MonaLisa Touch™ – საშოს ლაზერული გაახალგაზრდავება

dT1hSFIwY0Rvdkx6TmpMVzFoYVd4amIyMHRiSGhoTG5ObGNuWmxjaTVzWVc0dmJXRnBiQzlqYkdsbGJuUXZhVzUwWlhKdVlXd3ZZWFIwWVdOb2JXVnVkQzlrYjNkdWJHOWhaQzkwWVhSME1GODJMUzB0ZEcxaGFURTBaV1V3TXpFd1pXUXpOVFF6Tk

თანდაყოლილი პათოლოგიები, გადატანილი ქირურგიული ჩარევები და მენოპაუზა შესაძლოა გახდეს საკვერცხეებში ესტროგენების გამომუშავების დაქვეითები მიზეზი, რაც თავის მხრივ ვაგინალური ატროფიის საფუძველი ხდება.

სასქესო გზები განსაკუთრებით მგრძნობიარეა ჰორმონალური ძვრების მიმართ და ესტროგენების დაბალი დონე ქალების უმრავლესობაში იძლევა ვაგინალური ატროფიის ტიპიურ სიმპტომებს, რომლებიც ხელს უშლიან ნორმალურ სექსუალურ ცხოვრებას, იწვევენ დისკომფორტს, შარდის შეუკავებლობას და სხვა უსიამოვნო შედეგს.

დღეისათვის მსგავსი დელიკატური დეა ფრიად არასასიამოვნო პრობლემის მოგვარების გზა არის ლაზერული თერაპია – MonaLisa Touch™.

Screen-Shot-2015-09-09-at-4.48.47-PM

MonaLisa Touch უსაფრთხოების და ეფექტურობის კუთხით არა აქვს ანალოგი – DEKA-ს წარმოებული ლაზერული სამედიცინო აპარატი საშოს გაახალგაზრდავებაში უკონკურენტოა.

 

MonaLisa Touch™ გამოყენების ჩვენებები

ვაგინალური ატროფიის დროს პაციენტები ყველაზე ხშირად უჩივიან წვისა და სიმშრალის შეგრძნებას საშოში. შესაძლოა, აღინიშნებოდეს გამონადენი საშოდან (ლიმფორეა). ქალების უმრავლესობას აქვს ტკივილი და უმნიშვნელო სისხლიანი გამონადენი სქესობრივი კონტაქტის დროს. ამის გამო მეორადად ვითარდება სქესობრივი აქტივობის დაქვეითება, რაც თავის მხრივ არის ფსიქოლოგიური დისკომფორტი და წარმოშობს პრობლემებს პარტნიორებს შორის.

  1. ვულვო-ვაგინალური და ურეთრო-ვაგინალური ატროფია (განსაკურებით მენოპაუზაში);
  2. საშოს ლორწოვანის ეპითელიუმის ცვლილებები/გათხელება/ანთება;
  3. დისპარეუნია;
  4. საშოს მიკროფლორისა და pH  დარღვევა;
  5. უნებლიე შარდვის ადრეული სტადია;
  6. შარდის შეუკავებლობა (ატროფიითა და საშოს წინა კედლის მსუბუქად გამოხატული დაწევით გამოწვეული);
  7. საშოს კედლოს დაშვება/ზომაში მატება/ტონუსის დაქვეითება (მშობიარობის შემდეგ);
  8. შორისის ან ანუსის ნახეთქები;
  9. ვულვის ლორწოვანისა და გარეთა სასქესო ორგანოების ფერისა და ტონუსის დაქვეითება;
  10. საშოს ტრავმები და ნაწიბურები;
  11. სასქესო ორგანოების მიდამოში პიგმენტაციის დარღვევა ჰორმონალური პრობლემების დროს.

 

MonaLisa Touch™ უპირატესობები

  1. პროცედურის ხანგრძლივობა შეადგენს 15-30 წუთს;
  2. პროცედურის შემდგომ პაციენტები არ აღნიშნავენ არანაირ დისკომფორტს;
  3. ლაზერული პროცედურა აღადგენს პრობლემის როგორც ესთეტიურ, ასევე ფუნქციურ მხარეს;
  4. არ აქვს სქესობრივ ცხოვრებაზე შეზღუდვა;
  5. აღნიშნული პროცედურა შემოიფარგლება ამბულატორიული მანიპულაციით და არ საჭიროებს მედიკამენტების მიღებას.

