ლეიკორეა

images.jpg

ორსულობის დროს ქალის ორგანიზმში უარმავი ცვლილება ხდება. პირველი, რასაც ქალი ამჩნევს თეთრი გამონადენია საშოდან. მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, სად გადის ნორმის ზღვარი და სად უნდა ჩამოჰკრან განგაშის ზარი.

ნორმალური გამონადენი საშოდან:

საშოდან ორსულობის დროს ნორმალური გამონადენი არის გამჭვირვალე-მოთეთრო-რძისფერი და სუნის გარეშე – სწორედ ეს არის ლეიკორეა.

ორსულობის დროს არ არის რეკომენდებული:

  • ტამპონების გამოყენება: საშოში ახალი მიკრობების მოხვედრას უწყობს ხელს;
  • საშოს გაორეცხვები: არღვევს საშოს მიკროფლორის ბალანსს და ხელს უწყობს პირობით-პათოგენური ფლორით გამოწვეულ ინფექციებს ;
  • ვაგინალური ინფექციის თვითმკურნალობა.

ორსულობის დროს:

  • ატარეთ ბამბის ქსოვილის თავისუფალი საცვლები;
  • ყველა ცვლილება ჩაინიშნეთ და ვიზიტის დროს აცნობეთ გინეკოლოგს.

პათოლოგიური გამონადენი საშოდან:

თუკი საშოდან გამონადენი იღებს მოყვითალო ან მომწვანო ფერს, აქვს მძაფრი ან უსიამოვნო სუნი, ახლავს სიწითლე, ქავილი, ან წვა – ეს ვაგინალური ინფექციის სიმპტომებია და დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ მკურნალ ექიმს.

ორსულობის დროს ყველაზე გავრცელებული ინფექცია არის კანდიდოზი – სოკო და/ან ბაქტერიული ვაგინოზი.

ორსულობის დროს არანაირ ინფექციას არ უმკურნალოთ დამოუკიდებლად!!!