kidd, M.D. ამტკიცებს, რომ სიფილისი შეიძლება გადაგედოთ პრეზერვატივით დაუფარავი უკვე დაავადებული კანის ნაწილიდან.

ნაბიჯი მეორე: გაიარეთ ტესტირება სულ მცირე წელიწადში ორჯერ!!!

წყარო: http://www.menshealth.com