 

როგორ ტარდება პროცედურა MonaLisa Touch™?

dT1hSFIwY0Rvdkx6TmpMVzFoYVd4amIyMHRiSGhoTG5ObGNuWmxjaTVzWVc0dmJXRnBiQzlqYkdsbGJuUXZhVzUwWlhKdVlXd3ZZWFIwWVdOb2JXVnVkQzlrYjNkdWJHOWhaQzkwWVhSME1GODFMUzB0ZEcxaGFURTBaV1V3TXpFd1pXUXpOVFF6Tk

პროცედურა ნაკლებად ინვაზიურად ითვლება და არ საჭიროებს ანესთეზიას. ლაზერული თერაპიის დროს არ არის საჭირო განაკვეთები და ნაკერები. სეანსი გრძელდება 15-30 წუთი. СО2 ლაზერის საშოს, ვულვის ლორწოვანებზე და გარეთა სასქესო ორგანოების კანზე ზემოქმედებით ხდება ქსოვილების ნაწილობრივი აბლაცია და გათბობა. ეს ხდება ქსოვილების რეგენერაციისა და განახლების გამშვები მექანიზმი, დაზიანების უბანებში სისხლმომარაგება უმჯობესდება და ზრდის ფაქტორების (ზრდის ეპიდერმული ფაქტორი, ფიბრობლასტების ზრდის ფაქტორი, ინსულინის ზრდის ფაქტორი და ა.შ) გამომუშავდება, ხდება ახალი სისხლძარღვების წარმოქმნა (ნეოანგიოგენეზი), ფიბრობლასტების სტიმულაცია და მათი აქტივაცია ახალი კოლაგენის გამოსამუშავებლად (ნეოკოლაგენოგენეზი).

 

MonaLisa Touch™ ეფექტურობა

პროცედურის მიმდინარეობის დროს ხდება ქსოვილების ოქსიგენაციის გაუმჯობესება და მათი კოლაგენური მატრიქსის აღდგენა. ამის დამსახურებით:

  • ნორმალიზდება საშოს pH და მიკროფლორა (ალაგდება სიმშრალე, ქავილი, წვა, ლიმფორეა და დისკომფორტი);
  • ქვედა სასქესო გზების ლორწოვანისა და გარეთა სასქესო ორგანოების კანის ტურგორისა და ელასტიურობის აღდგენა (საშო მოცულობა მცირდება ზომაში, მისი კედლების ლიფტინგი მატულობს);
  • ქრება დისპარეუნია, შარდის შეუკავებლობა;
  • იზრდება ლიბიდო და სექსუალური ცხოვრების ხარისხი.

პროცედურა MonaLisa Touch™ არის ქალებში სასქესო ორგანოების ფუნქციურ-ფიზიოლოგიური და პოსტტრავმული ცვლილებების მკურნალობის ოქროს სტანდარტი და მენოპაუზის დროს ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპიის ალტერნატივა.

მკურნალობის შედეგი პირველივე სეანსის შემდეგ იკვეთება!!! პროცედურის ხანგრძლივობისა და ჯერადობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ექიმი პაციენტის მდგომარეობის გათვალისწინებით.

dT1hSFIwY0Rvdkx6TmpMVzFoYVd4amIyMHRiSGhoTG5ObGNuWmxjaTVzWVc0dmJXRnBiQzlqYkdsbGJuUXZhVzUwWlhKdVlXd3ZZWFIwWVdOb2JXVnVkQzlrYjNkdWJHOWhaQzkwWVhSME1GOHpMUzB0ZEcxaGFURTBaV1V3TXpFd1pXUXpOVFF6Tk

MonaLisa Touch™ უკუჩვენებები

  1. მწვავე რესპირატორული ვირუსული დაავადებები;
  2. ქრონიკული დაავადებების გამწვავება, რომელსაც ახლავს სხეულის ტემპერატურის მატება 37°-ზე ზევით;
  3. სასქესო ორგანოების მწვავე ანთებითი დაავადებები;
  4. საშარდე სისტემის ქრონიკული ინფექციების გამწვავება;
  5. ონკოლოგიური პათოლოგიები;
  6. ქრონიკული დაავადებები დეკომპენსაციის ეტაპზე;
  7. ფსიქონევროლოგიური დაავადებები.