კომერცია გინეკოლოგიაში

images

აღნიშნულ სტატიაში მოკლედ იქნება გადმოცემული რამდენი სიტუაცია გინეკოლოგის კაბინეტში, რომელიშიც ნებისმიერი ქალბატონი შეიძლება აღმოჩნდეს.

  1. მრავალრიცხოვანი ანალიზები კონტრაცეფციის მეთოდის შესარჩევად:
    თუკი ქალბატონო ჯანმთელია და სურს, კონტრაცეფციის რომელიმე კონკრეტული მეთოდი გინეკოლოგმა შეურჩიოს, საკმარისია გინეკოლოგიური გასინჯვა, ულტრაბგერითი კვლევა და უკუჩვენებების გამორიცხვა. ჰორმონალური ანალიზები ნამდვილად არ მიუთითებს, კონტრაცეფციის რომელი მეთოდი უნდა აირჩიოს ექიმმა სასურველი ეფექტისთვის.
  2. ურეაპლაზმის და მიკოპლაზმის მკურნალობა აუცილებელია:
    ურეაპლაზმა და მიკოპლაზმა ნორმაში ქალისა და მამაკაცის სასქესო სისტემაში შეიძლება არსებობდეს ყოველგვარი დაავადების გარეშე. ორივე გამომწვევი შეიძლება ბანალური კვლევის დროს აღმოაჩნდეს კლინიკურად სრულიად ჯანმრთელ ადამიანს. მკურნალობა უნდა დაიწყოს მხოლოდ ერთ-ერთ პარტნიორში კლინიკური სიმპტომატიკის გამოჩენისას, ან დაგეგმილი ორსულობის წინ. თანამედროვე მედიცინაში ესეც არ ითვლება მიზანმიმართულად, რადგანაც გართულებების რისკი მინიმალურია, მკურნალობა კი ძალიან აგრესიული. ორსულობის დროს ურეაპლაზმა/მიკოპლაზმის მკურნალობაც საეჭვოა, რადგანაც ეფექტი არ არის კლინიკურად დამტკიცებული
  3. პაპილომავირუსის აღმოჩენისთანავე საჭიროა მკურნალობის დაწყება, რადგანაც საშვილოსნოს ყელის კიბოს იწვევ:
    დღეისათვის არ არსებობს არც ერთი ეფექტური პრეპარატი ადამიანის პაპილომავირუსის წინააღმდეგ. მისი განკურნება შეუძებელია!!! მხოლოდ იმუნიტეტს შეუძლია ვირუსის რეპლიკაციის დათრგუნვა. რაც შეეხება საშვილოსნოს ყელის კიბოს რისკს: თუ ჯაჭვურ-პოლიმერაზული რეაქციით აღმოჩენილ იქნა მაღალი ონკოგენური რისკის ადამიანის პაპილომავირუსი, აუცილებელია კოლპოსკოპიისა და პაპ-ტესტის ჩატარება. ეს მეთოდი საშუალებას იძლევა  ყელის პათოლოგია დიაგნოსტირდეს კიბომდელ ეტაპზე და განიკურნოს სრულიად!!!
  4. დაისვა საშვილოსნოს ყელის ეროზიის დიაგნოზი და საჭიროა ჩატარდეს მკურნალობა:
    დავიწყოთ იმით, რომ მოძველდა ტერმინი “საშვილოსნოს ყელის ეროზია” – მიღებულია “საშვილოსნოს ყელის ექტოპია. ეს საკმაოდ გავრცელებული და პრაქტიკულად უწყინარი პათოლოგიაა. მისი მკურნალობა იწყება ორ შემთხევაში: სექსის შემდეგ თუ ვლინდება სისხლიანი გამონადენი და თუ ქალს აღენბიშნება ჭარბი უსუნო გამონადენი. შემთხვევათა უმრავლეს ნაწილში ექტოპია ალაგდება დამოუკიდებლად, მაგრამ 1 წლის შემდეგ აუცილებელია კოლპოსკოპია-პაპ ტესტის გამეორება.
  5. დიაგნოზი “გარდნერელოზი”:
    ეს დიაგნოზი დღევანდელ მედიცინაში არ არსებობს. არსებობს “ბაქტერიული ვაგინოზი”, რომელიც მოიცავს საშოს პირობით პათოგენური რამდენიმე ბაქტერიის ჭარბ გამრავლებას, მათ შორისაა გარდნერელაც. იმისთის, რომ ბაქტერიული ვაგინოზის დიაგნოზი დაისვას, არსებობს სპეციალური კრიტერიუმები – ამსელისა და ბალ ნიუჯენტის კრიტერიუმები (ამ კრიტერიუმებზე დეტალურ ინფორმაციას მომავალ სტატიაში გაგაცნობთ).
  6. რძიანა – Candida albicans:
    საშოს მიკროფლორის ნორმალურ შემადგელობაში შედის სოკო კანდიდაც და მისი ვაგინალური ნაცხის ანალიზში გამოვლენა არ ნიშნავს დაავადებას. თუკი ქალს არ აღენიშნება – ჭარბო ხაჭოსებრი გამონადენი, სიწითლე, შეშუპება, გამონაყარი, წვა, ქავილი – არანაირი მკურნალობის ჩატარება არ არის საჭირო!!!
  7. საკვერცხის პატარა ენდომეტროიდული კისტების ამოკვეთა:
    2 სმ-მდე პატარა კისტებზე უნდა იწარმოოს დინამიკაში დაკვირვება, არ არის ქირურგიული ჩარევა საჭირო, რადგანაც ორსულობა და მშობიარობა მათ ფონზეც უსაფრთხოა.
  8. ერთდროულად საჭიროა 10-15 პრეპარატის მიღება:
    ხაზგასმის დაიმახსოვრეთ: გინეკოლოგიური დაავადებების ეფექტური მკურნალობისთის არ არის საჭირო იმუნომოდულატორები, ინტერფერონი, ვიტამინები, ბიოლოგიურად აქტიური დანამატები, ჰეპატოპროტექტორები და საშოს და/ან ნაწლავური მიკროფლორის აღმდგენი საშუალებები. დიაგნოზის მიხედვით სამკურნალოდ საკმარისია 2-3 პრეპარატის დანიშვნა.
  9. საშვილოსნოს მიომის დროს საშვილოსნო ამოსაკვეთია:
    მიომის მკურნალობა მენოპაუზის დროს გაცილებით ეფექტურია – საშილოსნოს არტერიების ემბოლიზაციით. ეს არ ეხება შემთხვევებს, როცა მიომა ზომაში მატულობს. საშვილოსნოს ამოღების საკითხი დგება, როცა მიომა ძალიან დიდი ზომისაა და საშვილოსნოს ჯანსაღი ქსოვილის დიფერენცირება ძნელდება.
  10. ადენომიოზის მკურნალობა აუცილებელია:
    სტანდარტული ექო კვლევით დასმული ადენომიოზის დიაგნოზი და არანაირი კლინიკური გამოვლინება – მკურნალობა არ არის საჭირო. ადენიომიოზი ძალიან სერიოზული დაავადებაა, რომლის დროსაც ენდოემტრიუმი ინერგება საშვილოს კუნთოვან შრეში, რაც ხდება ხანგრძივი და მტკივნეული მენტრუაციის მიზეზი. ადენიომიოზი სიმპრომების გარეშე არ საჭიროებს მკურნალობას, რადგანაც თვითონვე რეგრესირებს მენოპაუზის შემდეგ.